ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეთჰოვენი)
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი სავარ. 16 დეკემბერი, 1770(1770-12-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბონი, Electorate of Cologne, საღვთო რომის იმპერია[8] [1] [9] [2] [10] [11]
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1827(1827-03-26)[8] [12] [1] [9] [2] [3] [13] [4] [14] [15] [6] [16] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [10] [24] [25] [26] [27] [19] [11] [7] (56 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრიის იმპერია[8] [9] [1] [10] [11]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო და Q38103979?
ეროვნება გერმანელები და ფლამანდიელები
ხელმოწერა
საიტი beethoven-haus-bonn.de[28]
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ვიკისაწყობში

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (გერმ. Ludwig van Beethoven; გერმანულად: [ˈluːtvɪç fan ˈbeːtˌhoːfn̩] ( მოსმენა); მოინათლა 17 დეკემბერი, 1770 — გ. 26 მარტი, 1827) — გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი; ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორი დასავლური მუსიკის ისტორიაში. მისი ნაწარმოებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებულია კლასიკური მუსიკის რეპერტუარში. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში. მოხერხებულობისათვის, მისი კარიერა იყოფა ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად. ადრეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მისი ხელოვნება ჩამოყალიბდა, 1802 წლამდე გრძელდება. 1802-დან დაახლოებით 1812 წლამდე, შუა პერიოდში, ადგილი ჰქონდა მისი ინდივიდუალური სტილის განვითარებას იოზეფ ჰაიდნისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კლასიკური სტილიდან; ეს პერიოდი, ზოგჯერ, ხასიათდება, როგორც „გმირული“. ამ დროს დაიწყო და განუხრელად გაგრძელდა მისი სმენის დაქვეითება. 1812 წლიდან გარდაცვალებამდე (1827), გვიანდელ პერიოდში, ვხედავთ ინოვაციებს მუსიკალურ ფორმასა და გამომსახველობაში.

დაიბადა ბონში. აშკარა მუსიკალური ნიჭი ადრეული ბავშვობიდან გამოავლინა. ამ პერიოდში მის მკაცრ და ინტენსიურ მუსიკალურ განათლებას მამა, იოჰან ვან ბეთჰოვენი ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით, სწავლობდა კომპოზიტორ და დირიჟორ კრისტიან გოტლობ ნეფესთან, რომელიც ხელმძღვანელობითაც, 1783 წელს, გამოსცა პირველი ნაწარმოები, ვარიაციები კლავიშისათვის. დაძაბული და დისფუნქციური ოჯახური ცხოვრებიდან შვებას ჰელენ ფონ ბროინინგის ოჯახში პოულობდა, რომლის შვილებთანაც მეგობრობდა და მათ მუსიკას ასწავლიდა. 21 წლის ასაკში ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კომპოზიციას ჰაიდნთან სწავლობდა. მალევე მოიპოვა ვირტუოზი პიანისტის რეპუტაცია და იღებდა შეკვეთებს თავად კარლ ალოის ლიხნოვსკისგან, რისი შედეგიც იყო საფორტეპიანო ტრიოები, თხზ. 1 (ყველაზე ადრეული ნაწარმოებები თხზულების ნომრით, 1795).

მისი პირველი დიდი საორკესტრო ნაწარმოები, სიმფონია №1 1800 წელს გამოიცა, ხოლო პირველი 6 სიმებიანი კვარტეტი (თხზ. 18), 1801 წელს. ამ პერიოდში დაიწყო მისი სმენის დაქვეითება, თუმცა, აგრძელებდა დირიჟორობას და თავად წარადგინა საკუთარი მე-3 (1804) და მე-5 (1808) სიმფონიების პრემიერები. 1806 წელს გაიმართა მისი სავიოლინე კონცერტის პრემიერა, ხოლო 1810 წელს მისი მე-5 საფორტეპიანო კონცერტის (თხზ. 73, „იმპერატორი“). ეს უკანასკნელი მის მფარველს, ავსტრიის ერცჰერცოგ რუდოლფს ეძღვნებოდა და მის პრემიერაზე ბეთჰოვენი, დაქვეითებული სმენის გამო, სოლისტი არ ყოფილა. 1814 წლისათვის თითქმის სრულიად ყრუ იყო; ამ დროს შეწყვიტა საჯარო გამოსვლები და პერფორმანსები. ჯანმრთელობის პრობლემებსა და წარუმატებელ პირად ცხოვრებაზე წერს ორ წერილში. მათგან პირველი, ე.წ. „ჰაილიგენშტადტის ანდერძი“ (1802) წელს ძმებს გაუგზავნა, ხოლო ადრესატი 1812 წელს დაწერილი წერილისა „უკვდავ სიყვარულს“, დღემდე უცნობია.

1810 წლიდან სოციალურად სულ უფრო ჩაკეტილმა ბეთჰოვენმა შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებულ ნაწარმოებები, მათ შორის, გვიანდელი სიმფონიები, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო სონატები. მისი ერთადერთი ოპერა, „ფიდელიო“, 1805 წელს შესრულდა, ხოლო 1814 წელს მოხდა მისი რევიზია და საბოლოო ვერსიის შექმნა. 1819-1823 წლებში შექმნა „საზეიმო მესა“ (Missa Solemnis), ხოლო 1822-1824 წლებში ბოლო, მე-9 სიმფონია, რომელიც ერთ-ერთი პირველი საგუნდო სიმფონიაა. 1825-1826 წლებში შექმნილი გვიანი სიმებიანი კვარტეტები მის ბოლო მიღწევებს წარმოადგენს. რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდნილი ბეთჰოვენი 1827 წელს გარდაიცვალა. მისი ნაწარმოებები კლასიკური რეპერტუარის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა და ცხოვრების ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის დაბადების ადგილი ბონგასეს 20 ნომერში, სადაც ამჟამად ბეთჰოვენის სახლმუზეუმია

ბეთჰოვენის პაპა, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1712–1773),[შ 1] მუსიკოსი იყო, წარმოშობით ავსტრიის ბრაბანტის საჰერცოგოს ქალაქ მეხელენიდან (ამჟამად ბელგია, ფლანდრიის რეგიონი) და ბონში 21 წლის ასაკში იყო გადმოსახლებული.[30][31] იგი კელნის კურფიურსტის კარზე მომღერლად მუშაობდა (ბანი). 1761 წლიდან კაპელმაისტერის (მუსიკალური დირექტორის) თანამდებობაზე დაწინაურდა და ბონში გამოჩენილი მუსიკოსი გახდა. პორტრეტი, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო წლებში შეუკვეთა, მისი შვილიშვილის ოთახში ინახებოდა, როგორც მუსიკალური წარმომავლობის სიმბოლო.[32] ლუდვიგს ერთი ვაჟი ჰყავდა, იოჰანი (1740–1792) რომელიც იმავე დაწესებულებაში ტენორად მუშაობდა და დამატებითი შემოსავლისთვის კლავიშებიან ინსტრუმენტებზე და ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა.[30] იოჰანი 1767 წელს მარია მაგდალენა კევერიხზე დაქორწინდა. მარიას მამა, იოჰან ჰაინრიხ კევერიხი (1701-1751) ტრიერის არქიეპისკოპოსის კარზე მთავარი მზარეული იყო.[33]

ბეთჰოვენი ბონში დაიბადა. მისი დაბადების თარიღის ავთენტური ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა შემორჩენილია ნათლობის რეესტრი წმ. რეგიუსის კათოლიკური ეკლესიიდან, რომელიც 1770 წლის 17 დეკემბრით თარიღდება.[34] რამდენადაც იმ ეპოქაში ბავშვები რაინის კათოლიკურ რეგიონში, როგორც წესი, დაბადების მეორე დღეს ინათლებოდნენ და იქიდან გამომდინარე, რომ ბეთჰოვენის ოჯახი და მისი მასწავლებელი, იოჰან გეორგ ალბრეხტსბერგერი მის დაბადების დღეს 16 დეკემბერს აღნიშნავდნენ, მკვლევართა უმრავლესობა ამ თარიღზე თანხმდება.[35][36] იოჰან ვან ბეთჰოვენის შვიდი შვილიდან მეორეს - ბეთჰოვენის და მისი ორი უმცროსი ძმის გარდა ყველა ბავშვობაში დაიღუპა. კასპარ ანტონ კარლი 1774 წლის 8 აპრილს, ნიკოლაუს იოჰანი კი 1776 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა.[37]

ბეთჰოვენის პირველი მუსიკის მასწავლებელი საკუთარი მამა იყო. მოგვიანებით მას სხვა ადგილობრივი მასწავლებლებიც ჰყავდა: კარის ორღანისტი ჟილ ვან დენ ედენი (გარდაიცვალა 1782 წელს), ტობიას ფრიდრიხ პფაიფერი (ოჯახის მეგობარი, რომელიც კლავიშებიან საკრავების გაკვეთილებით უზრუნველყოფდა) და ფრანც როვანტინი (ნათესავი, რომელიც ვიოლინოსა და ალტზე დაკვრას ასწავლიდა).[30] მისი სწავლის რეჟიმი, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, თავიდანვე სასტიკი და ინტენსიური იყო და ხშირად ცრემლებითაც მთავრდებოდა. პფაიფერის გამო, რომელსაც ინსომნია სჭირდა, ხშირი იყო არარეგულარული გაკვეთილები გვიან ღამით, როცა პატარა ბეთჰოვენს საწოლიდან გამოათრევდნენ ხოლმე დასაკრავად.[38] მისი მუსიკალური ტალანტი პატარა ასაკიდანვე აშკარა იყო. იოჰანი, რომლისთვისაც ცნობილი იყო ლეოპოლდ მოცარტის წარმატების შესახებ (მისი ვაჟის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ქალიშვილის, ნანერლის ნიჭით), ცდილობდა საკუთარი შვილიც ვუნდერკინდად წარმოეჩინა. პირველი საჯარო გამოსვლის აფიშებზე, 1778 წლის მარტში, ბეთჰოვენის ასაკად 6 წელი იყო მითითებული, თუმცა ის სინამდვილეში 7 წლისა იყო.[39]

პირველი გამოქვეყნებული კომპოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1779 წლიდან ბეთჰოვენმა სწავლა თავის ყველაზე მნიშვნელოვან პედაგოგთან, კრისტიან გოტლობ ნეფესთან დაიწყო, რომელიც იმავე წელს დანიშნეს კარის ორღანისტად.[40] ნეფე მას კომპოზიციას ასწავლიდა და დაეხმარა თავისი პირველი ნაწარმოების შექმნაში, რომელიც 1783 წლის მარტში გამოიცა: ეს იყო ვარიაციები კლავიშიანი ინსტრუმენტისთვის (WoO 63).[37] ბეთჰოვენმა მალე დაიწყო ნეფესთან ასისტენტ-ორღანისტად მუშაობა, 1781 წლიდან ანაზღაურების გარეშე, ხოლო 1784 წლიდან ანაზღაურებით კარის კაპელაში, რომელსაც კაპელმაისტერი ანდრეა ლუკეზი ხელმძღვანელობდა. 1783 წელს გამოიცა მისი პირველი სამი საფორტეპიანო სონატა (WoO 47 „Kurfürst”), რომელიც კურფიურსტს, მაქსიმილიან ფრიდრიხს ეძღვნებოდა (1708–1784), რომელმაც მისი ნიჭი ადრევე შენიშნა და ფინანსურად ეხმარებოდა.[41]

13 წლის ბეთჰოვენის პორტრეტი, უცნობი ბონელი ოსტატის ნახატი, დაახლ. 1783

მაქსიმილიან ფრედერიკის შემდეგ ბონის კურფიურსტი ერცჰერცოგი მაქსიმილიან ფრანსისი გახდა, ავსტრიის იმპერატორ მარია ტერეზას უმცროსი შვილი, რომელმაც ბონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა. მისი ძმის, იოზეფ II-ის მიერ ვენაში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, მან განახორციელა რეფორმები, რომლებიც განმანათლებლობის ფილოსოფიაზე იყო დაფუძნებული და განათლებისა და ხელოვნების გაზრდილ მხარდაჭერას ითვალისწინებდა. ახალგაზრდა ბეთჰოვენზე ამან დიდი გავლენა იქონია. მასზე, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მასონურ შეხედულებებსაც, რამდენადაც ნეფე, ისევე როგორც სხვები ბეთჰოვენის გარშემო ილუმინატების ორდენის ადგილბრივი ლოჟის წევრები იყვნენ.[42]

1786 წლის დეკემბერში ბეთჰოვენი, დამქირავებლის დაფინანსებით, ვენაში პირველად გაემგზავრა, როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ მოცარტთან ისწავლიდა.[43] ბეთჰოვენის და მოცარტის ურთიერთობის დეტალები, იმის ჩათვლით, ნამდვილად მოხდა თუ არა მათი შეხვედრა, უცნობია.[44] ბეთჰოვენი მალევე, 1787 წლის მაისში დაბრუნდა ბონში, მას შემდეგ, რაც დედის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. დედამისი ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მამა უფრო ღრმად გადაეშვა ალკოჰოლიზმში. შედეგად, უმცროს ძმებზე ზრუნვა ბეთჰოვენის მოვალეობა გახდა და შემდეგი ხუთი წელი მან ბონში გაატარა.[45]

