ანასტას მიქოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანასტას მიქოიანი
Анастас Иванович Микоян, 1945.jpg
დაბ. თარიღი 13 (25) ნოემბერი 1895[1] [2]
დაბ. ადგილი სანაჰინი[3]
გარდ. თარიღი 21 ოქტომბერი 1978(1978-10-21)[1] [2] [4] [5] (82 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
საქმიანობა პოლიტიკოსი, დიპლომატი, რევოლუციონერი და მწერალი
ენა რუსული ენა[1] და სომხური ენა[1]
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა
ჯილდოები ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და ლენინის ორდენი
შვილ(ებ)ი Stephen Anastasovych Mikoyan, Q4293092?, Sergo Mikoyan, Vladimir Mikoyan და Ivan Mikoyan

ანასტას მიქოიანი (სომხ. Անաստաս Հովհաննեսի Միկոյան დ. 1895, ალავერდი — გ. 1978) — სომეხი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, დაშნაკი და ბოლშევიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ნერსესის სასწავლებელში. 1914 წლიდან იყო დაშნაკური პარტიზანული რაზმის წევრი. რაზმის შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე 1915 წლის ზაფხულამდე. გენერალ ნიკოლაი იუდენიჩის მიერ დაშნაკური რაზმების დაშლის შემდეგ გახდა ბოლშევიკი, ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1915 წლიდან თბილისში გახდა რსდმპ(ბ)-ს წევრი. 1917 წლის თებერვლამდე იატაკქვეშ ეწეოდა სააგიტაციო მუშაობას. 1918 წლის გაზაფხულიდან გადავიდა ბაქოში. 1919 წლის დასაწყისიდან იყო რსდმპ(ბ)-ს ბაქოს ბიუროს ხელმძღვანელი. 1919 წლის ოქტომბრიდან პარტიის ცაკ-ის წევრი. 1920 წლის აპრილში იყო ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის მონაწილე და ოკუპაციის ერთ-ერთი იდეოლოგი, მე-11 წითელი არმიის სახმედრო რევოლუციური საბჭოს რწმუნებული. 1922 წელს სტალინის ბრძანებით დაინიშნა რკპ-ს ცეკა-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელად, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო კომიტეტის მდივნად. 1926 წლიდან იყო სსრ კავშირის ვაჭრობის სახალხო კომისარი. 1935–1957 წლებში მიქოიანის სახელი ჰქონდა მინიჭებული სომხეთის სსრ-ს ქალაქ ქეშიშქენთის (დღევანდელი ეღეგნაძორი). 1957 წელს ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს აღდგენის კომისიას. 1964–1965 წლებში იყო სსრ კავშირის უხუცესთა პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტას მიქოიანის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118865986 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Микоян Анастас Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  5. filmportal.de — 2005.