ენრიკე IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენრიკე IV
Enrique IV
Enrique IV.jpg
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1454
მმართ. დასასრული: 1474
წინამორბედი: ხუან II
მემკვიდრე: ისაბელ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 იანვარი, 1425
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი
გარდ. თარიღი: 11 დეკემბერი, 1474
გარდ. ადგილი: მადრიდი
მეუღლე: ბლანკა ნავარელი
ჟუანა პორტუგალიელი
შვილები: ხუანა ბელტრანეხა (მეორე ქორწინებიდან)
დინასტია: ტრასტამარა
მამა: ხუან II
დედა: მარია არაგონელი

ენრიკე IV (ესპ. Enrique IV; დ. 25 იანვარი, 1425, ვალიადოლიდი — გ. 11 დეკემბერი, 1474, მადრიდი) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1454–1474) კასტილიასა და არაგონს შორის დინასტიური უნიის დადებამდე. ხუან II-ისა და მარია არაგონელის შვილი, ისაბელ I კასტილიელის უფროსი ძმა.

ახალგაზრდობაში ენრიკე IV იმყოფებოდა ხუან პაჩეკოს გავლენის ქვეშ, რომელმაც თავის ხელში აიღო სახელმწიფოს მართვის სადავეები. არაკეთილმოსურნეები, განსაკუთრებით არაგონის სამეფო კარი, მათ ჰომოსექსუალურ კავშირში დებდნენ ბრალს, თუმცა ამის პირდაპირი დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს[1][2].

თხუთმეტი წლის ასაკში დააქორწინეს ბლანკა I ნავარელისა და ხუან II-ის ქალიშვილზე, ბლანკა ნავარელზე. 1453 წელს რომის პაპმა ნიკოლოზ V-მ მათი ქორწინება გააუქმა. მიზეზი იყო სექსუალური ურთიერთობის არ ქონა მეუღლესთან. 1455 წელს მეორედ დააქორწინეს ჟუანა პორტუგალიელზე, პორტუგალიის მეფის დაზე. ამ ქორწინებიდან 6 წლის შემდეგ დაიბადა ხუანა ბელტრანეხა, ტახტის კანონიერი მემკვიდრე. თუმცა მასზე ამბობდნენ, რომ მისი ბიოლოგიური მამა იყო ესპანელი თავადი ბელტრან დე კუევა, სწორედ ამიტომ ეწოდა ხუანას მეტსახელი „ბელტრანეხა“.

ენრიკე IV გარდაიცვალა 1474 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო ისაბელ I-ისა და ხუანას მომხრეებს შორის. ბრძოლის კულმინაცია გახდა 1476 წლის 1 მარტის ტოროს ბრძოლა. სამოქალაქო ომი დასრულდა 1479 წელს, ისაბელ I კასტილიელი გახდა კასტილიისა და ლეონის დედოფალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nancy F. Marino. Don Juan Pacheco. Wealth and Power in Late Medieval Spain. Arizona Center for Medieval and Renaissance Studies, 2006. ISBN 978-0-86698-356-3. P. 57.
  2. Robert Aldrich, Garry Wotherspoon. Who’s Who in Gay and Lesbian History. 2nd ed. Routledge, 2003. Page 176.