ზოლური დრო
ზოლური დრო — დროის აღრიცხვის სისტემა, დამყარებული დედამიწის ზედაპირის დაყოფაზე ეკვატორის გასწვრივ 24 სასაათო ზოლად (0-დან 23-მდე), რომელთა საზღვრები მერიდიანებს მიჰყვება. ზოლური დრო მთელ ზოლში, რომლის სიგანე 15° (1 სთ)-ია, დროის მოცემულ მომენტში ერთნაირია და ეტოლება ზოლის შუა მერიდიანის ადგილობრივ დროს. შუა მერიდიანები ერთმანეთისაგან დაშორებულია 15° (1 სთ)-ით. ამიტომ მთელ მსოფლიოში (გარდა ზოგიერთი ქვეყნისა, რომელბიც არ სარგბლობენ ზოლური დროით) საათის წუთის და წამის ისრების ჩენება ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ საათის მაჩვენებელი ისრის ჩვენებაშია. ორ მეზობელ ზოლს შორის ზოლური დროთა სხვაობა ერთი საათია. საერთაშორისო შეთანხმებით, გრინვიჩის ობსერვატორიაზე გამავალი მერიდიანი ნულოვანი ზოლის შუა მერიდიანია. ამ ზოლის დროს მსოფლიო დროს უწოდებენ. დასახლებულ ადგილებში ზოლების საზღვრები რამდენადმე დარღვეულია და მერიდიანს კი არა, სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და ბუნებრივ საზღვრებს მიჰყვება.
1878 წელს ზოლური დროის პროექტი წამოაყენა კანადელმა ინჟინერმა ს. ფლემინგმა. 1883 წელს პირველად ზონლური დრო შემოიღეს აშშ-ში, 1884 წელს მსოფლიოს 26 ქვეყნის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად, შემდგომშ იგი გავრცელდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც.
1930 წლიდან სსრკ-ში სარგებლობდნენ ე. წ. დეკრეტული დროით, რომელიც წარმოადგენდა 1 სთ-ით წინ წაწეულ ზოლურ დროს.
ზოლური დრო , სადაც ადგილობრივი დროა, — ადგილის აღმოსავლეთი გრძედი გამოსახული საათებით, — ზოლის ნომერი ანუ ზოლის შუა მერიდიანის აღმოსავლეთი გრძედი ასევე საათებით გამოსახული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 527.