ადგილობრივი დრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადგილობრივი დროდედამიწის ამა თუ იმ პუნქტის დრო. დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ გრძედზე. ერთსა და იმავე მომენტში ადგილობრივი დრო მით უფრო მეტია, რაც უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს პუნქტი. იგი გრძედის ყოველ 15°-ზე 1 სთ-ით მატულობს. ორი პუნქტის ადგილობრივი დროის სხვაობა დროის ერთეულებით გამოხატულ ამ პუნქტების გეოგრაფიულ გრძედთა სხვაობას უტოლდება. მაგალითად, თბილისის ადგილობრივი დრო უსწრებს გრინვიჩის ადგილობრივი დროს 2 სთ 59 წთ, ხოლო ირკუტსკისას ჩამორჩება 3 სთ 58 წთ. ადგილობრივი დროს განსაზღვრავენ ასტრონომიული დაკვირვებათა მეშვეობით და იყენებენ ზოგიერთი ასტრონომიული ამოცანის გადასაწყვეტად. ზოგჯერ ადგილის ზოლურ დროსაც შეცდომით ადგილობრივი დროს უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]