წყნარი დონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წყნარი დონი
ჟანრი რომანი
ავტორი მიხაელ შოლოხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1925—1940
გამოცემულია 1928—1940
შემდეგი The Don Flows Home to the Sea

წყნარი დონი (რუს. Ти́хий Дон) — მიხეილ შოლოხოვის ოთხ ტომეული ეპიკური რომანი. 1-3 ტომები დაწერილია 1925-დან 1932 წლამდე, გამოქვეყნებული ჟურნალში „ოქტომბერი“ 1928-1932 წლებში. მეოთხე ტომი დამთავრდა 1940 წელს, გამოქვეყნებული ჟურნალში „ახალი სამყარო“ 1937-1940 წლებში[1].

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი XX საუკუნის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც აღწერს დონელი კაზაკების ცხოვრების ფართო სურათს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, წლის რევოლუციური პროცესებსა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს.

რომანი გადათარგმნილია ბევრ უცხოურ ენაზე, ინგლისურ ენაზე თარგმანი უკვე 1934 წელს ჩნდება[2]. ამ რომანისთვის შოლოხოვს 1965 წელს გადაეცა ნობელიის პრემია ლიტერატურის დარგში ფორმულირებით „მხატვრული სიძლიერისთვის და ეპოსის მთლიანობისთვის დონელ კაზაკებზე რუსეთის გარდატეხის დროს“.

რომანი ოთხჯერ არის ეკრანიზირებული (1930, 1958, 2006, 2015).

შექმნისა და გავრცელების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარ ინტერვიუბესა და ავტობიოგრაფიაში შოლოხოვი აცხადებდა, რომ 1925 წლის ოქტომბერში დაიწყო „წყნარი დონის“ წერა. (ამ დროს ის ცხოვრებდა სოფელ კარგინსკაიაში). რომანის მოქმედება დაიწყო 1917 წლის ზაფხულში, გენერალი კარნილოვის გამოსვლის დღეებში. თუმცა მისი მუშაობა ჩიხს მიუახლოვდა — მწერალი მივიდა დასკვნამდე, რომ რომანი - დონის რევოლუციის შესახებ ხდება გაუგებარი მკითხველისთვის რომელსაც არ აქვს ცნობები განვითარებული მოვლენების შესახებ და მიატოვა მუშაობა. თითქმის წელიწადი გაატარა შინაარსის გააზრებაში, მასალების მოპოვებასა და დამუშავებაში და მხოლოდ 1926 წლიდან ისევ შეუდგა რომანის შეთხზვას, მოქმედებების მშვიდობიანი, წინა საომარო მდგომარეობაში გადაყვანით[3]. თავდაპირველ ვარიანტს შოლოხოვი შემდგომში 3-8 საწერ ფურცლად წონიდა, რაც დაახლოებით 50-100 გვერდს შეესაბამება დაბეჭდილი ტექსტით და არ აღემატებოდა რომანის ყველაზე პატარა პირველ ნაწილს. ზოგიერთ წარმოდგენას მის შესახებ გვაძლევს რომანის ხელნაწერები, რომელიც ნაპოვნი იყო შუა 1980-იანებში ჟურნალისტ ლევ კოლოდნის მიერ. მათ შორის შენახულია 10 გვერდი, დათარიღებული 1925 წლის შემოდგომით, სადაც თხრობა მიმდინარეობს უარის შესახებ, რომელიც განაცხადეს კაზაკურმა პოლკებმა კორნილოვის დაქვემდებარეობის ქვეშ ყოფნაზე და პეტროგრადში რევოლუციის განცხადებისთვის. რომანის კანონიერ ტექსტში ამ ნაწილს ესაბამება მე-4 ნაწილის მე-15 თავი. თუმცა 1925 წლის მონაკვეთში ბუნტის წამომწყების სახით გამოდის არა ივანე ალექსის ძე კოტლიაროვი არამედ კაზაკი სახელად აბრამ ერმაკოვი, რომელშიც ადვილად გამოსაცნობია მთავარი გმირი გრიგორი მელეხოვი[4].

