არხანგელსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „არხანგელსკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
არხანგელსკი
Архангельск
Arkhangelsk view from Vysotka.jpg
არხანგელსკი
გერბი
Coat of Arms of Arkhangelsk (Arkhangelsk oblast) (1998).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი არხანგელსკი
შიდა დაყოფა 9 მხარე
კოორდინატები 64°33′00″ ჩ. გ. 40°32′00″ ა. გ. / 64.55000° ჩ. გ. 40.53333° ა. გ. / 64.55000; 40.53333
ადმინისტრაციის მეთაური ვიქტორ პავლენკო[1]
დაარსდა 1584
ადრეული სახელები ნოვოხოლმოგორი
ამჟამინდელი სტატუსი 1584
ფართობი 294,42 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 355,7[2] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
სატელეფონო კოდი +7 4162
საფოსტო ინდექსი 163000-163071
საავტომობილო კოდი 29
ოფიციალური საიტი arhcity.ru
არხანგელსკი — რუსეთი
არხანგელსკი

არხანგელსკი (რუს. Архангельск) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, არხანგელსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჩრდილოეთ დვინის ორივე ნაპირსა და დელტის კუნძულებზე. დიდი საზღვაო და სამდინარო ნავსადგური და სარკინიგზო კვანძი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 355,7 ათ. ადამიანს.[2]

არხანგელსკი დაარსდა ივანე IV-ის ბრძანებით 1584 წელს უკაცრიელ, ჭაობიან ადგილზე. 1613 წლამდე ცნობილია როგორც ნოვოხოლმოგორი. არხანგელსკი ეწოდა მიქელ მთავარანგელოზის (Архангел) მონასტრის (XII ს.) მიხედვით.

1693 წელს პეტრე I-მა კუნძულ სოლომბალზე ააგო ნავსაშენი და დააარსა საადმირალო. 1708 წელს შეიქმნა არხანგელსკის გუბერნია. მეფის რუსეთის დროს არხანგელსკი და არხანგელსკის გუბერნია პოლიტიკურ დამნაშავეთა გადასახლების ადგილი იყო. არხანგელსკმა დიდი როლი შეასრულა არქტიკისა და ჩრდილოეთ საზღვაო გზის ათვისებაში. სამეცნიერო და კულტურული ცენტრია. არქიტექტურულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია ქარვასლა (1668-1684, არქიტექტორი დ. სტარცევი), ახალი დვინის ციხესიმაგრე და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Результаты выборов мэра г. Архангельска
  2. 2.0 2.1 Населения города на момент последней переписи - 348 716 человек, включая подчиненные городу сельские поселения - 355 714 человек \\ Численность населения районов и городских населённых пунктов субъектов Российской Федерации, итоги переписи 2010 года