ფიზიკური სიდიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკური სიდიდე არის ობიექტის ან მოვლენის ფიზიკური თვისება, რომელიც შეიძლება რაოდენობრივად დახასიათდეს.

  • ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობა, ესაა რიცხვი (ან რიცხვების მიმდევრობა—ვექტორული და ტენზორული სიდიდეების შემთხვევა), საზომი ერთეულის ჩვენებით. იგი ჩაიწერება ნამრავლის სახით, ამ რიცხვისა და საზომი ერთეულისა — მაგალითად, 10მ, 30წმ, 300ვატი და მისთ.
  • ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობის განზომილება": ესაა საზომი ერთეული, წარმოდგენილი მის მნიშვნელობაში (იხ. ზემოთ). თუ სიდიდე "ძირითადია"—საბაზისოა, მაშინ ესაა სათანადო საზომი ერთეულის სახელი, ან მისი შემოკლება. მაგალითად სიგრძის მნიშვნელობაში "20მ", განზომილებაა 'მ'=მეტრი; სხვა შემთხვევაში, ის საბაზისო საზომთა ნამრავლი ანდა შეფარდებაა, შესაძლოა ხარისხით, მაგალითად როგორც "თავისუფალი ვარდნის აჩქარების" სიდიდის მნიშვნელობაში: 9,8მ/წმ^2].
  • ფიზიკური სიდიდის რიცხვითი მნიშვნელობა, მარტივ შემთხვევებში, ესაა რიცხვითი მამრავლი მის მნიშვნელობაში (იხ. ზემოთ). მაგალითად, სიგრძის ზომაში '20მ' რიცხვი 20 არის "სიგრძის მნიშვნელობა", ხოლო 'მ' - განზომილება. სხა შემთხვევებში, რიცხვის ნაცვლად გვაქვს მათი მიმდევრობა—ვექტორული სიდიდის შემთხვევა, ან მართკუთხა ცხრილი (მატრიცა) -- ტენზორული სიდიდეებისათვის.

მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ რაიმე მოწყობილობის სიმძლავრე (P) მოცემულია როგორც

P = 42,3 × 10³ ვტ = 42,3 კვტ,

მაშინ

Р არის სიდიდის აღმნიშვნელი სიმბოლო
42,3 × 10³ არის რიცხვითი მნიშვნელობა
აღნიშნავს "კილო" (შეესაბამება 10³)
ვტ აღნიშნავს ვატს, სიმძლავრის ერთეულს SI სისტემაში.

ძირითადი და წარმოებული სიდიდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძირითადია ფიზიკური სიდიდე, თუ ის არის ერთერთი ერთეულთა მოცემულ სისტემაში. ძირითადი ფიზიკური სიდიდე განიხილება როგორც საბაზისო, დამოუკიდებელი.
  • წარმოებული ეწოდება ფიზიკური სიდიდეს, თუ ის განისაზღვრება ძირითადი (საბაზისო) სიდიდეებით.

როგორც ვხედავთ, "ძირითადი" და "წარმოებულ" ფიზიკურ სიდიდეთა ცნებები გამოყენებულ ერთეულთა სისტემასთანაა დაკავშირებული.

დღესდღეობით ფიზიკაში ძირითადად გამოიყენება SI სისტემა (თეორიული ფიზიკის ზოგიერთ დარგში ასევე გამოიყენება გაუსის ერთეულთა სისტემა). SI სისტემაში შედის შვიდი ძირითადი სიდიდე და მათგან წარმოებული ერთეულები.

SI სისტემის ძირითადი ერთეულები
ერთეული მოკლე აღნიშვნა ფიზიკური სიდიდე
მეტრი სიგრძე
კილოგრამი კგ მასა
წამი წმ დრო
ამპერი დენის ძალა
კელვინი °K ტემპერატურა
მოლი მოლ ნივთიერების რაოდენობა
კანდელა კდ სინათლის ძალა

ყველა სხვა ფიზიკური სიდიდის ერთეული იწარმოება ამ საბაზისო ერთეულების მეშვეობით.

განზომილებიანი და უგანზომილებო სიდიდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განზომილებიანი ფიზიკური სიდიდე არის ის, რომლის მნიშვნელობაში ერთ-ერთი საბაზისო სიდიდე მაინც მონაწილეობს (0-გან განსხვავვებული ხარისხით).
  • უგანზომილებო ფიზიკური სიდიდე არის ის, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ რიცხვითაა გამოსახული, განზომილების გარეშე (სინამდვილეში მისი განზომილებაა ესა თუ ის საბაზისო ერთეული, 0-ის ტოლი ხარისხით (იხ.). მაგალითად, მართი კუთხის მნიშვნელობაა "π/2 რადიანი" ანუ "π/2 მ/მ" ანუ "π/2 მ^0" რაც ნათელია კუთხის რადიანებში გაზომვის წესიდან).

ექსტენსიური და ინტენსიური სიდიდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიდიდეს ეწოდება ექსტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა შედგენილი სისტემისთვის არის შემადგენელ ქვესისტემათა მნიშვნელობების ჯამი—მაგალითად მოცულობა, მასა და ა. შ);
  • ფიზიკურ სიდიდეს ეწოდება ინტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული სისტემის ზომაზე (მაგალითად ტემპერატურა, წნევა და ა. შ.).

ზოგიერთი ფიზიკური სიდიდე როგრიცაა იმპულსის მომენტი, ძალა, სიგრძე, დრო, არც ექსტენსიურია და არც ინტენსიური.

ზოგიერთი ექსტენსიური სიდიდიდან ხდება წარმოებული სიდიდეების განსაზღვრება:

სკალარული, ვექტორული და ტენზორული სიდიდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკური სიდიდეების აღსანიშნავად როგორც წესი გამოიყენება ლათინური ან ბერძნული ასოები. სიმბოლოს ხშირად ურთავენ ზედა ან/და ქვედა ინდექსს, რომელიც მიუთითებს ფიზიკური სიდიდის კუთვნილებას, მაგალითად Eп ხშირად აღნიშნავს პოტენციური ენერგიას, ხოლო cp სითბოტევადობას მუდმივი წნევის დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]