აპენდიციტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპენდიციტი

ამოკვეთილი ანთებითი და გაფართოებული აპენდიქსი, სიგრძივი განაკვეთი
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 885
ICD-10 K35. - K37.
ICD-9 540-543
MedlinePlus 000256
eMedicine med/3430
Patient UK აპენდიციტი
MeSH C06.405.205.099

აპენდიციტი (ასევე ეპიტიპლიტი[1]) — ანთებითი პროცესი აპენდიქსში (ჭიაყელა დანამატში). აპენდიციტი ვლინდება მარჯვენა თეძოს ფოსოში მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და მადის დაქვეითებით.[2] თუმცა, პაციენტთა ერთ მესამედს დაახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები არ აღენიშნება.[3] აპენდიციტი შეიძლება გართულდეს პერიტონიტითა და სეფსისით.[4][5]

აპენდიციტი გამოწვეულია ჭიაყელა ნაწლავის ხვრელის სანათურის დახშობით,[6][7] რასაც უხშირესად განავლოვანი მასებისგან წარმოქმნილი ჩაკირული ქვა იწვევს. ასეთ ქვებს კოპროლითებს[5] უწოდებენ. ანთებითი ბლოკირება ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციებით, პარაზიტებით, ნაღვლოვანი კენჭებით ან სიმსივნით.[8] დახშულ სივრცეში იზრდება წნევა, მცირდება სისხლის ნაკადი ქსოვილებში, ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, რასაც ორგანიზმი საპასუხო რეაქციით, ანთებით პასუხობს.[8][9] ანთების, შემცირებული სისხლის მიდინებისა და აპენდიქსის შებერვის ერთობლიობა იწვევს ქსოვილის დაზიანებას და კვდომას.[10][11] თუ პროცესის მკურნალობა არ მოხდა, შესაძლოა ჭიაყელა დანამატი გასკდეს და ბაქტერია თავისუფლად გავრცელდეს მუცლის ღრუში, რასაც უმძიმესი გართულებები მოყვება.[11][12]

აპენდიციტის დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება პაციენტის გამოკითხვას.[9] იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის ისტორიითა, გამოხატული ნიშნებითა და გულმოდგინე დათვალიერებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, რადიოგრაფიული სურათი და ლაბორატორიული კვლევები ეხმარება ექიმს.[13] აპენდიციტის დიაგნოსტიკის ვიზუალიზაციის ორი ყველაზე საიმედო მეთოდია ულტრაბგერა და კომპიუტერული ტომოგრაფია (კა-ტე სკანირება).[13] მწვავე აპენდიციტის გამოსავლენად კა-ტე სკანირება მეტად ზუსტია, ვიდრე ულტრაბგერა.[14][15] თუმცა, ბავშვებსა და ორსულებში მკაცრად რეკომენდირებულია ულტრაბგერის გამოყენება, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებული რადიაცული დასხივების გამო. [13]

აპენდიციტის მკურნალობის მსოფლიო სტანდარტი, ანთებითი აპენდიქსის (ჭიაყელა დანამატის) ქირურგიულ მოცილებას გულისხმობს.[8][9][5] ეს შეიძლება მოხდეს მუცლის ღრუს გახსნით ან რამდენიმე მცირე განაკვეთით ტელესკოპიური მილის, ლაპარასკოპის საშუალებით. ქირურგიული ჩარევა არის აპენდიციტისგა გამოწვეული გართულებებისა და აპენდიქსის გასკდომის პრევენცია.[4] იმ შემთხვევაში თუ აპენდიქსი არ არის გამსკდარი, ანტიბიოტიკები რიგ შემთხვევაში ეფექტურია.[16] აპენდიციტი მუცლის მწვავე ტკივილის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აპენდიციტის დაახლოებით 72 000 შემთხვევა დასრულდა ფატალურად.[17] აშშ-ში, აპენდიციტი არის მუცლის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.[2] ყოველ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 300 000-ზე მეტ პაციენტს უტარდება აპენდექტომია, ანთებითი აპენდიქსის ქირურგიული ამოკვეთა[18] რეჯინალ ჰებერ ფიტცი არის პირველი ექიმი, რომელმაც აღწერა ეს დაავადება 1886 წელს.[19]

ნიშნები და სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპენდიქსი საჭმლის მომნელებელი სისტემაში

