ბერმუდო III (ლეონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერმუდო III

ბერმუდო III (ესპ. Bermudo III; დ. 1010 — გ. 4 სექტემბერი 1037) — ლეონის მეფე 1028-1037 წლებში. ალფონსო II-ის ვაჟი.

1034 წელს ნავარის მეფემ სანჩო დიდმა დაიწყო ბერმუდოსთან ომი სასაზღვრო რეგიონებისთვის, დაამარცხა და მოკლე ხანში ლეონი მთლიანად დაიპყრო, გალისიის გარდა. 1037 წელს, სანჩოს სიკვდილის შემდეგ, ბერმუდომ დაიწყო ომი მის ვაჟებთან — ფერდინანდთან და გარსიასთან. სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა მდინარე კარიონესთან. ბერმუდო წინა რიგებში იბრძოდა და შუბით მოკლეს. მისი სიკვდილით დასრულდა ლეონის დინასტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X