The Killers

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Killers
The Killers in concert.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ინდი-როკი, ახალი ტალღა, პოსტ-პანკი, ჰარტლენდ-როკი
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Island, Vertigo, Marrakesh, Mercury
საიტი thekillersmusic.com
წევრები ბრენდონ ფლაუერსი
დეივ კენინგი
მარკ სტერმერი
რონი ვანუჩი უმცროსი
ყოფილი წევრები დელ ნილი
მეტ ნორკროსი
ბრაიან ჰევენსი

The Killers — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ლას-ვეგასიდან, ნევადიდან. ჩამოყალიბდა 2001 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ბრენდონ ფლაუერსი (ვოკალისტი, კლავიშისტი), დეივ კენინგი (გიტარისტი, ვოკალისტი), მარკ სტერმერი (ბას-გიტარა, ვოკალი) და რონი ვანუჩი უმცროსი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სახელწოდება აღებულია გამოგონილი კოლექტივის ლოგოდან, რომელიც გამოჩნდა New Order-ის სიმღერის „Crystal“ მუსიკალური ვიდეოში.[1]

ჯგუფს გამოცემული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Hot Fuss (2004), Sam's Town (2006), Day & Age (2008) და Battle Born (2012). ოთხივე მოვხდა ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ჩარტების #1 პოზიციაზე და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა დაახლოებით 22 მილიონი ასლის ოდენობით.[2]

ისტორია[რედაქტირება]

2001-03 წლები, ჯგუფის შექმნა[რედაქტირება]

2001 წელს, ბრენდონ ფლაუერს მოუწია მისი პირველი ჯგუფის სინთპოპის ტრიოს, Blush Response დატოვება, ჯგუფი სამუშაოდ გადადიოდა ლოს-ანჟელესში. მაგრამ დამწყებმა მუსიკოსმა მშობლიური ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადა. იმის შემდეგ რაც ფლაუერსი დაესწრო ბრიტანული ჯგუფის ოაზისის კონცერტს ლას ვეგასის ცნობილ სასტუმრო Hard Rock Hotel, მიხვდა მისი მოწოდება იყო მოეძებნა თანამოაზრე მუსიკოსები რათა ერთად ახალი როკ-ჯგუფი შეექმნათ. მალევე ფლაუერსმა ლას ვეგასის გაზეთში შემთხვევით წაიკითხა 25 წლის გიტარისტის, ვინმე დეივ კენინგის განცხადება. ახალგაზრდებმა სწრაფად გაუგეს ერთმანეთს, ქონდათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება, კენინიგის ბინაში დაიწყეს სიმღერების შექმნა. იმ პერიოდში დაიწერა ჰიტი, „Mr. Brightside“.

კენინგს და ფლაუერს თავისი პირველი ცოცხალი გამოსვლა ქონდათ 2002 წლის იანვარში ლას-ვეგასში, კაფე Espresso Roma. მათთან ერთად იმ დროს ასევე გამოდიოდა კიდევ ორი მუსიკოსი, დრამერი მეთ ნორქროსი და ბას-გიტარისტი დელ ნილი. ბიჭები უკრავდნენ ლას-ვეგასში და მის შემოგარენში. თან უფასოდ არიგებდნენ თავისი ნომრების დემოსაც. ლას ვეგასის საკმაოდ პატარა მუსიკალურ სამყაროში ძირითადად პანკ-როკის, ნიუ მეტალის და რეპის შემომსრულებლები გამოდიოდნენ. აქ The Killers მოიტანა საკუთარი უნიკალური რაფინირებული და დახვეწილი სტილი. როგორც ერთი ადგილობრივი მიმომხილველი წერდა - "საბედნიეროდ The Killers არ გავს არც ერთ სხვა ჯგუფს ქალაქში" და მათ საუნდს ადარებდა ბრიტანულ თანამედროვე მუსიკის და ინდი-როკის ნაზავს. ჯგუფი, რომლის საუნდს ასევე ხშირად ახასიათებდნენ, როგორც ერატიკულს, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ზოგი შემსრულებელი ტოვებდა The Killers, ზოგიც ახალი წევრი ხდებოდა.

დრამერი რონი ვანუჩი უმც. (Ronnie Vannucci, Jr.) და ბასისტი მარკ სტერმერი (Mark Stoermer) უკვე სხვა ჯგუფების შემსრულებლები იყვნენ, როდესაც ხვდებიან კენინგს და ფლაუერს, ვინც ისინი დაარწმუნა გადმოსულიყვნენ The Killers. ეს ასეც ხდება და 2002 წლის ნოემბერში ჯგუფი დღევანდელ სახეს იღებს. ოთხი ახალგაზრდა ვანუჩის ავტოფარეხში იწყებს ერთად ახალი მუსიკის იდეებზე მუშაობს. ბიჭები სავარჯიშოდ ღამღამობით ხშირად ჩუმად იპარებიან ლას-ვეგასის ნევადის უნივერსიტეტის სარეპეტიციო დარნბაზში. აქ რონ ვანუჩი უმც. კლასიკურ დასარტყმელ ინსრუმენტებს სწავლობს. სწორედ ამ დროს დაიწერა ჯგუფის სადებიუტო ალბომი Hot Fuss, მასში შესული ჰიტები, „Somebody Told Me“ და „Smile Like You Mean It“.

ახალშექმნილი ჯგუფი გამოსვლებს ლას-ვეგასის და ახლო მდებარე ქალაქების მცირე დარბაზებში განაგრძობს. სადაც მას უკვე გამოუჩნდა პატარა, მაგრამ ერთგული ფანების ჯგუფი. შეერთებული შტატების და დანარჩენ მსოფლიოს მუსიკალურ ბაზარზე გავლენიანი მულტინაციონალი მუსიკალური ლეიბლის, უორნერ ბრაზერს რექორდსის ახალგაზრდა დამწყებ შემსრულებლებთან მუშაობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრეიდენ მერიკი (Braden Merrick) ინტერნეტში შემთხვევით ნახულობს ლას-ვეგასში და მის შემოგარენში არსებული უცნობი მუსიკალური ჯგუფების ვებ-გვერდზე The Killers-ების დემოს. ჯგუფის ცოცხალი შესრულების მოსმენის შემდეგ მერიკი მათ კონტრაქტს თავაზობს, და ამავდროულად მათი მენეჯერიც ხდება. მერიკს ბიჭები დემოს ჩასაწერად აღიარებულ კონტროვერსიული პანკ-როკ ჯგუფ Green Day-ს ყოფილ მენეჯერ ჯეფ ზალცმანთან (Jeff Saltzman) ერთად კალიფორნიის, თავისი ლებერალიზმით და გრამჩამწერი სტუდიით განთქმულ პატარა ქალაქ ბერკლში მიყავს. შემდეგ მერიკი და ზალცმანი დემოს შეერთებული შტატების ყველა დიდ მუსიკალურ ლეიბელს უგზავნიან.

დარიგებულმა დემოებმა მიზანს ვერ მიაღწია. დიდი სტუდიებიდან როკ-ჯგუფს არავინ არ გამოხმაურებია. მხოლოდ „უორნერ ბრაზერსმა“ მიიწვია ისინი ჩიკაგოს MOBfest-ზე. დამწყები შემსრულებლების ეს სამდღიანი შეკრება, სადაც ყველა დიდი და საშუალო სიძლიერის მუსიკალური ლეიბლი გზავნის თავის A&R დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რათა მოიძიონ მომავალი ვარსკვლავები, მნიშვნელოვანია როგორც გრამჩამწერი კომპანიების ასევე ახალბედებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ „უორნერ ბრაზერსი“ დიდად არ აღფრთოვანებულა The Killers გამოსვლით შეკრებაზე. მუსიკალურ ივენთზე აღმოჩნდა ვინმე ბრიტანელი ნიალ ნორბარი (Niall Norbury), ვინც ბიჭების ხუთნომრიანი დემო სახლში წაიღო და შემდეგ ინდი-ლეიბლის, „Lizard King Records“ წარმომადგენლებს მოასმენინა. The Killers 2003 წლის ივლისში კონტრაქტს აფორმებს ბრიტანულ ლეიბლთან.

2003-05 წლები, ალბომი „Hot Fuss“[რედაქტირება]

2003 წლის 19 აგვისტოს BBC Radio 1-ზე შედგა „Mr. Brightside“ პრემიერა. The Killers გაემგზავრა ლონდონში სადაც ოთხ კონცერტს ატარებს. 2003 წლის 29 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში „Mr. Brightside“ შეზღუდული რაოდენობით გამოდის როგორც CD-ზე ასევე გრამფირფიტაზე. მუსიკალური კრიტიკა დადებითი შეფასებებით ხვდება ჯგუფის დებიუტს. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მათ იწვევენ სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებზე. The Killers-ით ინტერესდება ბევრი გრამჩამწერი სტუდია, საბოლოოდ ჯგუფი კონტრაქტს აფორმებს კომპანია „Island Def Jam“-თან.

2003 წლის ნოემბერში ჯეფ ზალცმანის ხელმძღვანელობით ჯგუფის წერს თავის პირველ ალბომს „Hot Fuss“. 2004 წლის ივნისში მუსიკალურ ბაზარზე ალბომს დიდ ბრიტანეთში უშვებს „Lizard King Records“, ხოლო შეერთებულ შტატებში - „Island Records“.