თავდაპირველად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხოლო შემდეგ ცხელება მწვავე აპენდიციტის კლასიკური სიმპტომებია. როგორც კი აპენდიქსი მეტად სივდება და ანთებითი ხდება, აღიზიანებს მიმდებარე მუცლის კედელს. ეს იწვევს მუცლის მარჯვენა ქვედა მეოთხედში ტკივილს, რომელიც სამ წლამდე ბავშვებში შეიძლება არ გამოვლინდეს. მუცლის კედელი პალპაციით შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე გახდეს. ასევე თუ ინფექცია პერიტონიუმამდე გავრცელდა, დამახასიათებელია „რიკოშეტული ტკივილი“, ექიმის მიერ მტკივან ადგილის შემდეგ ხელის სწრაფად მოშორება, ტკივილს წამით აძლიერებს. აპენდიქსს აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებს ემაგრება. თუ ჯორჯალი ზედმეტად გრძელია, შესაძლოა აპენდიქსმა მდებარეობა შეიცვალოს. ზოგჯერ თავად ჭიაყელა ნაწლავიც ჩვეულებრივზე გრძელია. ასეთ შემთხვევებში აპენდიქსი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიის ნიშნებს იწვევს ან კოლინჯს მოექცევა უკან, რაც დიაგნოსტიკას ძალიან ართულებს. თუ აპენდიქსი ლოკალიზებულია რეტროცეკალურად (ბრმა ნაწლავის უკან), მაშინ გარეგანი ზეწოლა მარჯვენა ქვედა კვადრანტზე ტკივილს არ იწვევს („ჩუმი აპენდიქსი“). ეს იმიტომ, რომ ბრმა ნაწლავი გავსებულია გაზებით და იცავს აპენდიქსს ზეწოლისგან.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექპერიმენტულ მტკიცებულებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის პირველადი ობსტრუქციის (დახშობის) საბოლოო შედეგია.[6][7] რის შემდეგ აპენდიქსი ლორწოთი ივსება და ზომაში იმატებს. ლორწო აწვება ჭიაყელა დანამატის სანათურს და კედლებს, რაც იწვევს მცირე სისხლძარღვების დახშობას და თრომბოზს, აგრეთვე ლიმფურ სტაზს. ამ ეტაპიდან სპონტანური გამოჯანმრთელება იშვიათად არის მოსალოდნელი. სისხლძარღვების დახშობის გახანგრძლივების შემთხვევაში, აპენდიქსი ჯერ ისქემიური ხდება, ხოლო შემდეგ ნეკროზდება. როგორც კი ბაქტერია გამოჟონავს მკვდარი კედლების მეშვეობით, პროცესი ჩირქდება. საბოლოოდ დგება რუპტურის სტადია ანუ ანთებითი აპენდიქსი სკდება და იწყება პერიტონიტი, რომელმაც შესაძლოა სეპსისი გამოიწვიოს. პროცესის მიმდინარეობისას, ნელი პროგრესით, მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები ვლინდება.[11][5] გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ბეზოარი, უცხო სხეულები, ტრავმები, ნაწლავური პარაზიტები, ლიმფადენიტი და ყველაზე ხშირად, ჩაკირული ფეკალური მასისგან წარმოქმნილი ქვები, რომლებსაც აპენდიქოლითებს ან ფეკალითებს უწოდებენ.[20] [21]

დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაგნოზი ემყარება პაციეტის სამედიცინო ისტორიას (სიმპტომებს) და ფიზიკალურ გამოკვლევებს, ასევე მნიშვნელოვანი მარკერია სისხლში ნეიტროფილების მატება, საჭიროა ვიზუალური კვლევებიც. (ნეიტროფილები არის ძირითადი სისხლის თეთრი უჯრედები, რომელიც რეაგირებს ბაქტერიული ინფექციაზე.) ისტორიები ორ კატეგორიად იყოფა, ტიპიური და ატიპური. ტიპიური აპენდიციტი მოიცავს მუცლის არეში რამდენიმე საათის განმავლობაში გენერალიზებულ ტკივილს, რომელიც იწყება ჭიპის არეში და ასოცირებულია ანორექსიას, გულისრევას ან ღებინებასთან. ტკივილი ძლიერდება და ლოკალიზდება [[კვადრანტი (მუცელი)|მარჯვენა ქვედა კვადრანტში. იმ შემთხვევაში, როცა არის შინაგან ორგანოთა უკუმდებარეობა – გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მდებარეობის შეცვლა ისე, რომ ნორმალურად მარჯვნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარცხნივ და პირიქით, ნორმალურად მარცხნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარჯვნივ, ტკივილი ლოკალიზდება მარცხენა ქვედა კვადრანტში. ყველაზე ხშირად არის ტკივილის, ანორექსიის, ლეიკოციტოზისა და ტემპერატურული რეაქციის კომბინაცია. ატიპური აპენდიციტი შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ტკივილს მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ასეთი აპენდიციტის დროს აუცილებელია ვიზუალური კვლევები: „ულტრაბგერა“ და კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება[22][23]