ამ წლებში გაიცნო რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა შეიძინეს. ფრანც ვეგელერმა, ახალგაზრდა მედიკოსმა სტუდენტმა ის ფონ ბროინინგების ოჯახს წარუდგინა (ბროინინგების ერთ-ერთ ქალიშვილი, მოგვიანებით, ვეგელერზე დაქორწინდა). ბეთჰოვენი ფონ ბროინინგების სახლს ხშირად სტუმრობდა და მათ შვილებს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. აქ გაეცნო ის გერმანულ და კლასიკურ ლიტერატურას. ფონ ბროინინგების ოჯახში არსებული გარემო მისთვის გაცილებით ნაკლებ სტრესული იყო საკუთარ სახლთან შედარებით, რომელზეც მამამისის გაუარესებული მდგომარეობა სულ უფრო უფრო მეტ გავლენას ახდენდა.[46] მან აგრეთვე მიიქცია გრაფ ფერდინანდ ფონ ვალდენშტაინის ყურადღება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მეგობარი და ფინანსური მხარდამჭერი იყო.[47]

1789 წელს ბეთჰოვენმა მოიპოვა ლეგალური ორდერი, რომლის ძალითაც მამამისის ხელფასის ნახევარს პირდაპირ მას უხდიდნენ, ოჯახის უზრუნველყოფისთვის.[48] ოჯახის შემოსავლის გასაზრდელად იგი ალტზეც უკრავდა კარის ორკესტრში, სადაც სხვადასხვა ოპერას გაეცნო, მათ შორის, მოცარტის სამ ოპერას, რომელიც იმ პერიოდში სრულდებოდა. აქ დაუმეგობრდა თანატოლ ფლეიტისტს და მევიოლინეს, ანტონ რაიხას, რომელიც კარის ორკესტრის დირიჟორის, იოზეფ რაიხას ვაჟი იყო.[49]

1790-1792 წლებში ბეთჰოვენმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ნაწარმოებები შექმნა, რომლებიც მაშინ არ გამოცემულა და ახლა WoO (ნამუშევრები ოპუსის ნომრების გარეშე) კატეგორიაშია გაერთიანებული. ისინი თვალნათლივ აჩვენებენ ბეთჰოვენის ზრდად უნარებს და მომწიფებას. მუსიკოლოგებმა მე-3 სიმფონიის მსგავსი თემა 1791 წელს დაწერილ ვარიაციებში აღმოაჩინეს.[50] პირველი შეკვეთები ბეთჰოვენმა, სავარაუდოდ, ნეფეს რეკომენდაციით მიიღო. 1790 წელს ბონის მუნიციპალურმა ხელმძღვანელობამ საღვთო რომის იმპერატორის, ფრანც იოზეფ II-ს გარდაცვალების და ლეოპოლდ II-ს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად რამდენიმე კანტატა შეუკვეთა. ორი „იმპერატორის კანტატა“ (WoO 87 და WoO 88) იმ დროს არ შესრულდა და 1880-იან წლებამდე დაკარგული იყო. იოჰანეს ბრამსის მიხედვით, ისინი „თავიდან ბოლომდე ბეთჰოვენისეული“ იყო და ამდენად, წინასწარმეტყველებდა იმ ტრაგიკულ სტილს, რომელიც ბეთჰოვენის მუსიკას დანარჩენი კლასიკური მუსიკისგან გამოარჩევს.[51]

სავარაუდოდ, ბეთჰოვენი იოზეფ ჰაიდნს 1790 წლის ბოლოს წარუდგინეს, როცა ეს უკანასკნელი ლონდონისკენ მიემგზავრებოდა და გზად ბონში, შობის დღეებში შეჩერდა. [52] 1792 წლის ივლისში ისინი კვლავ შეხვდნენ ბონში და სავარაუდოდ, მაშინ დაიგეგმა ბეთჰოვენის სწავლა ჰაიდნთან.[53]

კარიერის დასაწყისი ვენაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1792 წლის ნოემბერში, კურფიურსტის დახმარებით, ბეთჰოვენი ვენაში გაემგზავრა. ამ დროს საფრანგეთიდან მოსალოდნელი ომის შესახებ ხმები ვრცელდებოდა. ვენაში ჩასვლიდან ცოტა ხანში მან მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.[54][55][56] ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა მოცარტიც. გრაფმა ვალდშტაინმა გამოსათხოვარ წერილში ბეთჰოვენს მისწერა: „უწყვეტი შრომით მოცარტის შემართებას მიიღებთ ჰაიდნის ხელიდან.”[56] მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართოდ გავრცელებულ მოლოდინს იმაზე, რომ მოცარტის საქმის გამგრძელებელი იყო, ბეთჰოვენმა იმით უპასუხა, რომ ამ უკანასკნელის შემოქმედებას სწავლობდა და წერდა მუსიკას გამოკვეთილად მოცარტისეული ხასიათით.[57]

ახალგაზრდა ბეთჰოვენის პორტრეტი კარლ ტრაუგოტ რიდელი (1769–1832)

ბეთჰოვენს თავიდანვე კომპოზიტორად ჩამოყალიბება არ უცდია, არამედ დიდ დროს უთმობდა სწავლას და დაკვრას. ჰაიდნის ხელმძღვანელობით,[58] ცდილობდა კონტრაპუნქტის ხელოვნებას დაუფლებოდა. სწავლობდა ვიოლინოსაც იგნაც შუპანციგთან.[59] ამ პერიოდის დასაწყისში დროდადრო იღებდა გაკვეთილებს ანტონიო სალიერისგან, ძირითადად, იტალიური ვოკალური კომპოზიციის საკითხებში. ეს ურთიერთობა 1802, შესაძლოა, 1809 წლამდეც გაგრძელებულიყო.[60] 1794 წელს, ჰაიდნის ლონდონში გამგზავრების შემდეგ, კურფიურსტი ბეთჰოვენისგან ბონში დაბრუნებას ელოდა. ბეთჰოვენმა ვენაში დარჩენა არჩია და კონტრაპუნქტის სწავლა განაგრძო იოჰან გეორგ ალბრეხტსბერგერთან და სხვა პედაგოგებთან. კურფიურსტის მიერ მისთვის დანიშნულ სტიპენდიას ვადა გაუვიდა, მაგრამ არაერთ ვენელ დიდებულს უკვე შემჩნეული ჰქონდა მისი ტალანტი და ფინანსური დახმარებაც შესთავაზეს. მათ შორის იყო პრინცი იოზეფ ფრანც ლობკოვიცი, პრინცი კარლ ლიხნოვსკი და ბარონი გოტფრიდ ვან სვიტენი.[61]

1793 წლისთვის ბეთჰოვენს იმპროვიზატორის რეპუტაცია ჰქონდა მოპოვებული. ვენელ დიდებულთა სალონებში ხშირად ასრულებდა პრელუდიებს და ფუგებს ბახის კარგად ტემპერირებული კლავირიდან. მისმა მეგობარმა, ნიკოლაუს ზიმროკმა მისი კომპოზიციების გამოცემა დაიწყო, რომელთაგან პირველი, სავარაუდოდ, ვარიაციების ნაკრები იყო (WoO 66).[62] ამ დროისთვის იგი ცნობილი იყო, როგორც ვირტუოზი პიანისტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაწარმოებების გამოქვეყნებისგან თავს იკავებდა, რათა 1795 წელს ამას უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყოლოდა.[61] მისი პირველი საჯარო გამოსვლა ვენაში 1795 წლის მარტში გაიმართა, სადაც პირველად შეასრულა თავისი ერთ-ერთი საფორტეპიანო კონცერტი, უცნობია, №1 თუ №2. დოკუმენტური მონაცემები ბუნდოვანია და ორივე კონცერტი ერთნაირ, თითქმის დასრულებულ მდგომარეობაში იყო (მომდევნო რამდენიმე წელი მათი დასრულება და გამოცემა არ მომხდარა).[63][64] ამ კონცერტიდან ცოტა ხანში გამოსაცემად მოამზადა ერთ-ერთი პირველი თავისი ნამუშევრებიდან, რომელსაც ოპუსის ნომერი მისცა. ეს იყო საფორტეპიანო ტრიოები, Op. 1. ისინი მის მფარველს, პრინც ლიხნოვსკის ეძღვნებოდა[63] და ფინანსურადაც მომგებიანი აღმოჩნდა. მათგან მიღებულმა შემოსავალმა ბეთჰოვენი საცხოვრებელი ხარჯებით თითქმის მთელი წლით უზრუნველყო.[65]

მუსიკალური მომწიფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენმა თავისი პირველი ექვსი სიმებიანი კვარტეტი (Op. 18) 1798-1800 წლებში, პრინც ლობკოვიცის შეკვეთით დაწერა და მასვე მიუძღვნა. ისინი 1801 წელს გამოიცა. 1-ლი და მე-2 სიმფონიების პრემიერის შემდეგ (შესაბამისად, 1800 და 1803 წლებში) ბეთჰოვენმა ჰაიდნის და მოცარტის შემდგომი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიტორის სტატუსი შეიძინა. იგი განაგრძობდა სხვა ფორმებში მუშაობასაც და ქმნიდა ისეთ ფართოდ ცნობილ ნაწარმოებებს, როგორიცაა საფორტეპიანო სონატა №8 „პათეტიკური“ (Op. 13), რომელიც, კუპერის მიხედვით, „სცდება მის ყველა წინა ნაწარმოებს ხასიათის სიძლიერით, ემოციის სიღრმით, სიახლით და მოტივური და ტონალური მანიპულაციის ორიგინალობით.”[66] 1799 წელს დაასრულა სეპტეტი (Op. 20), რომელიც მის სიცოცხლეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები იყო.

ბეთჰოვენი 1803 წელს, კრისტიან ჰორნემანის ნახატი

თავისი 1-ლი სიმფონიის პრემიერისთვის ბეთჰოვენმა 1800 წლის 2 აპრილს ბურგთეატრი იქირავა და ვრცელი მუსიკალური პროგრამა დადგა, რომელიც, ჰაიდნის და მოცარტის ნაწარმოებებთან ერთად მოიცავდა მისივე სეპტეტს, პირველ სიმფონიას და ერთ-ერთ საფორტეპიანო კონცერტს (სამივე ნაწარმოები მაშინ გამოუქვეყნებელი იყო). კონცერტს, რომელიც Allgemeine musikalische Zeitung-მა აღწერა, როგორც „ყველაზე საინტერესო კონცერტი დიდი ხნის განმავლობაში“, სიძნელეების გარეშე არ ჩაუვლია. კრიტიკა, მაგალითად, მიმართული იყო შემსრულებლებისკენ, რომლებიც „სოლისტისთვის ყურადღების მიქცევით თავს არ იწუხებდნენ.”[67]

მოცარტის და ჰაიდნის გავლენა ამ პერიოდის ბეთჰოჰვენზე უდავოა. მაგალითად, ბეთჰოვენის კვნტეტი ჩასაბერების და ფორტეპიანოსთვის საკმაოდ ჰგავს მოცარტის იგივე კონფიგურაციის ნაწარმოებს, თუმცა ბეთჰოვენისეული ხელწერაც ეტყობა.[68] მიუხედავად ამისა, მისი მელოდიები, მუსიკალური განვითარება, მოდულაციის და ტექსტურის გამოყენება და ემოციური ხასიათი მას მკვეთრად გამოარჩევდა ზემოხსენებული კომპოზიტორებისგან და ხელს უწყობდა დადებით გამოხმაურებას, რაც მის ნაწარმოებებს მოჰყვა პირველად გამოქვეყნებისას.[69] 1800 წლის ბოლოსთვის ბეთჰოვენზე და მის მუსიკაზე მფარველების და გამომცემლებისგან დიდი მოთხოვნა იყო.[70]

1799 წლის მაისში ბეთჰოვენი ფორტეპიანოს ასწავლიდა უნგრელი გრაფინიას, ანა ბრუნსვიკის ქალიშვილებს. ამ პერიოდში მას შეუყვარდა უმცროსი ქალიშვილი, ჟოზეფინა,[71] რომელიც ყველაზე სავარაუდო ადრესატია ბეთჰოვენის წერილისა „უკვდავი შეყვარებულის“ მიმართ (1812). ამ გაკვეთილებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჟოზეფინა გრაფ იოზეფ დაიმზე დაქორწინდა. ბეთჰოვენი მათაც ხშირა სტუმრობდა და ჟოზეფინასთვის სწავლებას განაგრძობდა, აგრეთვე, უკრავდა წვეულებებზე და კონცერტებზე. ჟოზეფინას ქორწინება, თავდაპირველი ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ბედნიერი იყო [72] და წყვილს ოთხი შვილიც ჰყავდა. კომპოზიტორის და ჟოზეფინას ურთიერთობა დაიმის მოულოდნელი გარდაცალების შემდეგ (1804) უფრო ინტენსიური გახდა.[73]

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, იოზეფ ვილიბრორდ მელერის ნახატის დეტალი, 1804-1805. მთლიან ნახატზე კომპოზიტორს ლირა-გიტარა უჭირავს.

