შინაარსზე გადასვლა

მთვარის ფაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის ფაზების „კლასიკური“ სქემა

მთვარის ფაზებიმთვარის ხილული ნაწილის სხვადასხვა ფორმები. მთვარის ფაზების მონაცვლეობა დაკავშირებულია ტერმინატორის (მთვარის ბადროს განათებული და გაუნათებელი ნაწილების საზღვრის) გადანაცვლებასთან, რაც თავის მხრივ დედამიწის ირგვლივ მთვარის გარემოქცევისას მთვარის, დედამიწისა და მზის ურთიერთგანლაგების ცვალებადობითაა გამოწვეული.

განასხვავებენ ოთხ ძირითად მთვარის ფაზებს: ახალმთვარეობის მომენტში მთვარე დედამიწასა და მზეს შორისაა, ჩვენკენ გაუნათებელი ნახევრითაა მოქცეული და უხილავია. შემდეგ მთვარე მზის მიმართ აღმოსავლეთით ინაცვლებს. მეშვიდე დღეს მთვარე მზიდან 90° კუთხურ მანძილზეა და ჩანს ნახევარწრისებურად (პირველი მეოთხედი), 7 დღე-ღამის შემდეგ მთვარე მზის საწინააღმდეგო მხარესაა და ჩანს სრული დისკოს სახით (სავსემთვარეობა), კიდევ 7 დღე-ღამის შემდეგ მთვარე უკანასკნელი მეოთხედის ფაზაშია (მზისგან დასავლეთით 90°-ზე), ხოლო ციკლი მთავრდება 29.5 დღე-ღამეში.

მთვარის ორბიტის დახრილობის გამო, მთვარის არასიმეტიული დაჩრდილვა.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია მთვარის ფაზების ისეთი შაბლონური („კლასიკური“) სქემით წარმოსახვა, სადაც მთვარის ბადრო ერთი უკიდურესი ახალმთვარეობიდან მეორე ახალმთვარეობამდე მარცხნიდან მარჯვნივ ნათდება, სინამდვილეში ადგილი მსგავს ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტოლმხრივად გადაადგილებას ადგილი მუდამ არა აქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ დახრილია 5°-ით და მთვარის ეკლიპტიკის მიმართ ზევით ან ქვევით მდებარეობის გამო, დედამიწის ჩრდილმა შეიძლება მოუწიოს მთვარის სხვადასხვა ნაწილში.

მთვარის ფაზების ცვლა საფუძვლად დაედო მთვარისმიერ და მთვარე-მზისიერ კალენდარულ სისტემებს.