კლინიკური დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აურე-როზანოვას სიპტომი: ტკივილი ძლიერდება თითებით პალპაციისას მარჯვენა წელის სამკუთხედში (შეიძლება დადებითი იყოს ბლუმბერგის სიმპტომი)
  • კოხერის (კოშერის) სიმპტომი ნიშანი: პაციენტის სამდიცინო ისტორიიდან, ტკივილი იწყება ჭიპის მიდამოში და შემდეგ გადადის მარჯვენა თეძოს არეში.
  • მასუს ნიშანი: განვითარდა და პოპულარულია სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ექიმი საჩვენებელი და შუა თითით ეხება პაციენტს მახვილისებური მორჩიდან მარცხნივ და მარჯვნივ თეძოს ფოსოსკენ, დადებითია მასუს სიმპტომი, თუ პაციენტს განუვითარდა სახის გრიმასი იმავე მხარეს ანუ ცალმხრივად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MerriamWebster definition
  2. 2.0 2.1 (1996) „აპენდიციტი.“. Emergency medicine clinics of North America 14 (4): გვ. 653–71. DOI:10.1016/s0733-8627(05)70273-x. PMID 8921763. 
  3. (November 1996) „Appendicitis.“. Emergency medicine clinics of North America 14 (4): გვ. 653–71. DOI:10.1016/s0733-8627(05)70273-x. PMID 8921763. 
  4. 4.0 4.1 Hobler, K. (Spring 1998). „Acute and Suppurative Appendicitis: Disease Duration and its Implications for Quality Improvement“. Permanente Medical Journal 2. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 აპენდიციტი
  6. 6.0 6.1 Wangensteen OH, Bowers WF (1937). „Significance of the obstructive factor in the genesis of acute appendicitis“. Arch Surg 34 (3): გვ. 496–526. DOI:10.1001/archsurg.1937.01190090121006. 
  7. 7.0 7.1 Pieper R, Kager L, Tidefeldt U (1982). „Obstruction of appendix vermiformis causing acute appendicitis. One of the most common causes of this is an acute viral infection which causes lymphoid hyperplasia and therefore obstruction. An experimental study in the rabbit“. Acta Chir Scand 148 (1): გვ. 63–72. PMID 7136413. 
  8. 8.0 8.1 8.2 al.], ed. Dan L. Longo ... [et (2012) Harrison's principles of internal medicine., 18th, New York: McGraw-Hill, გვ. Chapter 300. ISBN 978-0-07174889-6. წაკითხვის თარიღი: 6 November 2014. 
  9. 9.0 9.1 9.2 Tintinalli, editor-in-chief Judith E. (2011) Emergency medicine : a comprehensive study guide, 7., New York: McGraw-Hill, გვ. Chapter 84. ISBN 978-0-07-174467-6. წაკითხვის თარიღი: 6 November 2014. 
  10. აპენდიციტი
  11. 11.0 11.1 11.2 (2010) Schwartz's principles of surgery, 9th, New York: McGraw-Hill, Medical Pub. Division, გვ. Chapter 30. ISBN 978-0-07-1547703. 
  12. Barrett ML, Hines AL, Andrews RM. Trends in Rates of Perforated Appendix, 2001–2010. HCUP Statistical Brief #159. Agency for Healthcare Research and Quality, Rockville, MD. July 2013. [1]
  13. 13.0 13.1 13.2 (16 January 2003) „Clinical practice. Suspected appendicitis.“. The New England Journal of Medicine 348 (3): გვ. 236–42. DOI:10.1056/nejmcp013351. PMID 12529465. 
  14. (April 2000) „Suspected acute appendicitis: is ultrasonography or computed tomography the preferred imaging technique?“. The European journal of surgery = Acta chirurgica 166 (4): გვ. 315–9. DOI:10.1080/110241500750009177. PMID 10817330. 
  15. (January 1994) „Acute appendicitis: CT and US correlation in 100 patients.“. Radiology 190 (1): გვ. 31–5. DOI:10.1148/radiology.190.1.8259423. PMID 8259423. 
  16. Varadhan KK, Neal KR, Lobo DN (2012). „Safety and efficacy of antibiotics compared with appendicectomy for treatment of uncomplicated acute appendicitis: meta-analysis of randomised controlled trials“. BMJ 344: გვ. e2156. DOI:10.1136/bmj.e2156. PMID 22491789. 
  17. (17 December 2014) „Global, regional, and national age-sex specific all-cause and cause-specific mortality for 240 causes of death, 1990-2013: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2013.“. Lancet 385 (9963): გვ. 117–71. DOI:10.1016/S0140-6736(14)61682-2. PMID 25530442. 
  18. (August 2008) „Surgery for appendicitis: is it necessary?“. Surgical infections 9 (4): გვ. 481–8. DOI:10.1089/sur.2007.079. PMID 18687030. 
  19. Fitz RH (1886). „Perforating inflammation of the vermiform appendix with special reference to its early diagnosis and treatment“. Am J Med Sci (92): გვ. 321–46. 
  20. Hollerman J. (1988). „Acute recurrent appendicitis with appendicolith“. Am J Emerg Med 6 (6): გვ. 614–7. DOI:10.1016/0735-6757(88)90105-2. 
  21. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  22. (17 December 2012) „Pain over speed bumps in diagnosis of acute appendicitis: diagnostic accuracy study“. BMJ 345 (dec14 14): გვ. e8012–e8012. DOI:10.1136/bmj.e8012. 
  23. Hobler, K. (Spring 1998). „Acute and Suppurative Appendicitis: Disease Duration and its Implications for Quality Improvement“. Permanente Medical Journal 2 (2). 
  24. Small V (2008) Surgical emergencies. In Dolan B and Holt L (eds) Accident and Emergency: Theory into Practice, 2nd edition. Elsevier.თარგი:Page needed