შოლოხოვის ხელნაწერი რომანის პირველი წიგნში „წყნარი დონი“

შენახული ხელნაწერების მიხედვით, რომანის დასრულებულის სახე დაწყებული იყო 1926 წლის 6 ნოემბერს სოფელ ვიოშენსკაიაში სადაც შოლოხოვი მანამდე დასახლდა. შემდეგი 10 თვე შოლოხოვმა გაატარა სოფელში მუდმივად რომანზე მუშაობით. უკვე თებერვალში მან დაიწყო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დაუმთავრებელი რომანის გამოცემის შესახებ გამომცემლობა „ახალი მოსკოვის“ თანამშრომლებთან, სადაც ერთი წლით ადრე გამოცემული იყო შოლოხოვის ზღაპრების ორი კრებული. მათი მიმოწერით შეიძლება ითქვას, რომ უკვე 1927 წლის აპრილში გარკვეული იყო რომანის შემადგენლობა (9 თავი) და მისი დროებითი სამოქმედო ზონა (1912-1922 წელი). 1927 წლის აგვისტოსთვის დამთავრებული იყო რომანის პირველი სამი ნაწილი[5]. სექტემბრის დასაწყისში, ამ ნაწილების დაბეჭდილი სახითა და შესაძლებელია კიდევ დაუმთავრებელი მასალით შოლოხოვი მოსკოვში გაემგზავრა[6]. გამომცემლობის თანამშრომლებმა ლევიცკაიამ და გრუდსკაიამ მოგვიანებით გაიხსენეს და რომანი განცვიფრებით მიიღეს[7]. მაგრამ, მიუხედავად ამისა და წინასწარი შეთახმების, პრობლემის მოგვარება გაიწელა. პასუხის მოლოდინში შოლოხოვმა მიმართა დახმარების თხოვნით ჟურნალი „ოქტომბერის“ მთავარ რედაქტორს ალექსანდრე სერაფიმიჩს, რომელმაც ორი წლით ადრე გადასცა მას „ცხოვრების საგზური“, „დონის მოთხრობების“ კრებულისთვის დადებითი წინასიტყვაობის დაწერით. სერაფიმოვიჩმა წაიკითხა რომანი და მიუხედავად გამომცემლობის უარისა და შემოთავაზების დაკმაყოფილდეს ნაწყვეტის პუბლიკაციით, მტკიცედ იდგა იმ აზრზე რომ რომანი სწრაფად და სრული სახით უნდა გამოქვეყნებულიყო. შესაძლოა სწორედ სერაფიმოვიჩის გადაწყვეტილებამ იქონია გავლენა გამომცემლობა „მოსკოვის მომუშავეს“ პოზიციაზე — რის შედეგადაც ოქტომბრის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება ცალკე წიგნის გამოცემის შესახებ. გამომცემლობასთან მოლაპარაკებების მიხედვით რომანი უნდა გამოსულიყო ორ წიგნად, რომელთაგანაც პირველში 1-4 ნაწილი შევიდოდა, ხოლო მეორე 5-9[8]. მიახლოებით წლის ბოლომდე, შოლოხოვმა ცდილობდა დაემთავრებინა მე-4 თავი, თუმცა უშედეგოდ და ამიტომ ზამთარში ის დაბრუნდა სოფელ ბუკანოვსკაიაში სამუშაოდ.

