ვანო მურადელი
| ვანო მურადელი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
24 მარტი (6 აპრილი), 1908 გორი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი |
14 აგვისტო, 1970 (62 წლის) ტომსკი, რსფსრ, სსრკ |
| საქმიანობა | კომპოზიტორი |
| ჯილდოები |
|
ვანო ილიას ძე მურადელი (დ. 6 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი], 1908, გორი — გ. 14 აგვისტო, 1970, ტომსკი, დაკრძალულია მოსკოვში) — ქართველი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (11 აპრილი, 1968)[1] და სსრკ სახალხო არტისტი (19 სექტემბერი, 1968)[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანო მურადელმა მუსიკის სწავლა დაიწყო 1925 წელს თბილისის კუკიის სამუსიკო სასწავლებელში, 1926 წელს კი — განაგრძო თბილისის კონსერვატორიაში კომპოზიციის (ს. ბარხუდარიანის და მ. ბაგრინოვსკის კლასში) და სადირიჟორო განხრით, რომელიც დაამთავრა 1931 წელს, ხოლო 1934–1938 წლებში კი სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში ბ. შეხტერთან და ნ. მიასკოვსკისთან (კომპოზიციაში).
ვანო მურადელი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1929–1932 წლებში მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში. მუსიკალურად გააფორმა მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „მზის დაბნელება საქართველოში“. 1932–1934 წლებში მუშაობდა საესტრადო განხრით ვასო გოძიაშვილთან ერთად. 1934 წელს გადავიდა მოსკოვში. 1939–1948 წლებში იყო საკავშირო მუსფონდის თავმჯდომარე. 1942–1944 წლებში იყო სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი. 1959–1970 წლებში იყო კომპოზიტორთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1960–1970 წლებში იყო რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1968–1970 წლებში საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი.
მურადელის ძირითადი ნაწარმოებებია: „ოთხი ქართული სიმღერა“ (1935); „ქართული სიმფონიური საცეკვაო“ (1936); „ექვსი რომანსი“ პუშკინის ლექსებზე (1937); სიმფონიები (I – 1938; II – 1944 – სსრკ სახელმწიფო პრემია 1946); „გორული სიმღერები“ (1945); ოპერები – „დიადი მეგობრობა“ ლიბრეტო გ. მდივანისა (1947), „ოქტომბერი“ ლიბრეტო ვ. ლუგოვსკისა (1961); ოპერეტები – „ცისფერთვალა ქალიშვილი“ (1965), „მოსკოვი–პარიზი–მოსკოვი“ (1967); „ქართული საცეკვაო“ – ქსილოფონისა და ფორტეპიანოსათვის (ახალი რედაქცია 1968); „ექვსი საფორტეპიანო პიესა“ (1969); კანტატები; გუნდები; მასიური სიმღერები (300–ზე მეტი, მათ შორის „ჩემო გორო“ და „გორის მოსწავლეთა სიმღერა“ ორივე 1960.); მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.
დაჯილდოებულია ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 198.
- ო. ეგაძე., ვანო მურადელი – თანამედროვეობის მომღერალი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1970, № 12;
- В. Мурадели. Из моей жизни. Музыка. 1970.
- Шкаф, полный времени. ВАНО… — Михаил Садовский
- «Размышлизмы» Михаила Садовского. Вано Ильич Мурадели
- В. А. Разумный Воспоминания современника о В.И. Мурадели
- В. И. Мурадели. Нотобиблиографская справка. Сост. Д. М. Персон и В. И. Мурадели. М., 1983.
- Вано Мурадели. Воспоминания и статьи. Сост. А. Д. Скоблионок и И. Е. Олинской. М., 1983.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- დაბადებული 6 აპრილი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 14 აგვისტო
- გარდაცვლილი 1970
- გორში დაბადებულები
- ქართველი კომპოზიტორები
- საბჭოთა კომპოზიტორები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები