ალფონსო XI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო XI

ალფონსო XI (ესპ. Alfonso XI) (სალამანკა 13 აგვისტო 1311 - გიბრალტარი 16 მარტი 1350) კასტილიის და ლეონის მეფე 1312 - 1350 წლებში. ფერდინანდ IVსა და კონსტანცია პორტუგალელის ვაჟი. იქორწინა 1328 წელს მარია პორტუგალელზე, პორტუგალიის მეფე ალფონსო IV-ს ასულზე.

ალფონსო 1 წლისაც არ იყო მამა რომ გარდაეცვალა. ვინაიდან ფერდინანდმა არანაერი განკარგულება რეგენტობაზე არ დატოვა, მის გარდაცვალებას ცხარე კამათი მოყვა. რეგენტობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ყველა ქალაქმა, მთლმა არისტოკრატიან და მეფის ყველა ნათესავმა. ცენტრალური ხელისუფლება გაქრა და ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. ომი 1324 წლამდე გაგრძელდა, სანამ ალფონსო სრულწლოვანი არ გახდა.

ახალმა მეფემ, რომელიც არეულობის პერიოდში გაიზარდა, თავი გამოაჩინა, როგორც ვერაგმა, სასტიკმა და გარყვნილმა ადამიანმა. მარია პორტუგალელის ცოლად მოყვანის შემდეგ, ცოტა ხანში, მან დედოფლის ყველა პრივილეგიები თავის საყვარელს, ელეონორა გუსმანს გადასცა, რომლისგანაც 5 ვაჟი ყავდა. ამის გამო მან წაიჩხუბა სიმამრთან, პორტუგალიის მეფესთან, რომელმაც მალე ომი დაიწყო კასტილიის წინააღმდეგ. საბოლოოდ მარიამ დაიყოლია მამა ალფონსოსთან შერიგებაზე. ალფონსო დაპირდა საყვარლის ჩამოშორებას და დედოფლისთვის უფლებების დაბრუნებას.

მეფეების შერიგებას ხელი შეუწყო გარე საფრთხემაც, აფრიკელმა მავრებმა შეწყვიტეს სამოქალაქო ომები და გაერთიანდნენ გრანადის ემირთან ქრისტიანების წინააღმდეგ. 1340 წელს ქრისტიანული და მუსულმანური ლაშქრები ერთმანეთს რიო სალდოს ბრძოლაში შეხვდნენ, რომელიც ქრისტიანთა გამარჯვებით დასრულდა. მავრებს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, ხოლო ქრისტიანებმა ხელში დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს. შემდეგ წელს კასტილიელებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს და გენუელთა ფლოტის დახმარებით ზღვაზეც დაამარცხეს მავრები. ალფონსომ ორ წლიანი ალყის შედეგად აიღო ქალაქი ალხესირასი, 1350 წელს დაიწყო გიბლარტარის ალყა, მაგრამ გარდაიცვალა შავი ჭირისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.