1928 წლის იანვარში დაიწყო რომანის გამოშვება ჟურნალ „ოქტომბერში“: 1-4 ნომერში დაბეჭდილი იყო პირველი სამი ნაწილი. აპრილის დასასრულს შოლოხოვი ჩავიდა მოსკოვში და ჩამოიტანა დასრულებული 4 და 5 ნაწილი. მაისიდან ოქტომბრამდე ისინი გამოქვეყნებული იყო „ოქტომბერში“. მაისში ასევე გამომცემლობა „მოსკოვის მომუშავეშიც“ (სერიაში „პროლეტარული ლიტერატურის სიახლეები“) გამოქვეყნდა პირველი წიგნის ცალკეული გამოცემა, რომელიც მხოლოდ სამი ნაწილისაგან შედგებოდა. 1929 წლის იანვარში გამომცემლობამ გამოუშვა მეორე წიგნი (4 და 5 ნაწილები). თითქმის ამავედროულად რომანი გამოვიდა სერიაში „Roman-Gazeta“, გამოცემული იმავე „მოსკოვის მომუშავეთი“. (ამ გამოცემას ჰქონდა ოდნავ განსხვავებული სტრუქტურა: პირველი წიგნი შედგებოდა პირველი და მეორე ნაწილისაგან, მეორე — მე-3, მე-4 და მე-5. თავებს ნომრების მაგივრად გააჩნდათ სახელწოდებები) სულ რაღაც არასრული ორი წლის განმავლობაში — 1928 და 1929 — „მოსკოვის მომუშავემ“ გამოუშვა ექვსი ცალკეული გამოცემა პირველი და მეორე წიგნის, თითოეული ტირაჟით 10 000 ქგზემპლარი. 1929 წლის შემოდგომაზე შოლოხოვმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უფრო მომგებიანი პირობებით ოგიზ-თან, რომელმაც დაიწყო რომანის ბეჭდვა სერიაში „ოგიზდატას იაფი ბიბლიოთეკა“. წელიწადის განმავლობაში გამომცემლობამ გამოუშვა რომანი ორი წიგნით (თითოეული ტირაჟით 100 000 ეგზემპლარი), და შემდგომ ხელახლა 1931 წელს[9]

წიგნმა ძალიან სწრაფად მიაღწია წარმატებას. ხოლო შოლოხოვი ეგრევე გახდა ცნობილი. განცვიფრებული მკითხველები მას ათას წერილს უგზავნიდნენ. შრომითი კოლექტივები იწვევდნენ მას გამოსვლებზე. 1928 წლის მეორე ნახევარში — შოლოხოვის ტრიუმფის დროა. ის მოგზაურობს ქვეყანაში, გამოდის კულტურის სახლებში, კლუბებში, ქარხნებში, შემოქმედებით საღამოებზე მწერალთა ორგანიზაციებში. კითხულობ გამოქვეყნებულ და უცნობ თავებს რომანიდან, განიხილავს მათ, აზიარებს მომავლის გეგმებს. 1928 წლის ოქტომბერში რუსული პროლეტარული მწერლების ასოციაციის I პლენუმზე ის შეყავთ ჟურნალი „ოქტომბერის“ სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში[5]. თუმცა ეს პოპულარობა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად შემოტრიალდა არასასიამოვნო მხრით. ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ შოლოხოვის ახალგაზრდა ასაკი, ცხოვრებისეული გამოცდილება და კულტურული დონე არასაკმარისია ასეთი გამორჩეული ნაწარმოების ავტორისთვის. გავრცელდა ჭორები პლაგიატის შესახებ. 1929 წლის შემოდგომისთვის მათ მიაღწიეს ისეთ ძალას, რომ რპმა-ს უფროსობას მოუწია შოლოხოვის დასაცავად სპეციალური განცხადებით პრესაში გამოსვლა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედების დიდი ნაწილი ვითარდება თათრების ხუტორ ვიოშენსკოიში მიახლოებით 1912-სა და 1922 წლებს შორის[10]. სიუჟეტის ცენტრში არის კაზაკური ოჯახის მელეხოვების ცხოვრება, რომლებმაც გამოიარეს პირველი მსოფლიო ომი და სამოქალაქო ომი. ბევრის გადატანა მოუწიათ ხუტორელებთან და მთელ კაზაკურ დონთან ერთად იმ ბნელ წლებში. მტკიცე და მდიდარი ოჯახისგან რომანის დასასრულს ცოცხალი რჩება მხოლოდ გრიგორი მელეხოვი, მისი ვაჟი მიშატკა და ქალიშვილი დუნია.