მას აგრეთვე ჰყავდა სხვა რამდენიმე მოსწავლე. 1801-1805 წლებში მასთან სწავლობდა ფერდინანდ რისი, რომელიც თავადაც კომპოზიტორი გახდა და მოგვიანებით დაწერა წიგნი ბეთჰოვენის გახსენება, სადაც მათ შეხვედრებზე საუბრობს. ახალგაზრდა კარლ ჩერნი მასთან 1801-1803 წლებში სწავლობდა. ჩერნი თავადაც ცნოილი მუსიკის პედაგოგი გახდა და ფრანც ლისტსაც ასწავლიდა, 1812 წლის 11 თებერვალს კი, ვენაში, ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტის („იმპერატორი“) პრემიერაც განახორციელა.[74]

1800-1802 წლებში მისი დროის უმეტესი ნაწილი დიდი ზომის კომპოზიციებზე მუშაობას ეკავა, თუმცა მაინც აგრძელებდა სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებების შექმნას. მათ შორისაა საფორტეპიანო სონატა №14, ე.წ. „მთვარის სონატა“. 1801 წლის გაზაფხულზე დასრულა ბალეტი პრომეთეს ქმნილებანი, რომელიც 1801-1802 წლებში რამდენჯერმე შესრულდა. ბეთჰოვენმა ისარგებლა ნაწარმოების პოპულარობით სასწრაფოდ გამოსცა მისი საფორტეპიანო ტრანსკრიპციაც.[75] 1802 წლის გაზაფხულზე დაასრულა სიმფონია №2. კონცერტი, რომელზეც ის უნდა შესრულებულიყო, ჩაიშალა. ნაცვლად ამისა სიმფონიის პრემიერა 1803 წლის აპრილში გაიმართა ვენის თეატრში, სადაც ბეთჰოვენი რეზიდენტ კომპოზიტორად იყო დანიშნული. მეორე სიმფონიასთან ერთად კონცერტზე ასევე შესრულდა პირველი სიმფონია და საფორტეპიანო კონცერტი №3, აგრეთვე, ორატორია ქრისტე ზეთისხილის მთაზე. კრიტიკული გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ კონცერტი ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა. ბეთჰოვენმა შეძლო, ბილეთები ჩვეულებრივზე სამჯერ მეტ ფასად გაეყიდა.[76]

1802 წლიდან გაუმჯობესდა კომპოზიტორის საქმიანი ურთიერთობა გამომცემლებთანაც, მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ, კასპარმა, რომელიც მანამდე დროდადრო ეხმარებოდა ხოლმე, მისი საქმეთა მართვა საკუთარ თავზე აიღო. ახლადშექმნილ კოპოზიციებზე უფრო მაღალი ფასის შეთანხმების გარდა, კასპარმა რამდენიმე ძველი, გამოუცემელი კომპოზიციის გაყიდვაც შეძლო და ასევე, ახალისებდა ძმას, თავისი პოპულარული ნაწარმოებების არანჟირებები და ტრანსკრიპციები გაეკეთებინა სხვადასხვა ინსტრუმენტული შემადგენლობისთვის. ბეთჰოვენს ეს იდეა არ ხიბლავდა, მაგრამ იძულებული იყო, დათახმებოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამომცემლობები იგივეს გასაკეთებლად სხვებს ქირაობდნენ.[77]

სმენის დაქვეითება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემით, ბეთჰოვენი სმენის თავდაპირველ დაქვეითებას 1798 წელს გადატანილ შეტევას უკავშირებდა, რომელიც იმით იყო გამოწვეული, რომ ნაწარმოები შეაწყვეტინეს, შედეგად ძირს დაეცა, ადგომის შემდეგ კი აღარ ესმოდა. სმენა მხოლოდ ნაწილობრივ აღუდგა და მის თანდათანობით გაუარესებას თან ტინიტუსის (ხმაურის) მძიმე ფორმა ახლდა თან.[78] უკვე 1801 წელს ის ამ სიმპტომებს და მათ მიერ პროფესიულ თუ სოციალურ გარემოში გამოწვეულ სირთულეებს მეგობრებისთვის გაგზავნილ წერილებში აღწერს, (თუმცა, საფიქრებელია, რომ უახლოესი მეგობრების ნაწილმა ამის შესახებ უკვე იცოდა).[79]

ბეთჰოვენის სმენის დაქვეითების ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარიანტებად განიხილება ტიფი, სისტემური წითელი მჭამელი და თავის ცივ წყალში ჩაყოფის ჩვევაც კი, რათა არ ჩასძინებოდა.[80] ერთ-ერთ მიზეზად პაჯეტის ძვლის დაავადებაც განიხილება.[81]

ბეთჰოვენი 1815 წელს, ი. ვ. მელერის ნახატი

ექიმის რჩევით, 1802 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ბეთჰოვენი ვენის სიახლოვეს, პატარა ავსტრიულ ქალაქ ჰაილიგენშტატში ცხოვრობდა, რათა თავის მდგომარეობას შეგუებოდა. მან აქ დაწერა ჰაილიგენშტატის ანდერძი - წერილი თავის ძმებს, რომელშიც აღწერილია ფიქრები თვითმკვლელობაზე ზრდადი სიყრუის გამო და მისი გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლეს ხელოვნებით და ხელოვნებისთვის გააგრძელებდა.[82] სმენის დაქვეითება დროთა განმავლობაში სულ უფრო გაძლიერდა. მე-9 სიმფონიის პრემიერისას საჭირო გახდა, კომპოზიტორი მსმენელისკენ შემოებრუნებინათ, რათა მათი აპლოდისმენტები დაენახა, რომელიც, ისევე, როგორც ორკესტრის ხმა, არ ესმოდა. ავადმყოფობას მუსიკის წერაში ხელი არ შეუშლია, მაგრამ კონცერტების ჩატარება - შემოსავლის კარგი წყარო - სულ უფრო რთული გახდა. 1811 წელს მე-5 საფორტეპიანო კონცერტის შესრულების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის საჯაროდ აღარ გამოსულა 1824 წლამდე, როცა მეცხრე სიმფონიის პრემიერისას დირიჟორს, მიხაელ უმლაუფს მითითებებს აძლევდა.[83]

ბეთჰოვენის სახლმუზეუმში გამოფენილია სმენის დამხმარე ხელსაწყოების მოზრდილი კოლექცია. აშკარა დაძაბულობის მიუხედავად, ჩერნი აღნიშნავს, რომ ბეთჰოვენს საუბარი და მუსიკა ჯერ კიდევ ნორმალურად ესმოდა 1812 წლამდე.[84] თუმცა, 1814 წლისთვის, 44 წლის ასაკში იგი თითქმის სრულიად დაყრუვდა.[85]

დაქვეითებული სმენის გამო, ბეთჰოვენის სასაუბრო წიგნები უჩვეულოდ მდიდარი წერილობითი ინფორმაციის შემცველია. კომპოზიტორი მათ უმეტესად ცხოვრების ბოლო ათიოდე წლის განმავლობაში იყენებდა. მეგობრები ამ წიგნებში წერდნენ იმას, რისი თქმაც ბეთჰოვენისთვის უნდოდათ და ისიც ზეპირად ან წიგნშივე პასუხობდა. ეს წიგნები შეიცავს დისკუსიებს მუსიკის და სხვა თემების შესახებ და საინტერესო დეტალებს მისი ფიქრის პროცესზე. ისინი გამოიყენება კვლევისთვის, თუ როგორ უნდოდა ბეთჰოვენს თავისი მუსიკის შესრულება და თუ როგორი იყო, ზოგადად, მისი დამოკიდებულება ხელოვნებასთან. არსებობს მოსაზრება, რომ დაახლოებით 400 მსგავსი წიგნიდან 264 ბეთჰოვენის მდივანმა, ანტონ შინდლერმა გაანადგურა, რადგან სურდა, რომ კომპოზიტორის მხოლოდ იდეალიზებული ბიოგრაფია შემორჩენილიყო.[86] თუმცა, თეოდორ ალბრეხტი შინდლერის მხრიდან ამ რაოდენობის წიგნები მფლობელობას ან მათი დიდი ნაწილი განადგურებას ეჭვქვეშ აყენებს.[87]

პატრონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის მფარველი, არქიეპისკოპოსი რუდოლფ ავსტრიელი (1788-1831)

ბეთჰოვენის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ნამუშევრების გამოცემა და საჯარო გამოსვლები იყო, თუმცა, აგრეთვე დამოკიდებული იყო თავისი მფარველების გულუხვობაზე, რომელთათვისაც ის კერძო პერფორმანსებს მართავდა და ნაწარმოებების ასლებს ექსკლუზიურად, გამოქვეყნებამდე აწვდიდა ხოლმე. ზოგიერთი მფარველი, მათ შორის, პრინცი ლობკოვიცი და პრინცი ლიხნოვსკი წლიურ სტიპენდიას აძლევდნენ, გარდა ამისა, უკვეთავდნენ ნაწარმოებებს და ყიდულობდნენ გამოცემულ ნამუშევრებს.[88]

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი არისტოკრატი მფარველი, ალბათ, არქიეპისკოპოსი რუდოლფი იყო, ლეოპლდ II-ის უმცროსი ვაჟი, რომელმაც 1803-1804 წლებში ბეთჰოვენთან ფორტეპიანოს და კომპოზიციის შესწავლა დაიწყო. კარდინალ-პრესვიტერი და კომპოზიტორი დამეგობრდნენ და მათი შეხვედრები 1824 წლამდე გაგრძელდა.[89] ბეთჰოვენმა რუდოლფს 14 კომპოზიცია მიუძღვნა, მათ შორის, საფორტეპიანო ტრიო №7 „Archduke Trio” (1811) და საზეიმო მესა (Missa solemnis) (1823). ერთ-ერთი თავის კომპოზიცია ბეთჰოვენს რუდილფმაც მიუძღვნა. მისთვის გაგზავნილ ბეთჰოვენის წერილებს დღეს ვენაში, Gesellschaft der Musikfreunde ინახავს.[90] კიდევ ერთი მფარველი იყო გრაფი (მოგვიანებით, პრინცი) ანდრეას რაზუმოვსკი, რომელსაც ბეთჰოვენმა სიმებიანი კვარტეტები №7, 8 და 9 მიუძღვნა, რომელთაც რაზუმოვსკის კვარტეტებს უწოდებენ.

1808 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც სამეფო თეატრში დანიშვნაზე უარი უთხრეს, ბეთჰოვენმა შემოთავაზება მიიღო ნაპოლეონის ძმის, ჟერომ ბონაპარტისგან, რომელიც იმ დროს ვესტფალიის მეფე იყო. შემოთავაზება ეხებოდა კარგად ანაზღაურებად კარის კაპელმაისტერის თანამდებობას კასელში. არქიეპისკოპოსმა რუდოლფმა, პრინცმა კინსკიმ და პრინცმა ლობკოვიცმა ბეთჰოვენისთვის წელიწადში 4,000 ფლორინის ოდენობის პენსიის გადახდის პირობა დადეს, რათა კომპოზიტორი დაერწმუნებინათ, ვენაში დარჩენილიყო. შეთანხმებულ დროს თავისი წილი მხოლოდ არქიეპოსკოპოსმა გადაიხადა.[91] კინსკი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ცოტა ხანში ცხენიდან ჩამოვარდა და მოკვდა, ლობკოვიცმა კი გადახდა 1811 წლის სექტემბერში შეწყვიტა. გადახდის მსურველი სხვა მფარველები არ გამოჩენილან და 1815 წლიდან მოყოლებული ბეთჰოვენს კომპოზიციის გაყიდვებიდან და მცირედი პენსიიდან მიღებული შემოსავლით უხდებოდა თავის გატანა. სიტუაცია საფრანგეთთან ომმაც გააუარესა, როცა მთავრობამ საომარი ხარჯების დასაფარად ფულის ბეჭდვა დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ინფლაცია გამოიწვია.

შუა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის ძეგლი ბონში, მიუნსტერპლაცზე

ბეთჰოვენის შუა პერიოდი 1802-დან 1812 წლამდე გრძელდებოდა.

ჰაილიგენშტატიდან ვენაში მისი დაბრუნება მუსიკალური სტილის ცვლილებით აღინიშნა და ამჟამად მისი შუა, „გმირული“ პერიოდის დასაწყისად განიხილება. კარლ ჩერნის მიხედვით, ბეთჰოვენი უკმაყოფილო იყო მანამდე გაკეთებული საქმით და ახალი მიმართულებით წასვლა ჰქონდა განზრახული.[92] ეს „ჰეროიკული“ პერიოდი ხასიათდება დიდი რაოდენობით ორიგინალური, მასშტაბური ნაწარმოებების შექმნით.[93] პირველი აღსანიშნავი ნაწარმოები, რომელშიც ეს ახალი სტილი იყო გამოყენებული, იყო სიმფონია №3 E -მაჟორი (ეროიკა). ეს ნამუშევარი უფრო დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი მანამდე დაწერილი სიმფონია. მის პრემიერას 1805 წელს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთი მსმენლისთვის მისი ხანგრძლივობა მიუღებელი იყო და სტრუქტურა - გაუგებარი, ხოლო სხვებს შედევრად მიაჩნდათ.[94]

„შუა პერიოდი“ ზოგჯერ კომპოზიციის „ჰეროიკულ“ მანერასთან ასოცირდება,[95] მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება ბეთჰოვენის მკვლევართა შორის დავის საგანია და ის უფრო ამ პერიოდის ალტერნატიულ სახელად გამოიყენება.[96] მთლიანი შუა პერიოდის „ჰეროიკულად“ დახასიათებაც სადავოა. მე-3 და მე-5 სიმფონიებს ეს ტერმინი ადვილად მიესადაგება, თუმცა მე-6, „პასტორალურ“ სიმფონიას - არა.[97]

შუა პერიოდის ზოგიერთ ნაწარმოებში ბეთჰოვენმა გააფართოვა ჰაიდნის და მოცარტისგან მემკვიდრეობით მიღებული მუსიკალური ენა. ამ პერიოდში შედის სიმფონიები მე-3-დან მე-8-მდე, სიმებიანი კვარტეტები №7, №8 და №9 (Op. 59, რაზუმოვსკის კვარტეტები), №10 (არფა) და №11 (Serioso); საფორტეპიანო სონატები №21 (Waldstein) და №23 (Appassionata); ქრისტე ზეთისხილის მთაზე, ოპერა ფიდელიო, სავიოლინე კონცერტი, ფინალი Es ist vollbracht და ბევრი სხვა კომპოზიცია.[98]

ამ პერიოდში მისი შემოსავლის წყარო ნაწარმოებების გამოცემა, მათი შესრულება და მფარველებისგან მიღებული სახსრები იყო. ვენის თეატრში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, 1804 წლის დასაწყისში, ის თეატრიდან გაათავისუფლეს და დროებით ვენის გარეუბანში, მეგობართან, შტეფან ფონ ბროინინგთან მოუხდა გადასვლა. ამან შეანელა მუშაობა ფიდელიოზე, რომელიც იმ დროისთვის მისი ყველაზე მასშტაბური ნაწარმოები იყო. ნაწარმოები ასევე შეაყოვნა ავსტრიულმა ცენზურამ და მისი პრემიერა, საბოლოოდ, 1805 წლის ნოემბერში მოხდა დარბაზში, რომელიც თითქმის ცარიელი იყო ქალაქის ფრანგული ოკუპაციის გამო. გარდა ფინანსური ჩავარდნისა, ფიდელიოს ეს ვერსია კრიტიკულადაც წარუმატებელი აღმოჩნდა და ბეთჰოვენი მის რევიზიას შეუდგა.{[sfn|Cooper|2008|p= 150}}

ფერდინანდ რისის მიხედვით, 1809 წელს, ნაპოლეონის მიერ ვენის დაბომბვის დროს ბეთჰოვენი ძმის სარდაფში იმალებოდა და ყურებს ბალიშებით იფარავდა იმის შიშით, რომ ხმაური დარჩენილ სმენასაც წაართმევდა.[99]

შუა პერიოდის ნამუშევრებმა ბეთჰოვენი, როგორც ოსტატი, საბოლოოდ ჩამოაყალიბა. 1810 წელს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ე. ტ. ა. ჰოფმანი მას სამთაგან ერთ-ერთ ყველაზე დიდ „რომანტიკოს“ კომპოზიტორად იხსნიებს, ჰაიდნთან და მოცარტთან ერთად. ჰოფმანი მის მე-5 სიმფონიას „საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს“ უწოდებს.[100]

პირადი და ოჯახური სირთულეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის პირად ცხოვრებას თან ახლდა კლასობრივი უთანასწორობით გამოწვეული სირთულეები. 1801 წლის დასასრულს ის შეხვდა ჯულიეტა გუიჩარდის, ბრუნსვიკების ოჯახში, სადაც ჟოზეფინა ბრუნსვიკს ფორტეპიანოს ასწავლიდა. ჯულიეტას მიმართ სიყვარულს ახსენებს წერილში ახალგაზრდობის მეგობრის, ფრანც ვეგელერის მიმართ, მაგრამ მასზე დაქორწინების შანსს გამორიცხავს კლასობრივი განსხვავების გამო. მოგვიანებით, გუიჩარდის მიუძღვნა საფორტეპიანო სონატა №14, ამჟამად „მთვარის სონატად“ ცნობილი.[101]

1804 წელს ჟოზეფინა ბრუნსვიკის მეუღლე, გრაფი იოზეფ დეიმი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი ურთიერთობა ბეთჰოვენთან გაღრმავდა. ბეთჰოვენმა ქალს 15 სასიყვარულო წერილი მისწერა 1804 წლის ბოლოდან 1809-10 წლამდე. გრძნობები აშკარად ორმხრივი იყო, მაგრამ ჟოზეფინა იძულებული გახდა მისგან თავი შორს დაეჭირა 1807 წლიდან მოყოლებული. მიზეზად მან თავისი „მოვალეობა“ და არისტოკრატ შვილებზე მეურვეობის დაკარგვის საშიშროება დაასახელა დაბალი წრის წარმომადგენელზე ქორწინების შემთხვევაში.[102] მას შემდეგ, რაც ჟოზეფინა ბარონ ფონ შტაკელბერგზე დაქორწინდა (1810), ბეთჰოვენმა წარუმატებლად სთხოვა ხელი ტერეზა მალფატის, რომელიც Für Elise-ს მიძღვნის სავარაუდო ადრესატი იყო.[103][104] ხელის შემშლელი, დიდი ალბათობით, კვლავ ბეთჰოვენის წარმომავლობა აღმოჩნდა.

1811 წელს კომპოზიტორი სერიოზულად გახდა ავად, განიცდიდა ძლიერ თავის ტკივილებს და მაღალ სიცხეს. ექიმის რჩევით, მან ექვსი კვირა გაატარა ბოჰემიის საკურორტო ქალაქ ტეპლიცში. მომდევნო ზამთარს, რომელიც, ძირითადად, მე-7 სიმფონიაზე მუშაობას ჰქოდა დათმობილი, კვლავ ავად გახდა და ექიმმა 1812 წლის ზაფხულის ტეპლიცში გატარება დაუნიშნა. დადგენილია, რომ სწორედ აქ ყოფნისას დაწერა მან სასიყვარულო წერილი "უკვდავ შეყვარებულს".[105] მისი ადრესატის ვინაობა უკვე დიდი ხანია, განხილვის საგანს წარმოადგენს და სავარაუდო კანდიდატებს შორის ჯულიეტა გუიჩარდი, ტერეზა მალფატი, ჟოზეფინ ბრუნსვიკი, ანა მარია ერდედი და ანტონი ბრენტანო მოიაზრებიან.

1812 წლის ოქტომბრის ბოლოს ძმას, იოჰანს ეწვია. მას სურდა, დაესრულებინა იოჰანის თანაცხოვრება ტერეზა ობერმაიერთან, რომელსაც უკვე ჰყავდა უკანონო შვილი. ძმის დარწმუნება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ადგილობრივ სამოქალაქო და რელიგიურ ხელისუფლებას მიმართა. იოჰანი და ტერეზა 9 ნოემბერს დაქორწინდნენ.[106]

1813 წლის დასაწყისში, როგორც ჩანს, რთული ემოციური პერიოდი ჰქონდა და მისი კომპოზიციის ინტენსივობა დაეცა. გაუარესდა მისი ჩვეულებრივ მოწესრიგებული გარეგანი იერი და საზოგადოებრივი მანერები, განსაკუთრებით, სადილის დროს. ის ზრუნავდა თავის ძმაზე, რომელიც ტუბერკულოზით იყო ავად და მის ოჯახზე, რამაც, როგორც თვითონ ამბობდა, უფულოდ დატოვა.

ბეთჰოვენი 1814 წელს, ლუი-რენე ლეტრონის პორტრეტი

ბეთჰოვენს წერის მოტივაცია 1813 წლის ივნისში დაუბრუნდა, როცა ესპანეთში, ვიტორიასთან ნაპოლეონის არმიის დამარცხების შესახებ შეიტყო კოალიციურ ძალებთან ველინგტონის ჰერცოგის მეთაურობით. ამ ახალმა ამბავმა სტიმული მისცა, დაეწერა საბრძოლო სიმფონია, რომელიც ცნობილია, როგორც ველინგტონის გამარჯვება. ის პირველად 8 დეკემბერს შესრულდა, მე-7 სიმფონიასთან ერთად, ომის მსხვერპლთათვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე. ნაწარმოები პოპულარული ჰიტი აღმოჩნდა მისი მარტივად გასაგები, პროგრამული სტილის გამო და 1814 წლის იანვარსა და თებერვალში გამართულ კონცერტებზე განმეორებით შესრულდა. ბეთჰოვენის განახლებულ პოპულარობას მოჰყვა მოთხოვნა ფიდელიოს გაცოცხლებაზე, რომლის მესამე რევიზიაც იმავე წლის ივლისში დადებითად მიიღეს. იმ ზაფხულს დაწერა მან საფორტეპიანო სონატა - პირველი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (№27, Op. 90). ეს ნაწარმოები გამოკვეთილად უფრო რომანტიკული სტილისა იყო, ვიდრე მისი ადრინდელი სონატები. ბეთჰოვენი აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ კომპოზიტორთაგან, რომელთაც პატრიოტული ხასიათის მუსიკა დაწერეს არაერთი სახელმწიფო მეთაურის და დიპლომატის ვიზიტთან დაკავშირებით ვენის კონგრესზე, რომელიც 1814 წლის ნოემბერში დაიწყო. მისი სასიმღერო რეპერტუარი მოიცავდა ერთადერთ სიმღერების ციკლს An die ferne Geliebte და გამორჩეულად ექსპრესულ მეორე სიმღერას ლექსზე An die Hoffnung (Op. 94, 1815). 1805 წელს დაწერილ პირველ სიმღერასთან შედარებით, რომელიც ჟოზეფინა ბრუნსვიკს ეძღვნებოდა, ეს „ბევრად უფრო დრამატული იყო... საოპერო სცენის სულისკვეთებით“.[107]

ბრძოლა მეურვეობისთვის და ავადმყოფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815-1817 წლებში ბეთჰოვენის შემოქმედებითი აქტივობა კვლავ დაეცა. ამის ნაწილობრივ მიზეზად თავად ხანგრძლივ ავადმყოფობას ასახელებდა, ცხელებას, რომელიც 1816 წლის ოქტომბრიდან აწუხებდა.[108] მისი ბიოგრაფები სხვა შესაძლო მიზეზებსაც ასახელებენ, მათ შორის, სირთულეებს პირად ცხოვრებაში და ავსტრიის მთავრობის მკაცრ ცენზურას. გარკვეული როლი, შესაძლოა, მისი ძმის, კასპარის ავადმყოფობას და გარდაცვალებასაც (ტუბერკულოზის შედეგად) ეთამაშა.

ბეთჰოვენი 1818 წელს, აუგუსტ კლებერი

კასპარი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და ბეთჰოვენმა მის მკურნალობაზე დიდძალი ფული დახარჯა 1815 წელს. იმავე წლის 15 ნოემბერს კასპარი გარდაიცვალა და ბეთჰოვენი მაშინვე აღმოჩნდა ჩართული გაჭიანურებულ ლეგალურ დავაში კასპარის ცოლთან, იოჰანა ვან ბეთჰოვენთან მათი შვილის, 9 წლის კარლ ვან ბეთჰოვენის მეურვეობის საკითხზე. ბეთჰოვენმა, რომელსაც იოჰანა მშობლობისთვის შეუფერებლად მიაჩნდა (მას ჰყავდა უკანონო შვილი სხვა კაცისგან კასპარზე დაქორწინებამდე და ბრალდებული იყო ქურდობაში) დაითანხმა კასპარი, ერთადერთ მეურვედ თავად დაესახელებინა, თუმცა, კასპარის მოგვიანებით დაწერილი ანდერძი მას და იოჰანას ერთობლივ მეურვეებად ასახელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენმა 1816 წელს იოჰანასთვის მეურვეობის ჩამორთმევა შეძლო, საქმე 1820 წლამდე საბოლოოდ მაინც არ გადაწყვეტილა და მას ხშირად უხდებოდა იურიდიულ დავაში ჩართვა კარლზე ზრუნვის პარალელურად, რომელიც თავიდან კერძო სკოლაში შეიყვანა.

ავსტრიულ სასამართლო სისტემას ერთი სასამართლო ჰქონდა დიდებულთათვის - ლანდრეხტი და რამდენიმე - მდაბიოთათვის, მათ შორის, სამოქალაქო სასამართლო და ვენის მაგისტრატი. ბეთჰოვენმა დამალა ის ფაქტი, რომ ჰოლანდიური ნაწილაკი „van“ მის გვარში კეთილშობილურ წარმომავლობას არ აღნიშნავდა (გერმანული „von-ისგან“ განსხვავებით) და მისი საქმე თავიდან ლანდრეხტში განიხილებოდა. ამ სასამართლოში თავისი გავლენის გამო ბეთჰოვენი საქმის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებული იყო, თუმცა, ლანდრეხტისთვის ჩვენების მიცემისას წარმომავლობის დადასტურება ვერ შეძლო, რის შემდეგაც, 1818 წლის 18 დეკემბერს საქმე ვენის მაგისტრატს გადაეცა, სადაც მან მეურვეობის ექსკლუზიური უფლება დაკარგა.[109]

მოგვიანებით, აპელაციის შედეგად მან მეურვეობის აღდგენა შეძლო. უშედეგო აღმოჩნდა იოჰანას მიმართვა იმპერატორისადმი, რომელმაც „საქმიდან ხელები დაიბანა“. მეურვეობის რამდენიმე წლის განმავლობაში ბეთჰოვენი ცდილობდა, კარლს უმაღლესი მორალური სტანდარტებით ეცხოვრა და ხშირად ზედმეტად ერეოდა მის პირად ცხოვრებაში. 1826 წლის 31 ივლისს კარლმა თავში გასროლით თვითმკვლელობა სცადა და გამოსაჯანმრთელებლად დედამისის სახლში მიიყვანეს. ის და ბეთჰოვენი მოგვიანებით შერიგდნენ, მაგრამ კარლი, თავისივე დაჟინებული სურვილით, არმიას შეუერთდა მათ ერთმანეთი ბოლოს 1827 წლის იანვარში ნახეს.[110]

გვიანდელი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის გვიანი პერიოდი 1812 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1827 წლამდე გრძელდებოდა.[111]

მან ხელახლა დაიწყო ძველი, მათ შორის, იოჰან სებასტიან ბახის და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკის შესწავლა, რომელთა სრული კატალოგების გამოცემის პირველ მცდელობებსაც იმ დროისათვის ჰქონდა ადგილი. უვერტიურა სახლის კურთხევა პირველი ნაწარმოებია, სადაც ეს გავლენები ჩანს. ასე გაჩნდა ახალი სტილი, რომელსაც ახლა მის „გვიან პერიოდს“ უწოდებენ. დაუბრუნდა ფორტეპიანოსაც და შექმნა პირველი საფორტეპიანო სონატები თითქმის ბოლო ათი წლის განმავლობაში. გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში აღსანიშნავია ბოლო ხუთი საფორტეპიანო სონატა და დიაბელის ვარიაციები, ბოლო ორი სონატა ჩელოს და ფორტეპიანოსთვის და ორი ნამუშევარი დიდი ძალებისთვის: საზეიმო მესა და მეცხრე სიმფონია.

