ივანე სოლერტინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე სოლერტინსკი
სოლერტინსკი და შოსტაკოვიჩი.jpg
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი (3 დეკემბერი) 1902[1]
დაბ. ადგილი ვიტებსკი[2]
გარდ. თარიღი 11 თებერვალი 1944(1944-02-11)[2] [1] (41 წლის) ან 10 თებერვალი 1944(1944-02-10)[3] (41 წლის)
გარდ. ადგილი ნოვოსიბირსკი[2]
დასაფლავებულია ზაელცოვსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ[4]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია

ივანე სოლერტინსკი (რუს. Соллертинский, Иван Иванович; დ. 3 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი] 1902, ვიტებსკი — გ. 11 თებერვალი, 1944, ნოვოსიბირსკი) — რუსი მუსიკის, თეატრისა და ლიტერატურის ისტორიკოსი. 1906 წლიდან ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. 1924 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერების ფაკულტეტის რომანულ-გერმანული სექცია; ერთდროულად ინსტიტუტში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, სადაც აგრეთვე გაიარა ასპირანტურის კურსი თეატრმცოდნეობის განხრით (1929). გამოდიოდა როგორც ხელოვნების სხვადასხვა საკითხების, ესთეტიკის და ფსიქოლოგიის ლექტორი და კრიტიკოს-პუბლიცისტი; 1929 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ფილარმონიაში (1940-1944 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი) და 1936 წლიდან ლენინგრადის კონსერვატორიაში (1939 წლიდან პროფესორი). ავტორია სტატიებისა დასავლეთ ევროპული მუსიკალური კლასიკის, ქორეოგრაფიის, თეატრალური ხელოვნების, ლიტერატურის, აგრეთვე საბჭოთა და თანამედროვე საზღვარგარეთული მუსიკის შესახებ. დაკავებული იყო რუსული და დასავლეთ ევროპული კლასიკური მუსიკალური მემკვიდრეობის პრობლემებით, ყურადღებას უთმობდა სიმფონიზმის, ოპერისა და დრამატურგიის საკითხებს, ეხმაურებოდა საბჭოთა მუსიკალური კულტურის მოვლენებს. აქტიურად მონაწილეობდა თანამედროვე ოპერისა და ბალეტის ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის 20-30-იანი წლების სანქტ-პეტერბურგის მუსიკალურ ცხოვრებაში. ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა კომპოზიტორ დიმიტრი შოსტაკოვიჩთან. შოტაკოვიჩის მიერ 1944 წელს დაწერილი მეორე საფორტეპიანო ტრიო მიეძღვნა სოლერტინსკის ხსოვნას. ივანე სოლერტინსკი მოულოდნელად გარდაიცვალა კომპოტიზორ ანდრია ნოვიკოვის ბინაში, 41 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памяти И. И. Соллертинского. Воспоминания, статьи, материалы, исследования, Л. — М., 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Соллертинский Иван Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  4. Record #13736345n // general catalog of BnF