წიგნის მთავარი პერსონაჟი გრიგორი მელეხოვი — დონის კაზაკია, ოფიცერი, კეთილგანწყობილი რიგებიდან. ისტორიული გადახრა, რომელმაც მთლიანად შეცვალა დონის კაზაკების უძველესი რეჟიმი, დაემთხვა ტრაგიკულ გადახრას მის პირად ცხოვრებაში. გრიგორი ვერ ხვდება ვისთან დარჩეს: წითლებთან თუ თეთრაბთან. მიხელოვი საკუთარი ძალისხმევით თავდაპირველად ჩვეულებრივი კაზაკებიდან ოფიცერის წოდებამდე აღწევს ხოლო შემდეგ გენერლის წოდებამდეც (ბრძანებლობს მეამბოხეთა სამმართველოზე სამოქალაქო ომში), მაგრამ სამხედრო კარიერამ წარმატებამდე ვერ მიიყვანა. ასევე შელოხოვი ორ ქალს შორის ბორგავს: თავდაპირველად არასასურველი მეუღლის ნატალიას, რომლის მიმართაც გრძნობებმა მხოლოდ შვილების მილიუშკასა და მიშატკის დაბადების შემდეგ დაებადა, და აკსინი ასტახოვას, გრიგორის პირველ და ყველაზე ძლიერ სიყვარულს შორის. რომელთაგანაც ვერცერთის შენახვა ვერ შეძლო.

წიგნის დასასრულს გრიგორი თავს ანებებს ყველაფერს და ბრუნდება სახლში ერთადერთ გადარჩენილთან მელეხოვების ოჯახში თავის ვაჟთან და მშობლიურ მიწასთან.

რომანი შეიცავს მეოცე საუკუნის გლეხების ცხოვრბეის აღწერის ფაქტებს: რიტუალები და ტრადიციები, რომელიც ახასიატებდა დონელ კასაკებს. ზედმიწევნითაა აღწერილი კაზაკების როლი საომარ მოქმედებებში.

მიხაელ შოლოხოვმა თავის წიგნში წარმოაჩინა, როგორ გამოიყურებოდა სამოქალაქო ომი კონტრრევოლუციური ბანაკის შიგნით, რითაც მკითხველს აძალებდა შეეხედა ქმედებებისთვის მათი მონაწილეთა თვალით.

ვიკიციტატა
„ფერების გამძაფრების გარეშე, მე დავხატე ის მწარე რეალობა, რომელიც აჯანყების წინა პერიოდში იყო“

— წერდა შოლოხოვი.

ძირითადი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგორი მელეხოვი — სოფელ ვიოშენსკოს კაზაკი 1892 წ.
  • პეტრო მელეხოვი — მისი უფროსი ძმა
  • დუნიაშკა — მათი უმცროსი და
  • პანტელეი პროკოფის ძე მეხელოვი — მათი მამა, უფროსი კონსტებლი
  • ილინიჩნა ვასილისა — პანტელეი მელეხოვის ცოლი, პეტრეს, დუნიაშკას და გრიგორის დედა
  • დარია მელეხოვა — პეტრას ცოლი
  • სტეფან ასტახოვი — მელეხოვების მეზობელი
  • აკსინია ასტახოვა — სტეფანის ცოლი, გრიგორი მელეხოვის სატრფო
  • ნატალი კორშუნოვა (შემდგომ მელეხოვა) — გრიგორის კანონიერი ცოლი
  • მიშა კორშუნოვი — მისი უფროსი ძმა, ქმედებების დასაწყისში გრიგორის მეგობარი
  • მირონ გრიგორის ძე კორშუნოვი — მდიდარი კაზაკი, მათი მამა
  • გრიშაკის ბაბუა — მირონ კორშუნოვის მამა, 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე
  • მიხაილ კოშევოი — ღარიბი კაზაკი, თანატოლი და მეგობარი, შემდგომ გრიგორის მოსისხლე მტერი