1818 წლის დასაწყისისთვის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და იანვარში საცხოვრებლად მასთან ძმისშვილიც გადმოვიდა. მეორეს მხრივ, სმენა უკვე იმდენად დაუქვეითდა, რომ საუბარი რთული გახდა და გაჩნდა სასაუბრო წიგნების გამოყენების აუცილებლობა. მისი საშინაო საქმეები მართვაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა: ნანეტ შტრაიხერი, რომელიც ავადმყოფობის დროს ეხმარებოდა, კვლავ განაგრძობდა გარკვეულ მხარდაჭერას და ბოლოს და ბოლოს, კარგი მზარეულიც იპოვა.{[sfn|Cooper|2008|p= 260}} მისი შემოქმედების ინტენსივობა კვლავ არ იყო მაღალი, მაგრამ მოიცავდა სიმღერების ნაკრებს და საფირტეპიანო სონატას №29 („Hammerklavier“), აგრეთვე, მონახაზებს ორი სიმფონიისთვის, რომლებიც საბოლოოდ ეპიკურ მეცხრეში გაერთიანდა. 1819 წლიდა ის კვლავ სასამართლო პროცესებით იყო დაკავებული კარლის გარშემო. ამ დროს დაიწყო მუშაობა დიაბელის ვარიაციებზე და საზეიმო მესაზე.

შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებდა მესაზე მუშაობას, ქმნიდა საფორტეპიანო სონატებს და ბაგატელებს გამომცემელთა მოთხოვნის და ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაასრულა დიაბელის ვარიაციებიც. 1821 კვლავ ავად გადა, ამჯერად საკმაოდ დიდი ხნით და მესა მხოლოდ 1823 წელს, დათქმულ დროზე სამი წლით გვიან დაასრულა. ასევე დაიწყო მოლაპარაკება გამომცემლებთან მისი ნამუშევრების სრულად გამოცემაზე, თუმცა ეს იდეა ვერ განხორციელდა. მისმა ძმამ, იოჰანმა, საქმიანი მოლაპარაკებები საკუთარ თავზე აიღო, დაახლოებით ისევე, როგორც ამას მანამდე კასპარი აკეთებდა. მან მოიძია ძველი, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები და დაიწყო მესის შეთავაზება სხვადასხვა გამომცემლისთვის მაღალი ფასის მიღების მიზნით.

1822 წელს მიღებულმა ორმა შეკვეთამ მისი ფინანსური პერსპექტივები გააუმჯობესა. ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ მას სიმფონია შეუკვეთა, ხოლო პრინცი ნიკოლაი გოლიცინი, სანქტ-პეტერბურგიდან, თანახმა იყო მოთხოვნილი ფასი გადაეხადა სამ სიმებიან კვარტეტში. პირველის შედეგი იყო მეცხრე სიმფონია, რომელიც საზეიმო მესასთან ერთად, 1824 წლის 7 მაისს შესრულდა კერნტნერტორის თეატრში ბრწყინვალე გამოხმაურებით. Allgemeine musikalische Zeitung-ი წერდა: „დაუშრეტელმა გენიამ ახალი სამყარო გვაჩვენა“. კარლ ჩერნი წერდა, რომ ეს სიმფონია „ისე ასხივებს ახალ, ცოცხალ, მართლაც ახალგზრდულ სულს... იმდენ ძალას, სიახლეს და მშვენიერებას, როგორც ეს ადრეც მოდიოდა ამ ორიგინალური კაცის თავიდან, თუმცა, მან ზოგჯერ მოხუცი, პარიკებიანი თავების უკმაყოფილო ქნევაც გამოიწვია.“ ადრინდელი, უფრო შემოსავლიანი კონცერტებისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს ბეთჰოვენისთვის დიდი მოგება არ მოუტანია, რადგან მისი გამართვას საკმაოდ დიდი სახსრები დასჭირდა.[112] განმეორებით კონცერტს 24 მაისს, რომელშიც ორგანიზატორი მინიმალურ გარანტირებულ ანაზღაურებას დაჰპირდა, ძალიან ცოტა მსმენელი დაესწრო. როგორც მისმა ძმისშვილმა, კარლმა აღნიშნა, „ხალხის უმეტესობა უკვე ქალაქგარეთ იყო წასული“. ეს ბეთჰოვენის უკანასკნელი საჯარო კონცერტი იყო.[113]

ბეთჰოვენი 1823 წელს, ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ნახატი

ამის შემდეგ ბეთჰოვენი გოლიცინისთვის სიმებიანი კვარტეტების წერას შეუდგა. კვარტეტების ეს წყება, რომლებიც „გვიანი კვარტეტების“ სახელითაა ცნობილი, ძალიან შორს გასცდა იმას, რისთვისაც მუსიკოსები და მსმენელები იმ დროს იყვნენ მზად. ერთ-ერთმა მუსიკოსმა მათზე თქვა: „ვიცით, რომ მათში რაღაც არის, მაგრამ არ ვიცით, რა.“ კომპოზიტორმა ლუი შპორმა მათ „გაუგებარი, გაუსწორებელი საშინელებები“ უწოდა. დროთა განმავლობაში მათ მიმართ დამოკიდებულება დრამატულად შეიცვალა. მათი ფორმა და იდეები შთაგონების წყარო იყო რიხარდ ვაგნერის და ბელა ბარტოკისთვის, ისევე როგორც ბევრისთვის მათ შემდეგ და დღესაც. ამ გვიანი კვარტეტებიდან ბეთჰოვენის ფავორიტი №14 იყო (op. 131, C-მინორი), რომელსაც თავის ყველაზე სრულყოფილ ცალკეულ ნაწარმოებად თვლიდა.[114] ფრანც შუბერტის ბოლო მუსიკალური სურვილი ამ კვარტეტის მოსმენა იყო, რაც 1828 წლის 14 ნოემბერს, გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე შეუსრულდა.[115]

გოლიცინის კვარტეტებს ბეთჰოვენი გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე წერდა. 1825 წლის აპრილში ლოგინად იყო ჩავარდნილი და თითქმის მთელი თვე ავადმყოფობდა. ავადმყოფობამ, უფრო ზუსტად კი, მისგან გამოჯანმრთელებამ, დასაბამი მისცა ღრმად მგრძნობიარე ნელ მოქმედებას მეთხუთმეტე კვარტეტში, რომელსაც ის უწოდებდა „მადლიერების წმინდა სიმღერას (Heiliger Dankgesang) გამოჯანმრთელებული ადამიანისგან“. შემდგომ, მან დაასრულა სიმებიანი კვარტეტები №13, №14 და №16. ბეთჰოვენის ბოლო დასრულებული ნაწარმოები იყო მე-13 კვარტეტის ახალი ფინალი, რომელმაც ურთულესი დიდი ფუგა (Große Fuge) ჩაანაცვლა. მალევე, 1826 წლის დეკემბერში ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა, ღებინების და დიარეის შეტევებით, რომელმაც ლამის სიცოცხლე მოუსწრაფა.

1825 წელს მისი სიმფონიები პირველად შესრულდა, როგორც სრული ციკლი Leipzig Gewandhaus Orchestra-ს მიერ იოჰან ფილიპ კრისტიან შულცის დირიჟორობით. იგივე განმეორდა 1826 წელსაც.[116][117]

ავადმყოფობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის საფლავო ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე

დარჩენილი თვეების განმავლობაში ბეთჰოვენი, მეტწილად, ლოგინად იყო ჩავარდნილი და მას ბევრი მეგობარი სტუმრობდა. იგი 1827 წლის 26 მარტს, 56 წლის ასაკში, ჭექა-ქუხილის დროს გარდაიცვალა. მისი მეგობარი, ანსელმ ჰიუტენბრენერი, რომელიც ამ დროს მასთან იყო, იხსენებს, რომ სიკვდილის მომენტს ძლიერი გაელვება ახლდა. გაკვეთამ ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოავლინა, რომლის მიზეზიც მძიმე ალკოჰოლიზმი შეიძლება ყოფილიყო.[118]

ბეთჰოვენის დაკრძალვის პროცესიას დაახლოებით 20,000 ადამიანი დაესწრო. ფრანც შუბერტს, რომელიც მომდევნო წელს გარდაიცვალა, ერთ-ერთი ჩირაღდანი მიჰქონდა. ბეთჰოვენი ვერინგის სასაფლაოზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაკრძალეს წმინდა სამების ტაძარში (Dreifaltigkeitskirche) გამართული რექვიემის შემდეგ. 1862 წელს, გამოკვლევის მიზნით, მიზი ნეშტის ექსჰუმაცია მოხდა, ხოლო 1888 წელს ის ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე გადაასვენეს.[118] 2012 წელს საფლავი შეამოწმეს, რათა დაედგინათ, მოპარული იყო თუ არა მისი კბილები, სხვა კომპოზიტორების სამარხებში მომხდარი მსგავსი ქურდობის ფაქტების გამო.[119]

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კამათის საგანია. ალკოჰოლური ციროზი, სიფილისი, ინფექციური ჰეპატიტი, ტყვიით მოწამლვა, სარკოიდოზი და უიპლის დაავადება - ეს არის სავარაუდო მიზეზების არასრული ჩამონათვალი.[120] მეგობრებს და სტუმრებს, მის სიკვდილამდე და მას შემდეგაც, სუვენირად მისი თმები მიჰქონდათ. გარკვეული ნაწილი გამოკვლეული იქნა, ისევე როგორც 1862 წლის ექსჰუმაციის დროს ამოღებული თავის ქალის ნაწილები.[121] გამოკვლევებმა დასაბამი მისცა სადავო დასკვნებს, რომ კომპოზიტორი შემთხვევით მოიწამლა ექიმის დიაგნოზით დანიშნული, ტყვიაზე დაფუძნებული მედიკამენტების გადაჭარბებით მიღების გამო.[122][123][124]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის ბიუსტი, ავტორი ჰუგო ჰაგენი. დაფუძნებულია ბეთჰოვენის სახის ნიღაბზე

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი კლასიკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ფართოდ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპოზიტორად და კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ გიგანტად. სიცოცხლეშივე იყო „საყოველთაოდ აღიარებული უდიდეს ცოცხალ კომპოზიტორად“ და მისი მუსიკა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხშირად შესრულებადი და განხილვადია.[125] არსებობს გამოთქმა „სამი B”, სადაც ის ი. ს. ბახთან და ი. ბრამსთან ერთად კლასიკური მუსიკალური ტრადიციის სიმბოლოდ განიხილება[126] და ბახთან და მოცარტთან ერთად, მისი მუსიკა არის ყველაზე უფრო ხშირად ჩაწერილი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორთა შორის.[127] იყო საკვანძო ფიგურა მუსიკის გადასვლაში XVIII საუკუნის კლასიციზმიდან XIX საუკუნის რომანტიზმში და ძირეული გავლენა მოახდინა შემდგომ კომპოზიტორთა თაობებზე. არსებობს არაერთი კვლევითი ჟურნალი, ბიოგრაფია და მონოგრაფია, რომელიც მისი ცხოვრების და შემოქმედების ანალიზს ეძღვნება; ძირითადად, მის მუსიკაზეა დაფუძნებული ტონალური მუსიკის შენკერისეული ანალიზი. მისი მუსიკა ორჯერაა წარმოდგენილი ვოიაჯერის ოქროს ფირფიტაზე.[128]

ბეთჰოვენმა გააფართოვა ფორმის, ემოციის და ხანგრძლივობის მასშტაბები თითქმის ყველა ჟანრისა, რომელშიც მუშაობდა. იგი ყველაზე უფრო სიმფონიური ფორმის წინა პლანზე წამოწევითაა ცნობილი, თუმცა მისი გავლენა დრამატული მნიშვნელობისაა ისეთ ჟანრებზეც, როგორიცაა საფორტეპიანო სონატა, სავიოლინე სონატა, სიმებიანი კვარტეტი და ა.შ., ხოლო ვოკალური კომპოზიციის მიმართულებით მისი გავლენა საგრძნობლად უფრო მცირეა.

