არამ ხაჩატურიანი
არამ ხაჩატურიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | არამ ხაჩატურიანი |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1903 ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1 მაისი, 1978 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი, ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
არამ ხაჩატურიანი (სომხ. Արամ Խաչատրյան; დ. 6 ივნისი, 1903, ტფილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 1 მაისი, 1978, მოსკოვი, სსრკ) — სომეხი კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი, დირიჟორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1954). სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ „ტიტანად“ მიიჩნევა[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ტფილისში (ამჟ. თბილისი), იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილში, ხელმოკლე სომეხთა ოჯახში (მის ნამუშევრებში ძლიერია სომხური ფოლკლორის გავლენა).
ახალგაზრდობაში აღტაცემაში მოჰყავდა მუსიკას რომელიც მის ირგვლივ ესმოდა, თუმცა თავდაპირველად მას მუსიკა ან მისი კითხვა არ შეუსწავლია. 1921 წელს ის მოსკოვში მოგზაურობს მარტოდმარტო მუსიკის შესწავლის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მუსიკალური განათლება არ გააჩნდა და ერთი სიტყვა რუსული არ ესმოდა. თუმცა ისეთი მუსიკალური ტალანტი გამოამჟღავნა, რომ გნესინების სახელობის მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაირიცხა, სადაც ჩელოს სწავლობდა მიხაილ გნესინის ზედამხედველობის ქვეშ და 1925 წელს კომპოზიციის კლასში რიცხავენ. 1929 წელს ის მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის, სადაც ნიკოლაი მიასკოვსკისთან სწავლობს. 1930-იანებში ის ნინა მაკაროვას ირთავს ცოლად, მიასკოვსკის კლასის თანაკურსელს. 1951 წელს ის გნესინის სახელმწიფო მუსიკალური და პედაგოგიური ინსტიტუტისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ხდება. მას ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს კომპოზიტორთა კავშირში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მისი რამდენიმე ნაშრომი სასტიკად გაკიცხა ე.წ. „ფორმალიზმისთვის“ პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სამი კომპოზიტორი საბჭოთა მუსიკის ე.წ. „ტიტანები“ გახდნენ, მსოფლიო-კლასის რეპუტაციითა და საუკუნის კომპოზიტორთა ტიტულის დამკვიდრებით.
ორდენები და ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოციალისტური შრომის გმირი (1973)
- ლენინის ორდენი (1939, 1963, 1973)
- სსრკ სახალხო არტისტი (1954),
- რსფსრ სახალხო არტისტი (1947),
- სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1955),
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1963),
- აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1973)
- სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1938),
- რსფსრ დამსახურებული არტისტი (1944),
- უზბეკეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1967)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1945, 1966)
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1971)
- ლენინური პრემია (1959) ბალეტისთვის „სპარტაკი“
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1941 ვიოლინოს კონცეტრისთვის, 1943 ბალეტისთვის „გაიანე“, 1946 მეორე სიმფონიისთვის, 1950 ფილმისთვის „სტალინგრადის ბრძოლა“, 1971 კონცერტ-რაპსოდიის ტრიადისთვის: ვიოლენოსა და ორკესტრისთვის; ჩელოსა და ორკესტრისთვის; პიანინოსა და ორკესტრისთვის)
- სხვა ქვეყნები[3]
- არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ხელოვნებისა და მეცნიერების ორდენი (1961, „შესანიშნავი მუსიკალური მიღწევებისთვის“)
- პაპ იოანე XXIII–ს მედალი (1963)
- ირანის შაჰის მედალი (1965)
- პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1972, „პოლონეთის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის“)
- ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი (საფრანგეთი) და Commandeur–ის ტიტული (1974)
- აკადემიური ტიტულები
- მუსიკის პროფესორი — 1950
- წმინდა ცეცილის ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, რომი, იტალია — 1960
- ბერლინის ხელოვნების აკადემიის წევრ-აკადემიკოსი — 1961
- მექსიკის ეროვნული კონსერვატორიის საპატიო წევრი — 1960
- სომხეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი — 1963
- საბჭოთა კავშირის აკადემიის დოქტორი — 1965[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტორაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 445.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არამ ხაჩატურიანი“ ვიკისაწყობში.
- არამ ხაჩატურიანი - საბჭოთა მუსიკის "ტიტანი", ფოტოგალერეა. „რადიო თავისუფლება“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Haskins, Ann (14 აგვისტო, 2008). „Terpsichorean Titan“. LA Weekly. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Geodakyan 1979, pp. 18–19.
- ↑ 3.0 3.1 Titles, prizes, awards. Virtual Museum of Aram Khachaturian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2014.
- ↑ Geodakyan 1979, p. 18.
- დაბადებული 6 ივნისი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 1 მაისი
- გარდაცვლილი 1978
- თბილისში დაბადებულები
- სომეხი კომპოზიტორები
- XX საუკუნის კომპოზიტორები
- სომეხი დირიჟორები
- სომეხი პედაგოგები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- უზბეკეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სომხეთის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- კომიტასის პანთეონში დაკრძალულები