ისტორიული პერსონაჟები

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე პირველივე ტომის გამოქვეყნების შემდეგ კრიტიკოსების უმრავლესობამ აღნიშნა წიგნის მაღალი მხატვრული, ავტორის განზოგადებისა და დახვეწილი დაკვირვების დონე. რომანმა მიიღო შესანიშნავი გამოხმაურება საბჭოთა ლიტერატურის მნათობებისგან სერაფიმოვიჩისაგან და გორკისგან.

ასევე იყო საწინააღმდეგო აზრებიც: რომ ეს არაა დასრულებული რომანი არამედ უბრალო ეპიზოდების კრებული (გრაამ გრინი). თუმცა ეს აზრი ქრებოდა დადებითი გამოხმაურების ნაკადში ლიტერატურული კრიტიკოსებისა და მკითხველებისაგან. ბრეხტი ხაზს უსვამდა თავის პოზიციას შოლოხოვის შესახებ:

ვიკიციტატა
„გაოგნებული ვარ თქვენი დიდებული რომანებით, საიდანაც ჩვენ ამდენ რამეს ვიგებთ ამ შესანიშნავ ქვეყანაზე. თქვენი ბრეხტი“

[11]

წიგნი კარგად შეაფაფსეს როგორც საბჭოელმა მკითხველებმა ასევე საზღვარგარეთ, ემიგრატებმა[12].

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი წიგნის მესამე თავიდან კაზაკური იავნანამ შთააგონა პიტა სიგერი და დაწერა მთელ მსოფლიოში ცნობილი სიმღერა „Where Have All the Flowers Gone?“[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Приходченко П. И. Формы выражения авторского сознания в романе М. А. Шолохова «Тихий Дон»: Монография. — Н. Новгород: НГТУ им. Р. Е. Алексеева, 2012. — 145 с. — 300 экз. — ISBN 978-5-502-00048-2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ЭНИ «Шолохов». Библиография
  2. «Тихий Дон — Илиада XX века»
  3. Кузнецов Ф. Ф. «Тихий Дон». Судьба и правда великого романа. Глава шестая. — С. 385—390.
  4. Кузнецов Ф. Ф. «Тихий Дон». Судьба и правда великого романа. Глава вторая. — С. 65—75.
  5. 5.0 5.1 Михаил Шолохов: Летопись жизни и творчества: Хронологическая часть
  6. Шолохов М. М. Об отце. Очерки и воспоминания разных лет. — М.: Советский писатель. 2004. — С. 112.
  7. Колодный Л. Е. Две тетради Евгении Левицкой. Письма автора «Тихого Дона» — М.: Голос-пресс. 2005. — С. 213.
  8. Шолохов М. М. Об отце. Очерки и воспоминания разных лет. — М.: Советский писатель. 2004. — С. 118.
  9. Ермолаев Г. С. Михаил Шолохов и его творчество. — СПб.: Академический проект. 2000. — С. 35—64.
  10. Якименко Л. Г. Шолохов // Краткая литературная энциклопедия. Т. 8. — Стб. 758—764.
  11. Das Theater B. Brechts. Hamburg. 1964
  12. Феликс Кузнецов. «„Тихий Дон“. Судьба и правда великого романа». Вступление
  13. Шолохов в 1941 году был заместителем председателя комиссии по Сталинским премиям в области литературы и искусства
  14. «Будь у меня молот, будь у меня песня»: Пит Сигер // Радио Свобода. Программа: Поверх барьеров, 16.06.2003