ბეთჰოვენის სტილისტურმა ინოვაციებმა შექმნა ხიდი მუსიკის კლასიკურ და რომანტიკულ პერიოდებს შორის. მისი ადრეული პერიოდის ნაწარმოებებმა კლასიკური ფორმა გამოხატვის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა, გააფართოვა რა ფორმალური, სტრუქტურული და ჰარმონიული მიმართულებები მუსიკალური ენისა, რომელიც მისმა წინამორბედებმა - მოცარტმა და ჰაიდნმა განავითარეს. შუა პერიოდის ნამუშევრებმა წვლილი შეიტანა რომანტიკული პერიოდის მუსიკალური ენის და აზროვნების განვითარებაში და წარმოადგენდა შთაგონებას ისეთი კომპოზიტორებისთვის, როგორიცაა ფრანც შუბერტი, ფელიქს მენდელსონი, რობერტ შუმანი, ფრანც ლისტი, რიხარდ ვაგნერი და იოჰანეს ბრამსი. მისი გვიანდელი პერიოდის ნამუშევრები ხასიათდება უმაღლესი დონის ექსპერიმენტებით ფორმაში, ჰარმონიაში და სტრუქტურაში. ხშირია კონტრაპუნქტული ტენდენციები და მიკროსკოპული ტექსტურები, აგრეთვე, სულ უფრო ინტროვერტული მიდგომა კომპოზიციასთან. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად ითვლება მუსიკაში რომანტიკული სტილის ფუძემდებლად, მას სრულად არასოდეს მიუტოვებია კლასიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი ფუნდამენტალური ფორმალური პარადიგმები და ობიექტივისტური არტისტული ფილოსოფია.

ბეთჰოვენი მუშაობდა რამდენიმე მუსიკალურ ჟანრში და იყენებდა ინსტრუმენტული კომბინაციების ფართო სპექტრს. მისი ნამუშევრები სიმფონიური ორკესტრისთვის მოიცავს ცხრა სიმფონიას (რომელთაგანაც მეცხრე ასევე იყენებს გუნდსა და სოლისტებს) და ათზე მეტ „შემთხვევით“ პიესას. შექმნილი აქვს კონცერტები ერთი ან მეტი სოლისტისთვის ორკესტრთან ერთად და ოთხი შედარებით მცირე ზომის ნაწარმოები სოლისტისა და ორკესტრისთვის. მისი ერთადერთი ოპერა არის ფიდელიო. სხვა ვოკალური ნაწარმოებები საორკესტრო აკომპანიმენტით არის ორი მესა და რამდენიმე შედარებით მცირე ზომის პიესა.

ფორტეპიანოსთვის შექმნილი ფართო რეპერტუარი მოიცავს 32 საფორტეპიანო სონატას და მრავალ უფრო მცირე ნამუშევარს, რომელთა შორისაც ზოგიერთი მისი სხვა ნაწარმოებბების ტრანსკიპციაა. ნაწარმოებებიდან ფორტეპიანოს აკომპანიმენტით აღსანიშნავია 10 სავიოლინე სონატა, ხუთი სონატა ჩელოსთვის, ერთი სონატა ვალტორნისთვის და არაერთი სიმღერა (Lied).

აგრეთვე შექმნილი აქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის კამერული მუსიკა. 16 სიმებიანი კვარტეტის გარდა მან დაწერა ხუთი ნაწარმოები სიმებიანი კვინტეტისთვის, შვიდი საფორტეპიანო ტრიო, ხუთი სიმებიანი ტრიო და ათზე მეტი ნაწარმოები ჩასაბერი ინსტრუმენტების სხვადასხვა კომბინაციისთვის.

სამი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის შემოქმედება, ტრადიციულად, სამ პერიოდად იყოფა. ეს კლასიფიკაცია პირველად 1828 წელს შემოიღეს, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და პირველად მისი ფორმულირება ვილჰელმ ფონ ლენცის ნაშრომში ბეთჰოვენი და მისი სამი სტილი (Beethoven et ses trois styles) მოხდა. ლენცმა კონკრეტული კომპოზიციებიც დაასახელა, როგორც თითოეული პერიოდის საწყისი წერტილები. მისი ვერსიით, პირველი პერიოდი იწყება ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიოებით, Op. 1 და სრულდება 1800 წელს მისი 1-ლი სიმფონიით და სეპტეტით. მეორე პერიოდი გრძელდება მე-14 საფორტეპიანო სონატის გამოქვეყნებიდან 27-ე საფორტეპიანო სონატის გამოქვეყნებამდე (1814), ხოლო ბოლო პერიოდში შედის ბეთჰოვენის ნამუშევრები მის გარდაცვალებამდე (1827).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაყოფა ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, შეიცვალა და დაიხვეწა, იგი რჩება საწყის წერტილად ბეთჰოვენის შემოქმედების გაგების და ანალიზისთვის.[129]

ზოგადად, თითოეული პერიოდი ბეთჰოვენის მუსიკალური ენის სტილისტურ ევოლუციას და მისი პირად ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს.[130]

ბონის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის ადრეული წლები ბონში, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთ, წინასწარ პერიოდს წარმოადგენს. დღეისათვის ცნობილია 1792 წლით და უფრო ადრე დათარიღებული 40-მდე ნაწარმოები, მეტწილად, გვიანდელი წყაროებიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილი ამჟამად სამი საფორტეპიანო კვარტეტი და სამი საფორტეპიანო სონატაა. კვარტეტები მოცარტის სონატების მოდელზეა შექმნილი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. 1790-1802 წლებში შექმნილი ნაწარმოებებიდან საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს კანტატა, რამდენიმე საკონცერტო არია, რამდენიმე ვარიაცია ფორტეპიანოსთვის და რამდენიმე ვარიაცია სოლო ვიოლინოსთვის. მისი ინსტრუმენტული მუსიკა ამ პერიოდში კონსერვატიული და ნაკლებად შთამბეჭდავია.[131] 1784 წელს გაზეთმა Musikalischer Almanack მისი ნამუშევრების უმეტესობა დამწყების დონეს შეადარა.[95]

ზოგადად, ბეთჰოვენის ყველაზე ადრეული ნაწარმოებები აჩვენებს, თუ როგორ უჭირდა მას, დაუფლებოდა კლასიკურ სტილს და ხაზს უსვამს ვენაში გადასვლის მნიშვნელობას მისი მუსიკალური სტილის განვითარებასა და კლასიკური ფორმის და ენის სრულყოფილად დაუფლებაში.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ე.წ. „პირველი პერიოდი“ ბეთჰოვენის ვენაში ჩასვლით, 1792 წელს იწყება. პირველ წლებში, როგორც ირკვევა, ის უფრო ნაკლებს წერდა, ვიდრე ბონში და მისი საფორტეპიანო ტრიოები, op.1, 1795 წლამდე არ გამოცემულა. ამ დროიდან მოყოლებული, ის სრულყოფილად დაეუფლა „ვენურ სტილს“, რომელიც დღეს ჰაიდნის და მოცარტის მუსიკითაა ცნობილი და ამ სტილში თავისებურებებიც შეიტანა. 1795-1800 წლებში დაწერილი ნაწარმოებები ზომით უფრო დიდია, ვიდრე ეს ჟანრის ნორმით იყო მიღებული (მაგალითად, სონატები ოთხნაწილიან ფორმაში სამნაწილიანის ნაცვლად), მენუეტის და ტრიოს ნაცვლად, როგორც წესი, იყენებს სკერცოს და მისი მუსიკა ხშირად შეიცავს ექსტრემალური დინამიკის, ტემპის და ქრომატიული ჰარმონიის დრამატულ, ზოგჯერ ჭარბად გამოყენებასაც კი. ამის გამო ფიქრობდა ჰაიდნი, რომ op. 1-ის მესამე ტრიო მსმენელისთვის ზედმეტად რთული იქნებოდა.[132]

ის სწავლობდა ახალ მიმართულებებს და მისი ნაწარმოებები თანდათან უფრო მასშტაბური და ამბიციური ხდებოდა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია 1-ლი და მე-2 სიმფონიები, პირველი ექვსი სიმებიანი კვარტეტი (op. 18), პირველი ორი საფორტეპიანო კონცერტი და ათზე მეტი, მათ შორის, ცნობილი მერვე, „პათეტიკური“ (op. 13) საფორტეპიანო სონატა.

შუა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი შუა („გმირული“) პერიოდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბეთჰოვენმა სმენის დაქვეითების საფრთხე გააცნობიერა. იგი მოიცავს დიდი ზომის ნაწარმოებებს, რომლებშიც გმირობა და ბრძოლაა გამოხატული. მათ შორის აღსანიშნავია სიმფონიები №3 - №8, ბოლო ორი საფორტეპიანო კონცერტი, სამმაგი კონცერტი და სავიოლინე კონცერტი, ხუთი სიმებიანი კვარტეტი (№7 - №11), რამდენიმე საფორტეპიანო სონატა, მათ შორის, №21 (Waldstein) და №23 (Appassionata), სონატა ვიოლინოსთვის №9 (Kreutzer) და მისი ერთადერთი ოპერა, ფიდელიო.

გვიანი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის გვიანი პერიოდი დაახლოებით 1812-1815 წელს დაიწყო. ამ პერიოდის ნამუშევრები ხასიათდება ინტელექტუალური სიღრმით, ინოვაციებით ფორმაში და ინტენსიური, ღრმად პირადული ექსპრესიით. სიმებიანი კვარტეტი №14, op. 131, შვიდი ერთმანეთთან დაკავშირებული მოქმედებისგან შედგება, ხოლო მეცხრე სიმფონია ბოლო მოქმედებაში სოლისტებსა და გუნდს იყენებს.[126] ამ პერიოდის სხვა კომპოზიციებიდან აღსანიშნავია საზეიმო მესა, ბოლო ხუთი სიმებიანი კვარტეტი (მათ შორის, მასიური დიდი ფუგა) და ბოლო ხუთი საფორტეპიანო სონატა.

სტილისტური თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენი ავითარებდა სულ უფრო დიდი ზომის ორკესტრების გამოყენების ტრენდს, სადაც ხმოვანი ცენტრი ქვემოთ - ალტების, ვიოლინოების დაბალი რეგისტრების და ჩელოებისკენ იყო გადატანილი, რაც მის მუსიკას უფრო მძიმე და მუქ შეფერილობას აძლევდა ჰაიდნთან და მოცარტთან შედარებით. გუსტავ მალერმა ბეთჰოვენის რამდენიმე ნაწარმოების, მათ შორის, მე-3 და მე-9 სიმფონიების გაორკესტრებაში ცვლილებები შეიტანა იმ მოსაზრებით, რომ უკეთ გადმოეცა ბეთჰოვენის განზრახვა იმ ორკესტრით, რომელიც ბევრად იყო გაზრდილი იმასთან შედარებით, რასაც ბეთჰოვენი იყენებდა. მაგალითად, ის აორმაგებდა ხის ჩასაბერებს იმ ფაქტის კომპენსირებისთვის, რომ თანამედოვე ორკესტრი ბეთჰოვენის ორკესტრებთან შედაებით ბევრად უფრო დიდ სიმებიან სექციას შეიცავდა. რასაკვირველია, მსგავსი მოდიფიკაციები დავის საგანია.

ყველაზე მეტად მისი ნაწარმოებები ყველა წინამორბედი კომპოზიტორის ქმნილებებიდან გამოირჩევა დიდი, გაფართოებული არქიტექტურული სტრუქტურებით, რომელიც მუსიკალური მასალის, თემების, მოტივების რთული განვითარებით იქმნება, რისი ძირითადი საშუალებაც მოდულაციაა - ტონალობების და ჰარმონიული რეგიონების ხშირი ცვლა. ტონალურ მოქნილობას ჰაიდნის ბოლო ნაწარმოებებიც ამჟღავნებს, მაგრამ ბეთჰოვენის ინოვაცია ახალი ტონალობის მოულოდნელად დამყარება იყო სხვადასხვა ტონალობების გვერდიგვერდ მოუმზადებლად მოთავსებით და მოულოდნელი ნოტების დამატებით. ეს გაფართოებული ჰარმონიული სამყარო ფართო მუსიკალურ და განცდით სივრცეს ქმნის, სადაც მუსიკა მოძრაობს და მასალის განვთარება ამ სივრცეში დრამატული განვითარების შეგრძნებას იწვევს.

ბეთჰოვენმა, ე.წ. მოტივური უჯრედის გამოგონებით მრავალნაწილიანი ნაწარმოებების ნაწილების გაერთიანება უკეთ შესაძლებელი გახადა. მოტივური უჯრედი წარმოადგენს მოტივს, რომელიც გამოიყენება ნაწარმოების მასშტაბით სხვა მოტივების და თემების ასაგებად ისე, რომ ეს აშკარად შესამჩნევი არაა. ამის ერთ-ერთი პირველი და საკმაოდ ცნობილი მაგალითია პათეტიკური სონატა, სადაც პირველი ნაწილის ყველა თემა პირველივე ტაქტში მოცემული მოტივური უჯრედისგანაა აგებული. იგივენაირად, მე-8 სიმფონიის მთლიანი მასშტაბით გამოყენებული თემები პირველი ტაქტებიდან მომდინარეობს. ამ საშუალებით შესაძლებელია ნაწარმოების ან ნაწარმოებთა ჯგუფის (რამდენადაც ბეთჰოვენი ზოგიერთ მოტივს არაერთ ნაწარმოებში იყენებდა) მთლიანობის მიღწევა ისე, რომ არ მოხდეს მასალის ზუსტი გამეორება და კანონური ფორმის გამოყენება.