„Hot Fuss“-ის გამოსვლას ბევრი კრიტიკოსი დადებითად, ზოგიც აღფრთოვანებით აფასებს. ჯგუფი ხშირად დადის ტურნეებში, ხდება მოთხოვნადი. პრესტიჟული გრემის ნომინანტები ხდება სინგლები, 2005 წელს - „Somebody Told Me“; 2006 წელს კი -„Mr. Brightside“ და „All These Things That I've Done“. The Killers სადებიუტო ალბომი მნიშვნელოვანი კომერციული წარმატებით სარგებლობს. „Hot Fuss“ დიდ ბრიტანეთის ჰიტ-პარადებში 2005 წლის იანვარში პირველ ადგილზე გადის. გამოსვლიდან შვიდი თვის შემდეგ ალბომი 7-ჯერ ხდება პლატინის, როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე ირლანდიაში (ბრიტანული პლატინა უტოლდება 300.000 ცალ გაყიდულ CD ან/და გრამფირფიტას). შეერთებულ შტატებში ალბომი სამჯერ ხდება პლატინის (აშშ-ს პლატინა უტოლდება 1 მლნ. ცალს). ალბომი პლატინა ასევე ხდება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მონტე-კარლოში ყოველწლიურად გამართული „მსოფლიო მუსიკალური პრიზები“ (The World Music Awards) 2005 წელს The Killers ასახელებს როგორც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად დებიუტანტ ჯგუფs. 2005 წელს ჯგუფი გრემის სამ ნომინაციაშიც ხვდება, მათ შორის როგორც „წლის საუკეთესო როკ-ალბომი“.

2005 წლის ივნისისთვის The Killers უკვე ამბობს თავისის სიტყვას მუსიკის სამყაროში. ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერაც ჯგუფი სახელდება როგორც „გასული წლის საუკეთესო გაყიდვადი ახალი როკ-ჯგუფი“. ჯგუფის წამყვანი მომღერალი ბრენდონ ფლაუერსი ცნობილი ხდება თავისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილით. მედიაში ხშირად ისმის მწვავე რეაქციები მის სხვადასხვა სახის გამონათქვამებზე: რწმენაზე, რელიგიაზე, სექსზე, ოჯახზე, შვილებზე, მის კოლეგებზე. ბიზნესში გავლენიანი და პოპულარული რეპერი ჯეი-ზი, 2005 წელს ჯგუფის „საუნდს“ ასე ახასიათებს, „მათ აიღეს ძველი და სრულიად ახალი ჟღერადობა მიანიჭეს“. 2005 წლის ივლისში ჯგუფი ლონდონში Live 8, საქველმოქმედო კონცერტში იღებს მონაწილეობას. სადაც მასთან ერთად გამოდიან ან მის ნომრებს ასრულებენ, როკ-ჯგუფები, ბრიტანული Coldplay, ირლანდიური U2, და გასული საუკუნის 90-იანი წლებში პოპულარული ბოიბენდის Take That-ის ვარსკვლავი რობი უილიამსი.

2005–07 წლები, ალბომები „Sam's Town“ და „Sawdust“[რედაქტირება]

2006 წლის 2 ოქტომბერს ჯერ დიდ ბრიტანეთში, მეორე დღეს კი შეერთებულ შტატებში გამოდის The Killers სტუდიაში ჩაწერილი რიგით მეორე ალბომი. რომლის სახელწოდება „Sam’s Town“, მოდის ლას-ვეგასის უძველესი კაზინოდან. ადგილობრივი მაცხოვრებლები „Sam’s Town“ მეტსახელადაც ეძახიან თვითონ ქალაქს. ჯგუფის თქმით, ალბომში შესული ნომრები ეძღვნება იმ ამერიკას, რომელზეც ადამიანები ოცნებობდნენ და ყოველთვის იოცნებებენ. ფლაუერსის განცხადებით, რომელიც უმეტესი სიმღერების ტექსტის ავტორიც არის, „მინდოდა შემექმნა ალბომი, რომელიც აჩვენებდა ყველაფერ მნიშვნელოვანს, რამაც დღემდე მომიყვანა.“ ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში გაყიდულია ალბომის დაახლოებით 8 მლნ. ეგზემპლარი.

კაზინო Sam's Town ლას-ვეგასში

ნიდერლანდელი ფოტოგრაფი, რეჟისორი ანტონ კორბაინი მხატვრულად აფორმებს ალბომს. მისი თქმით ალბომის ყდისთვის The Killers უნდოდა „ელეგანტური და ბოშური იმიჯი“. ალბომი უკვე გამოსვლის კვირას იყიდება 315,000 ცალი და შეერთებულ შტატებში იკავებს მეორე ადგილს ბილბორდის ჰიტ-პარადის ჩამონათვალში. „Sam's Town“ ხდება „პლატინა“ აშშ, დიდი ბრიტანეთს, ავსტრალია, კანადა, არგენტინასა და ირლანდიაში. ალბომში შესული ნომრები კვლავ ჰიტტდება, განსაკუთრებით „When You Were Young“. „Sam's Town“ ასევე ხვდება გრემის ნომინაციებში.

