ბერენგარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერენგარია
Berenguela de Castilla
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 ივნისი, 1217
მმართ. დასასრული: 31 აგვისტო, 1217
წინამორბედი: ენრიკე I
მემკვიდრე: ფერნანდო III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ივნისი, 1180
დაბ. ადგილი: სეგოვია
გარდ. თარიღი: 8 ნოემბერი 1246
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: ალფონსო VIII
დედა: ელეონორა ინგლისელი

ბერენგარია კასტილიელი (ესპ. Berenguela de Castilla) ან ბერენგარია დიდი (ესპ. Berenguela la Grande; დ. 1 ივნისი 1180, სეგოვია — გ. 8 ნოემბერი 1246) — კასტილიის დედოფალი დედოფალი 1217 წ. იგი იყო ალფონსო VIII და ელეონორა ინგლისელის უფროსი ქალიშვილი.

მართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1217 წელს ბერენგარია, თავისი ძმის, ენრიკეს სიკვდილის შემდეგ კასტილიის დედოფალი გახდა. ის დიდხანს არ მართავდა ქვეყანას. იმ წელსვე, გვირგვინი თავის ვაჟს ფერდინანდს გადასცა. ამის შემდეგ მის აზრს ახორციელებდა ფერდინანდი, მისივე აზრით ცოლად შეირთო ბეატრისა შვაბიელი. ასევევე ინარჩუნებდა თავის დასთან ბლანკასთან ურთიერთობებს ბლანკას წინადადებით, ფერდინანდმა ცოლად შეირთო ჟანა დე პონტ, პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1197 წელს ბერენგარია გათხოვდა, ლეონის მეფე ალფონსო IX-ზე, რომელიც მამამისის ბიძაშვილი იყო. შვიდი წლის შემდეგ ქორწინებარომის პაპმა ინოკენტი III-მ გააუქმა ნათესაური კავშირის გამო. ამის შემდეგ ბერენგარია დაბრუნდა მამამისის სასახლეში.

ქორწინების შედეგად დაიბადა ხუთი ბავშვი:

  • ელეონორა (1199-1210) გარდაიცვალა ადრეულ ასაკში.
  • ფერდინანდი (1200-1250) კასტილიის მეფე დაქორწინებული იყო ელიზავეტა ჰოჰენშტაუფენზე (ესპანეთში უწოდებდნენ ბეატრისა შვაბიელს). შემდეგ იყო დაქორწინებული ჟან დე პონტეზე. ჰყავდა 15 შვილი.
  • ალფონსო (1203-1272) სენიორ დე მოლინა. დაქორწინებული იყო რამდენიმეჯერე, ჰყავდა 9 შვილი.
  • ბერენგარია (1204-1237)- გათხოვდა იერუსალიმის მეფეზე, იოანე დე ბრიენზე. ჰყავდა 4 შვილი.
  • კონსტანცია (1200 ან 1205-1242) - მონზონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]