მე-5 სიმფონიაში ბეთჰოვენმა გამოიყენა ოთხნოტიანი მოტივი (ჰაიდნის ერთ-ერთი გვიანდელი სიმფონიიდან აღებული) მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაში, რაც ციკლური ფორმის პირველი მაგალითი იყო და ნაწარმოებს შინაგანი კონფლიქტის შეგრძნება მიანიჭა.[133]

წიგნში მუსიკის ბედიერება (The Joy of Music), ლეონარდ ბერნსტაინი, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში ბერნსტაინი ბეთჰოვენის შესახებ აღიარა, რომ ბეთჰოვენი ყველაზე დიდ კომპოზიტორად მიაჩნდა, მისი გაორკესტრების მანერას აკრიტიკებს და ზოგჯერ „პირდაპირ ცუდს“ უწოდებს, სადაც „უმნიშვნელო“ საორკეტსრო პარტიები ხშირად ზედმეტად წინაა წამოწეული. ბერნსტაინი ამის მიზეზად ბეთჰოვენის ზრდად სიყრუეს ასახელებდა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს უშლიდა იმის სწორად შეფასებაში, თუ რამდენად ხმამაღლა იჟღერებდა ზოგიერთი ინსტრუმენტი სხვასთან შედარებით გარკვეულ მომენტებში.[134] მსგავსი კრიტიკა მან აგრეთვე გაიმეორა 1982 წელს გამოსულ PBS-ის სატელევიზიო სერიებში Bernstein/ Beethoven, რომელშიც შედიოდა ცხრავე სიმფონიის, რამდენიმე უვერტიურის, ერთ-ერთი სიმებიანი კვარტეტის და საზეიმო მესის შესრულება.[135] ამავე დროს, ბერნსტაინმა დაამატა, რომ ბეთჰოვენის ყველაზე დიდებული თვისება ფორმის სრულყოფილი შეგრძნება იყო - მას არასოდეს ეშლებოდა, თუ რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნოტი.

პიროვნული თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენი ბუნებაში სეირნობისას, ავტორი იულიუს შმიტი

ბეთჰოვენის ცხოვრებას ართულებდა სმენის ზრდადი დაქვეითება და ქრონიკული მუცლის ტკივილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან აწუხებდა. როგორც ჰაილიგენშტატის ანდერძიდან ჩანს, თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. იოლად ბრაზდებოდა ხოლმე. მიუხედავად ყველაფისა, ჰყავდა ერთგულ მეგობართა წრე, რომელთაც მისი ხასიათის სიძლიერე იზიდავდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში სირთულეებთან გამკლავებაში სწორედ ისინი ეხმარებოდნენ.[126]

სხვადასხვა წყაროები აჩვენებს, რომ ის არაფრად აგდებდა ხელისუფლებას და სოციალურ სტატუსს. იგი წყვეტდა ფორტეპიანოზე დაკვრას, თუ მსმენელები ერთმანეთში საუბარს იწყედნენ და მთელ ყურადღებას მას არ უთმობდნენ. საღამოებზე, უარს ამბობდა დაკვრაზე, თუ ამას მოულოდნელად, წინასწარ შეუთანხმებლად სთხოვდნენ. ბოლოს, არაერთი გაუგებრობის და კონფრონტაციის შემდეგ, არქიეპისკოპოსმა რუდოლფმა დაადგინა, რომ კარის ეტიკეტის წესები ბეთჰოვენს არ ეხებოდა.[126]

მას იზიდავდა განმანათლებლობის ეპოქის იდეები. 1804 წელს, როცა ნაპოლეონის იმპერიული ამბიციები აშკარა გახდა, ბეთჰოვენმა მე-3 სიმფონიის ყდაზე სახელი „ბონაპარტი“ ისეთი ძალით წაშალა, რომ ქაღალდზე ნახვრეტი დატოვა. მოგვიანებით, მან სიმფონიის სახელი შეცვალა: „Sinfonia Eroica, composta per festeggiare il sovvenire d'un grand'uom” („გმირული სიმფონია, შექმნილი დიდებული ადამიანის სახსოვრად“) და იგი თავის მფარველს, პრინც ლობკოვიცს მიუძღვნა, რომლის სასახლეშიც ეს სიმფონია პირველად შესრულდა.[136]

მისი მე-9 სიმფონიის მეოთხე მოქმედებაში გამოყენებულია ფრიდრიხ შილერის ოდა სიხარულს (An die Freude), ოპტიმისტური ჰიმნი ადამიანთა ძმობის შესახებ.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთჰოვენის ძეგლი ბონში 1845 წელს, მისი დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად გაიხსნა. ეს გერმანიაში მისი პირველი მონუმენტი იყო და მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მის გახსნას მოჰყვა, გახდა საფუძველი თავდაპირველი ბეთჰოვენის დარბაზის (Beethovenhalle) ძალზე სწრაფი აშენებისა ბონში, (მისი დაგეგმარება და აშენება ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოხდა, ფრანც ლისტის მონდომების შედეგად). ვენაში ბეთჰოვენის ქანდაკება 1880 წლამდე არ გახსნილა.[137]

ბოსტონის სიმფონიური დარბაზის კედლების ფირფიტებზე მხოლოდ ბეთჰოვენის სახელია ამოტვიფრული. დანარჩენი ფირფიტები ცარიელი დატოვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ბეთჰოვენის პოპულარობა გაუძლებდა დროს.[138]

ბონის ცენტრალურ ნაწილში, მისი დაბადების ადგილას არსებობს ბეთჰოვენის მუზეუმი. ქალაქი 1845 წლიდან მისი სახელობის მუსიკალურ ფესტივალსაც (Beethovenfest) მასპინძლობს, რომელიც თავდაპირველად არარეგულარული იყო, 2007 წლიდან კი ყოველწლიური სახე მიიღო.

აირა ბრილიანტის ბეთჰოვენის კვლევითი ცენტრი სან-ხოსეში, კალიფორნიაში, წარმოადგენს მუზეუმს, კვლევით ცენტრს და მასპინძლობს ლექციებსა და პერფორმანსებს, რომელიც ექსკლუზიურად ბეთჰოვენის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება.

მერკურის სიდიდით მესამე კრატერი ბეთჰოვენის სახელს ატარებს. აგრეთვე, მთავარ სარტყელში არსებობს ასტეროიდი 1815 Beethoven.

ბეთჰოვენის ნაწარმოებთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმფონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი C-dur op. 21 (1801)
  • მეორე D-dur op. 36 (1802)
  • მესამე „გმირული“ Es-dur op. 55 (1804)
  • მეოთხე B-dur op. 60 (1806)
  • მეხუთე C-moll op. 67 (1805-1808)
  • მეექვსე „პასტორალური“ F-dur op. 68 (1808)
  • მეშვიდე A-dur op. 92 (1812)
  • მერვე F-dur op. 93 (1812)
  • მეცხრე D-moll op. 125 (1822-1824) („საგუნდო“)

უვერტიურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „პრომეთეოსი“ op. 43-დან (1800)
  • „კორიოლანოსი“ op. 62 (1806)
  • „ლეონორა“ 1 op. 138 (1806)
  • „ლეონორა“ 2 op. 72 (1805)
  • „ლეონორა“ 3 op. 72 ა (1806)
  • „ფიდელიო“ op. 72 ბ (1814)
  • „ეგმონტი“ op. 84-დან (1810)
  • „ათენის ნანგრევი“ (op. 113-დან) (1811)
  • „მეფე სტეფანე“ (op. 117-დან) (1811)
  • „სადღეობო“ op. 115 (1814)
  • „სახლის განათვლა“ op. 124 (1822)
  • 40-ზე მეტი ცეკვა და მარში სიმფონიური და სასულე ორკესტრისათვის

კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით:
  • პირველი C-dur op. 15 (1796)
  • მეორე B-dur op. 19 (1795)
  • მესამე c-moll op. 37 (1800)
  • მეოთხე G-dur op. 58 (1805)
  • მეხუთე Es-dur op. 73 (1809)
  • კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით D-dur op. 61 (1806)
    • სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით C-dur op. 56 (1804)
  • ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 80 (1808)
  • კვარტეტები (სიმებიანი)
  • ექვსი კვარტეტი op. 18 (1800)
  • პირველი F-dur
  • მეორე G-dur
  • მესამე D-dur
  • მეოთხე c-moll
  • მეხუთე A-dur
  • მეექვსე B-dur
  • რაზუმოვსკი სამი კვარტეტი op. 59 (1806-1807)
  • მეშვიდე F-dur
  • მერვე e-moll
  • მეცხრე C-dur
  • მეათე („საარფო“) Es-dur op. 74 (1809)
  • მეთერთმეტე („სერიოზული“) f-moll op. 95 (1810)
  • მეთორმეტე Es-dur op. 127 (1824)
  • მეცამეტე B-dur op. 131 (1826)
  • მეთოთხმეტე cis-moll op. 131 (1826)
  • მეთხუთმეტე a-moll op. 132 (1825)
  • მეთექვსმეტე F-dur op. 135 (1826)
  • დიდი ფუგა B-dur op. 133 (1825)

ტრიოები (საფორტეპიანო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამი ტრიო op. 1 (1795 ) E-dur, G-dur, c-moll;
  • ორი ტრიო op. 70 (გამოქვეყნდა 1809 წ.) D-dur, Es - dur
  • ტრიო B-dur op. 97 (1811)

კვინტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვინტეტი Es – dur op. 4 (ფამოქვეყნდა 1797 წ.)
  • კვინტეტი C – dur op. 29 (1801)
  • ფუგა D – dur op. 137 (1817) და სხვა კამერული ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, სულ 60-მდე, მათ შორის სეპტეტი Es-dur op. 20 (1800)

საფორტეპიანო სონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამი სონატა op. 2 (გამოქვეყნდა 1796 წ.) (f-moll, A-dur, C-dur)
  • მეოთხე სონატა Es-dur op. 7 (გამოქვეყნდა 1797)
  • სამი სონატა op. 10 (გამოქვეყნდა 1798 წ.) (c-moll, F-dur, D-dur)
  • მერვე „პათეტიკური“ c-mill op. 13 (გამოქვეყნდა 1799 )
  • ორი სონატა op. 14 (დაახლ. 1795წ ) (F-dur, G – dur).
  • მეთერთმეტე B-dur op. 22 (1799-1800)
  • მეთორმეტე As-dur op. 26 (1799-1800 )
  • ორი „სონატა – ფანტაზია“ op. 27 (1801) Es -dur, „მთვარის“ cis-moss)
  • მეთხუთმეტე „პასტორალური“ D-dur op. 28 (1801)
  • სამი სონატა op. 31 (1801-1804) (G-dur, - 1802, dmoll, - 1802, Es-dur - 1804)
  • ორი სონატა op. 49 (ადრეული სონატები: g-moll, G – dur)
  • ოცდამეერთე „ავრორა“ C – dur op. 53 (1800-1804)
  • ოცდამეორე F-dur op. 54 (1803-1804)
  • ოცდამესამე „აპასიონატა“ f-moll op. 57 (1804-1805)
  • ოცდამეოთხე Fis – dur op. 78 (1809)
  • ოცდამეხუთე G – dur op. 79 (გამოქვეყნდა 1810 წ.)
  • ოცდამეექვსე Es – dur 81ა (1809 - 1810)
  • ოცდამეშვიდე e-moll op. 90 (1814)
  • ოცდამერვე A – dur op. 101 (1815 – 1816 )
  • ოცდამეცხრე (სონატა ჩაქუჩებიანი ფორტეპიანოსათვის) B – dur op. 106 (1817 - 1819)
  • ოცდამეათე E – dur op. 109 (1820 - 1821)
  • ოცდამეთერთმეტე As – dur op. 110 (1821)
  • ოცდამეთორმეტე c – moll op. 111 (1822)

სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამი სონატა op. 12 (გამოქვეყნდა 1799წ. ) (D-dur, A – dur, Es - dur)
  • მეოთხე სონატა a-moll op. 23 (1800)
  • მეხუთე სონატა F – dur op. 24 (გამოქვეყნდა 1801)
  • სამი სონატა op. 30 (A – dur, c – moll, G – dur )
  • მეცხრე „კრეიცერისეული“ a – moll op.47 (1802-1803)
  • მეათე სონატა G – dur op.96 (1812)

სონატები ჩელოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორი სონატა op. 5 (გამოქვეყნდა (1797) (F – dur, g - moll)
  • მესამე A – dur op. 69 (გამოქვეყნდა 1809)
  • ორი სონატა op. 102 (1815) C – dur, D - dur)

ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 20-ზე მეტი ციკლი ვარიაციებისა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: თხუთმეტი ვარიაცია ფუგით Es-dur op.35 (1802) კონტრდანსის თემაზე ბალეტიდან „პრომეთე“
  • 32 ვარიაცია საკუთარ თემაზე c-moll (1806-1807), 33 ვარიაცია დიაბელის ვალსის თემაზე C- dur. op. 120 (1823).
  • 60-და პატარა პიესა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: 7 ბაგატელი op. 33 (1782); 11 ბაგატელი op. 119 (გამოქვეყნდა 1821-1828 ); 6 ბაგატელი op. *126 (1823); რონდო „დაკარგული გროში“ G-dur op. 129 (დაახლ. XVIII ს. 90-იანი წლები, გამოქვეყნდა 1828)

მუსიკა სცენისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოპერა „ფიდელიოს“ სამი რედაქცია op. 72 (1805), op.72 ა (1806), op. 72 ბ (1814)
  • ბალეტი „პრომეთეს ქმნილებანი“ op. 43 (1800-1801)
  • მუსიკა გოეთეს დრამისათვის „ეგმონტი“ op. 84 (1810) და სხვა.

