შინაარსზე გადასვლა

ატამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ატამი
ლათინური სახელი
Prúnus pérsica (L.) Batsch 1801
სინონიმები[1]
სია
  • · Amygdalus persica L. 1753
  • · Amygdalus persica var. aganonucipersica (Schübl. & G.Martens) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. compressa (Loudon) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. scleronucipersica (Schübl. & G.Martens) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. scleropersica (Rchb.) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Persica platycarpa Decne.
  • · Persica vulgaris Mill.
  • · Persica vulgaris var. compressa Loudon
  • · Prunus daemonifuga H.Lév. & Vaniot
  • · Prunus persica (L.) Stokes
  • · Prunus persica (L.) Siebold & Zucc.
  • · Prunus persica f. aganonucipersica (Schübl. & G.Martens) Rehder
  • · Prunus persica var. compressa (Loudon) Bean
  • · Prunus persica var. lasiocalyx H.Lév. & Vaniot
  • · Prunus persica var. platycarpa (Decne.) L.H.Bailey
  • · Prunus persica subsp. platycarpa (Decne.) D. Rivera, Obón, S. Ríos, Selma, F. Mendez, Verde & F.Cano
  • · Prunus persica f. scleropersica (Rchb.) Voss
  • · Amygdalus nucipersica (L.) Rchb.
  • · Persica nucipersica (L.) Borkh.
  • · Amygdalus potanini (Batalin) T.T.Yu
  • · Persica potaninii (Batalin) Kovalev & Kostina
ატმის ყვავილი

ატამი (ლათ. Prúnus pérsica) — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად განსხვავდება ნაყოფით.

ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7-8 -მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15-16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დაღესტანსა და ყირიმში.

საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური — ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან: ამსდენი და ელბერტი. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება ჩირი, მურაბა, წვენი და კომპოტი. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, კლასტეროსპორიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან — ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.

  • ერისთავი ე., ატმის სელექციის შედეგები საქართველოში, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები», 1961, ტ. 13;
  • ერისთავი ე., ნასყიდაშვილი შ., ატამი, თბ., 1958;