შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ზოშჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ზოშჩენკო (დ. 29 ივლისი, 1895, სანქტ-პეტერბურგი — გ. 27 ივლისი, 1958, ლენინგრადი) — რუსი სატირიკოსი მწერალი, მთარგმნელი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ქართულ ენაზე.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს მოხალისედ შეუერთდა წითელ არმიას. 1921 წლიდან იყო ლიტერატურულ ჯგუფ „სერაპიონის ძმების“ წევრი. 1922 წელს გამოსცა პირველი წიგნი, იუმორისტული ნოველების კრებული „ნაზარ ილიჩის, ბატონი სინებრიუხოვის მოთხრობები“.

  • „მიშელ სინიაგინი“, 1930
  • „დაბრუნებული ახალგაზრდობა“, 1933
  • „კერენსკი“, 1937
  • „ტარას შევჩენკო“, 1939
  • „ტილოს პორტფელი“, 1939, პიესა
  • „მზის ამოსვლის წინ“, 1943, მოთხრობა
  • „დაე, უიღბლომ იტიროს“, 1946, პიესა