ვიაჩესლავ მოლოტოვი
| ვიაჩესლავ მოლოტოვი | |
|---|---|
|
რუს. Вячеслав Михайлович Молотов რუს. Вячеслав Михайлович Скрябин | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 თებერვალი (9 მარტი), 1890[1] |
| დაბადების ადგილი | სოვეტსკი |
| გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 1986[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (96 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ეროვნება | რუსები |
| მეუღლე/ები | პოლინა ჟემჩუჟინა |
| ჯილდოები | იხ. ჯილდოები |
|
| |
ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვი (რუს. Вячеслав Михайлович Молотов, ნამდვილი გვარი: სკრიაბინი, რუს. Скрябин; დ. 25 თებერვალი (9 მარტი), 1890, კუკარკა, ვიატკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 8 ნოემბერი 1986, მოსკოვი, საბჭოთა კავშირი) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (1930–1941), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1939–1946), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1946–1949 და 1953–1956 წლებში. იოსებ სტალინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და საბჭოთა მთავრობისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა მისი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში. სოციალისტური შრომის გმირი (1943). სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს I–IV მოწვევების დეპუტატი. ლენინის ორდენის ოთხგზის კავალერი. 1939 წლის 23 აგვისტოს ხელი მოაწერა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1902 წლიდან სწავლობდა ყაზანის რეალურ სასწავლებელში. აქვე ეცნობა მარქსიზმის იდეოლოგიას. 1906 წლიდან ხდება რსდმპ წევრი და სასწავლებლის არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1909 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ ვოლოგდაში. 1911 წელს ათავისუფლებენ. იმავე წელს სასწავლებლად შედის სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1912–1913 წლები მუშაობდა გაზეთ „პრავდის“ რედაქციაში მდივნად. 1915 წელს ისევ აპატიმრებენ და ასახლებენ ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა 1916 წელს. იმავე წელს ხდება რსდმპ ცეკა-ს რუსეთის ბიუროს წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს ყველანაირად არიდებდა თავს სამხედრო სამსახურს. 1915 წელს იღებს პარტიულ მეტსახელს Молотов-ს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ინიშნება სახალხო მეურნეობის ჩრდილოეთის ოლქის საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წლიდან მუშაობდა რკპ(ბ) ცეკა-ს რწმუნებულად ვოლგისპირეთში. 1920 წლის სექტემბრიდან მუშაობდა რკპ(ბ) დონეცკის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად. 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მარტამდე იყო უკრაინის კომპარტიის ცეკა-ს მდივანი.
1921 წლის მარტიდან 1930 წლის 31 დეკემბრამდე საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივანია. 1921-27 წლებში ცეკა-ს პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, ხოლო 1929-31 წლებში წევრი. 1928–1929 წლებში იყო მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი. 1930 წლის 19 დეკემბრიდან სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1937–1938 წლებში იყო მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და დასახვრეტთა სიების შემდგენი.
1939 წლის 3 მაისიდან სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომისარი. 1946 წლის 19 მარტიდან საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 1949 წელს მოხსნილ იქნა ყველა თანამდებობიდან, მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა, თუმცა თავად არ დაუპატიმრებიათ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან კვლავ ინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად.
1957 წელს ინიშნება სსრკ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მონღოლეთის რესპუბლიკაში. 1963 წელს გადის პენსიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში შვიდჯერ ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, იცოცხლა ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოციალისტური შრომის გმირი (30.09.1943)
- ოთხი ლენინის ორდენი (08.03.1940; 30.09.1943, 05.11.1945; 08.03.1950)
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- საპატიო ნიშნის ორდენი (30.10.1954)
- მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
- მოსკოვის 800 წლისთავის მედალი
- მედალი „შრომის ვეტერანი“
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი
- პოლონეთის აღორძინების ორდენის დიდი ჯვარი
- „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ვიაჩესლავ მოლოტოვი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- Annotated bibliography for Vyacheslav Molotov from the Alsos Digital Library for Nuclear Issues
- The Meaning of the Soviet-German Non-Aggression Pact Molotov speech to the Supreme Soviet on 31 August 1939
- Reaction to German Invasion of 22 June 1941
- ვიაჩესლავ მოლოტოვის ბიოგრაფია (IV მოწვევა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11873461X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ TracesOfWar
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- დაბადებული 9 მარტი
- დაბადებული 1890
- გარდაცვლილი 8 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1986
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი დიპლომატები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები
- სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები
- სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები
- რუსი რევოლუციონერები
- რსდმპ-ის წევრები
- ბოლშევიკები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XV ყრილობის დელეგატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVI ყრილობის დელეგატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVII ყრილობის დელეგატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- რსდმპ(ბ)-ის VI ყრილობის დელეგატები
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XIX ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XX ყრილობის დელეგატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები