შინაარსზე გადასვლა

აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად“ (რუს. Сумбур вместо музыки) — 1936 წლის 28 იანვარს გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხებოდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის ოპერას სახელად „მცენსკის ოლქის ლედი მაკბეტი“. აღნიშნულ სტატიაში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ოპერა, როგორც „ანტიეროვნული“ და „ფორმალისტური“.

სტატია ხელმოწერის გარეშე იყო გამოქვეყნებული, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ ავტორი შეიძლება ყოფილიყო თავად სტალინი,[1] თუმცა, არქივში დღემდე არსებული ინფორმაციით სტატია ეკუთვნის რუს პუბლიცისტ დავიდ ზასლავსკის.[2]

  1. Волков С. М. Сталин и Шостакович: художник и царь. М., 2004.
  2. Ефимов Е., Сумбур вокруг сумбура и одного маленького журналиста, М.: Флинта, 2006. — 96 გვ, ISBN 5-89349-000-0 Invalid ISBN.