საგუნდო ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი მესა C – dur op. 86 (1807)
  • მეორე „სადღესასწაულო მესა“ D-dur 123 1823)
  • ორატორია „ქრისტე ზეთისხილის მთაზე“ op. 85 (1800)
  • რამდენიმე კანტატა და გუნდი

ვოკალური ლირიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხალხური სიმღერების (შოტლანდიური, ირლანდიური, ინგლისური, უელსური, იტალიური) 150-მდე დამუშავება
  • 80-მდე სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით, კანონი, არია და ანსამბლი, მათ რიცხვში:
  • ციკლი „შორეული სატრფოსადმი“ op. 98 (1816)
  • ექვსი სიმღერა ჰელერტის სიტყვებზე op. 48 (გამოქვეყნდა 1803)
  • სიმღერები გოეთეს ტექსტზე (1808-1810)

ტრადიცია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებათა შესრულებას საქართველოში. მისი საფორტეპიანო კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წლის 4 აპრილი თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტი: „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიურმა ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ანასტასია ვირსალაძემ 30-იან წლებში შეასრულა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო კონცერტები. ფართოდ აღინიშნა საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფონიური კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამ პირველად ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ - კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.[139]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრეფიქსი „ვან“ გვარის ფლანდრიულ წარმოშობაზე მიუთითებს, თავად გვარი კი აღნიშნავს, რომ „რაღაც პერიოდში ისინი ჭარხლის ფერმასთან ცხოვრობდნენ“.[29]

მუსიკალური ფრაგმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Беетговенъ // Энциклопедический лексиконСПб: 1836. — Т. 5. — С. 161–162.
  2. 2.0 2.1 2.2 Бетховен, Людвиг, Բեթհովեն, Լյուդվիգ // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. IIIа. — С. 643–644.
  3. 3.0 3.1 Ludwig van Beethoven — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. Wired / M. StreshinskySan Francisco: Condé Nast, 1993. — ISSN 1059-1028; 1078-3148
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 8.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118508288 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. 9.0 9.1 9.2 v. Dommer Beethoven, Ludwig van // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 2. — S. 251–268.
  10. 10.0 10.1 10.2 Dr. Constant v. Wurzbach Beethoven, Ludwig van // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 1. — S. 224.
  11. 11.0 11.1 11.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  12. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  13. RKDartists
  14. https://books.google.ca/books?id=YRc4AAAAQBAJ&pg=PT203
  15. https://books.google.ca/books?id=v0597Beh43EC&pg=PA363
  16. 16.0 16.1 Find a Grave — 1996.
  17. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  18. Discogs — 2000.
  19. 19.0 19.1 Babelio — 2007.
  20. filmportal.de — 2005.
  21. KNAW Past Members
  22. SG C. Ludwig van Beethoven (1770-1827), German composer // Allergy and Asthma ProceedingsProvidence: OceanSide, 1996. — Vol. 17, Iss. 4. — P. 226–228. — ISSN 1088-5412; 1539-6304
  23. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  24. Český hudební slovník osob a institucí
  25. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  26. GeneaStar
  27. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  28. https://www.musik-sammler.de/artist/ludwig-van-beethoven
  29. Cooper, 1996, გვ. 36
  30. 30.0 30.1 30.2 GroveOnline, section 1.
  31. Cooper 2008, p. 407.
  32. Swafford 2014, pp. 12–17.
  33. Thayer 1921, p. 49.
  34. (1986) რედ. Thorne, J.O.: Chambers Biographical Dictionary. Edinburgh: W & R Chambers Ltd., გვ. 114. ISBN 978-0-550-18022-3. 
  35. Thayer 1921, p. 53.
  36. Solomon 2000, chapter 1.
  37. 37.0 37.1 Stanley, p. 7
  38. Swafford 2014, pp. 22, 32.
  39. Thayer 1921, p. 59.
  40. Thayer 1921, p. 67.
  41. Thayer 1921, pp. 71–74.
  42. Cooper 2008, p. 15.
  43. Haberl, Dieter (2006). „Beethovens erste Reise nach Wien – Die Datierung seiner Schulreise zu W.A. Mozart“. Neues Musikwissenschaftliches Jahrbuch. 14: 215–255.
  44. Cooper 2008, p. 23.
  45. Cooper 2008, p. 24.
  46. Cooper 2008, p. 16.
  47. Thayer 1921, p. 102.
  48. Thayer 1921, p. 104.
  49. Thayer 1921, pp. 105–09.
  50. Cooper 2008, pp. 35–41.
  51. Swafford (2016), p. 107–11.
  52. Cooper 2008, p. 35.
  53. Cooper 2008, p. 41.
  54. Thayer 1921, p. 124.
  55. Thayer 1921, p. 148.
  56. 56.0 56.1 Cooper 2008, p. 42.
  57. Cooper 2008, p. 43.
  58. GroveOnline, section 3.
  59. Cooper 2008, pp. 47, 54.
  60. Thayer 1921, p. 161.
  61. 61.0 61.1 Cooper 2008, p. 53.
  62. Cooper 2008, p. 46.
  63. 63.0 63.1 Cooper 2008, p. 59.
  64. Lockwood 2005, p. 144.
  65. Cooper 2008, p. 56.
  66. Cooper 2008, p. 82.
  67. Cooper 2008, p. 90.
  68. Cooper 2008, p. 66.
  69. Cooper 2008, p. 58.
  70. Cooper 2008, p. 97.
  71. See Beethoven's love letter, March/April 1805, in Schmidt-Görg 1957, pp. 12–14, where he referred to this time.
  72. ახალდაქორწინებულთა შორის 100-ზე მეტი წერილი იყო გაგზავნილი (Goldschmidt 1977, p. 484), რაც მზარდ ჯანსაღ ეროტიულ ურთიერთობაზე მიუთითებს. Steblin 2009 ამ წერილების გამოცემასაც აანონსებს.
  73. Cooper 2008, p. 80.
  74. Thayer 1921, p. 526  ამ შესრულებამდე, რეალურად, სხვებიც ჩატარდა, თუმცა ნაწარმოების ადრეულ მონახაზებზე დაყრდნობით.
  75. Cooper 2008, pp. 98–103.
  76. Cooper 2008, pp. 112–27.
  77. Cooper 2008, pp. 112–15.
  78. Swafford 2014, pp. 223–24.
  79. Cooper 2008, p. 108.
  80. Loss of Hearing, Beethoven biography at beethoven.ws
  81. Oiseth, Stanley J (2015-10-27). „Beethoven's autopsy revisited: A pathologist sounds a final note“. Journal of Medical Biography (ინგლისური). 25 (3): 139–147. doi:10.1177/0967772015575883. PMID 26508624.
  82. Cooper 2008, p. 120.
  83. Ealy, George Thomas (Spring 1994). „Of Ear Trumpets and a Resonance Plate: Early Hearing Aids and Beethoven's Hearing Perception“. 19th-Century Music. 17 (3): 262–73. doi:10.1525/ncm.1994.17.3.02a00050. JSTOR 746569.
  84. Solomon 2000.
  85. Clive 2001, p. 239.
  86. "In any case, it now becomes abundantly clear that Schindler never possessed as many as c. 400 conversation books, and that he never destroyed roughly five-eighths of that number." Theodore Albrecht, "Anton Schindler as destroyer and forger of Beethoven's conversation books: A case for decriminalization", Music's Intellectual History, RILM 2010, 168–81.
  87. Cooper 2008, pp. 78–79.
  88. Lockwood 2005, pp. 300–01.
  89. Prevot, Dominique. "Beethoven's Pupils დაარქივებული 2016-11-27 საიტზე Wayback Machine. , Ludwig van Beethoven's Website. Trans. Hannah Salter. Accessed 5 June 2014.
  90. Cooper 2008, p. 195.
  91. Cooper 2008, p. 131.
  92. "Beethoven's Heroic Phase", The Musical Times, CX (1969), pp. 139–41
  93. Cooper 2008, p. 148.
  94. 95.0 95.1 Solomon, Maynard (1990). Beethoven essays. Harvard University Press, გვ. 124. ISBN 978-0-674-06379-2. ციტირების თარიღი: 4 August 2011. 
  95. Steinberg, Michael P. (2006). Listening to reason: culture, subjectivity, and nineteenth-century music. Princeton University Press, გვ. 59–60. ISBN 978-0-691-12616-6. ციტირების თარიღი: 4 August 2011. 
  96. Burnham, Scott G.; Steinberg, Michael P. (2000) Beethoven and his world. Princeton University Press, გვ. 39–40. ISBN 978-0-691-07073-5. ციტირების თარიღი: 4 August 2011. 
  97. Guanti, Giovanni (1995). Invito all'ascolto di Ludwig van Beethoven (it). Mursia. ISBN 978-88-425-1647-7. , p. 174.
  98. Cooper 2008, p. 185.
  99. 1776-1822., Hoffmann, E.T.A. (Ernst Theodor Amadeus) (2003). E.T.A. Hoffmann's musical writings : Kreisleriana, the poet and the composer, music criticism, Charlton, David, 1946-, Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-54339-2. OCLC 52783394. 
  100. Steblin 2009.
  101. Cooper 2008, pp. 146, 168.
  102. Lorenz 2011.
  103. Steblin 2014.
  104. Brandenburg 1996, p. 582.
  105. Cooper 2008, p. 212.
  106. Lockwood 2005, p. 278.
  107. Cooper 2008, p. 254.
  108. 1818 წლის 18 დეკემბერს ლანდრეხტმა მეურვეობის საქმე მთლიანად ვენის მაგისტრატს გადააბარა: „ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩვენებიდან და თანდართული ამა წლის 11 დეკემბრის სასამართლოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას თავისი კეთილშობილი წარმომავლობის დადასტურება არ შეუძლია. ამდენად, მეურვეობის საქმე გადაეცემა პატივცემულ მაგისტრატს.”
  109. John Suchet. Karl van Beethoven (1806–58) Beethoven's nephew. Classic FM. ციტირების თარიღი: January 12, 2016.
  110. https://www.classicalmpr.org/story/2011/12/16/beethovens-birthday
  111. Cooper 2008, p. 317.
  112. Cooper 2008, p. 318.
  113. Morris 2010, p. 213.
  114. Winter, Robert (1994). The Beethoven quartet companion. University of California Press, გვ. 245. ISBN 978-0-520-20420-1. ციტირების თარიღი: 4 August 2011. 
  115. Instant Encore დაარქივებული 2014-11-03 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 4 August 2014
  116. Tom Service. "Riccardo Chailly on Beethoven: 'It's a long way from the First to the Ninth'", The Guardian, 26 October 2011. Retrieved 4 August 2014
  117. 118.0 118.1 Cooper 2008, pp. 318, 349.
  118. Jovanovic, Dragana. (3 July 2012) Teeth Thief Hits Graves of Great Composers. ABC. ციტირების თარიღი: 3 July 2012.
  119. Mai, FM (2006). „Beethoven's terminal illness and death“. The Journal of the Royal College of Physicians of Edinburgh. 36 (3): 258–63. PMID 17214130.
  120. Meredith|2005 |pp=2–3
  121. Jahn, George. (28 August 2007) Pathologist: Doctor Killed Beethoven. The Washington Post. ციტირების თარიღი: 29 December 2008.
  122. Eisinger, Josef (2008). „The lead in Beethoven's hair“. Toxicological & Environmental Chemistry. 90: 1–5. doi:10.1080/02772240701630588.
  123. Lorenz, Michael (Winter 2007). „Commentary on Wawruch's Report: Biographies of Andreas Wawruch and Johann Seibert, Schindler's Responses to Wawruch's Report, and Beethoven's Medical Condition and Alcohol Consumption“. The Beethoven Journal. 22 (2): 92–100.
  124. Rosen, Charles (1971). The Classical Style: Haydn, Mozart, Beethoven. London: Faber & Faber. ISBN 0-393-31712-9. 
  125. 126.0 126.1 126.2 126.3 GroveOnline.
  126. Most Popular Composers. ArkivMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2009. ციტირების თარიღი: 9 July 2009.
  127. Golden Record Music List. NASA. ციტირების თარიღი: 26 July 2012.
  128. GroveOnline, section 11.
  129. Kerman, Joseph; Alan Tyson. Beethoven, Ludwig van. Grove Music Online. Oxford Music Online.
  130. GroveOnline, section 12, quote: "... a few rather colourless sonata movements... Less impressive, in these years, is the instrumental music in the sonata style. ... Where Beethoven departed from formula in these works he seems to have straggled helplessly, as in the violin concerto fragment. ... Beethoven at Bonn was a less interesting composer of works in the sonata style than of music in other genres ..."
  131. GroveOnline, section 13.
  132. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2012. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  133. Bernstein, Leonard (2004). „The Joy of Music“. ISBN 978-1-57467-104-9. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  134. YouTube. YouTube. Retrieved on 2018-02-08.
  135. Friedrich Oelenhainz (1745–1804), Franz Joseph Maximilian Fürst von Lobkowitz (1772–1816)] (April 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 6 October 2018.
  136. Comini, Alessandra (2008) Alessandra Comini, The Changing Image of Beethoven: A Study in Mythmaking. ISBN 978-0-86534-661-1. ციტირების თარიღი: 2012-09-20. 
  137. The History of Symphony Hall.
  138. ტომარაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 269, თბ., 1977