2009 წლის დეკემბერში მუსიკის სფეროში პოპულარული ყოველთვიური გამოცემა როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ჟურნალის მკითხველის აზრით „Sam's Town“ გასული ათწლეულის ყველაზე დაუფასებელი ალბომია.

2007 წლის 9 ნოემბერს Vertigo Records უშვებს ჯგუფის კომპილაციურ ალბომს ნახერხი(Sawdust). ალბომი შედგება ორი სინგლის, B-მხარისგან, 2002 და 2007 წლებში ჩაწერილი რემიქსების და ქავერებისგან. Sawdust-ის შექმნაზე დიდი გავლენა იქონია როკ-ჯგუფების Oasis, The Smiths, The Smashing Pumpkins, ნირვანას სხვადასხვა დროს გამოცემულმა სინგლების B-მხარემ.

2007 წლის თებერვალში ტიმ ბარტონმა გადაიღო თავისი პირველი კლიპი „Bones“. ჯგუფის ამ ვიდეომ კრიტიკის აღიარება პოვა, ასევე გაიმარჯვა ბრიტანული NME Awards-ზე „საუკეთესო მუსიკალური კლიპი ნომინაციაში“. ალბომის პირველი სინგლი „Tranquilize“ რომელიც შეიქმნა Lou Reedისს თანამშრომლობით, გამოვიდა 2007 წლის ოქტომბერში.

ალბომში ასევე შევიდა ინგლისური პოსტ-პანკ ჯგუფ Joy Division-ის „Shadowplay“ ქავერი. ეს ქავერი შემდეგ Anton Corbijn გამოიყენა თავისი ბიოგრაფიული ფილმისთვის „Control“ (2007), ამ ინგლისური ჯგუფის წამყვან ვოკალისტის იან კერტისის ტრაგიკულ ცხოვრებაზე.

ალბომის გამოსვლიდან პირველ კვირას გაიყიდა 82.000 ეგზემპლიარი, აშშ-ს ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომებში დაიკავა 12 ადგილი. მეორე იყო iTunes ჩარტებში, სადაც პირველობა მხოლოდ Alicia Keys ჰიტ-ალბომს „As I Am“ დაუთმო. დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ალბომის 1 მლნ. ეგზემპლიარი.

2007-2011წლები, ალბომი „Day & Age“[რედაქტირება]

The Killers გამოსვლა 2009 წ.

მესამე სტუდიის ალბომის ჩასაწერად The Killers თანადგომისთვის მიმართავს ელექტრონულ მუსიკოსს ბრიტანელ სტიუარტ პრაისს. „Day & Age“ გამოვიდა 2008 წლის 25 ნოემბერს დიდ ბრიტანეთს, კანადასა და შეერთებულ შტატებში. ჯგუფის წამყვნამა ვოკალისტმა ბრენდონ ფლაუერსმა განაცხადა რომ ალბომი ჯგუფის „ყველაზე მხიარული ჩანაწერია“. დღეისათვის მსოფლიოში გაყიდულია ალბომის 3 მლნ. ეგზემპლარი. „Day & Age“ გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა მოუაწყო წარმატებული მსოფლიო ტური.

ახალი ალბომისთვის ნომრების ჩაწერა ჯგუფმა „Sam's Town“-ის ტურის დროს დაიწყო. ისე რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ, პრაისს უკვე ქონდა The Killers რამდენიმე რემიქსი გაკეთებული. მათი პირველი შეხვედრა შედგა ერთობლივ ვახშამზე 2006 წელს ლონდონში. რის შემდეგ ერთად პრაისის საკუთარ ხმისჩამწერ სტუდიაში ორ საათში ჩაწერეს „Human“. ნომერი გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში და კრიტიკის მხრიდან საკმაოდ კარგად იყო მიღებული, ნომერი ასევე სწრაფად ხდება პოპულარული.

„Day & Age“ იკავებს პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ჰიტ-პარადებში, ასევე მეექვსე ადგილს „Billboard 200“ ალბომის ჩარტში. ამავე ქვეყნებში 4-ჯერ ხდება პლატინა.

2010 წლის იანვარში ჯგუფმა განაცხადა, რომ ექვსი წელი ხშირი გასტროლების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება შესვენების აღების შესახებ. რაც დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა.

2011-13 წლები, დაბრუნება და ალბომი „Battle Born“[რედაქტირება]

2011 წლის 2 აპრილს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში Lollapalooza ფესტივალზე გამოსვლით The Killers კვლავ დაუბრუნდა აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას. რის შემდეგაც ჯგუფი ასევე გამოდიოდა სხვადასხვა ფესტივალებზე თუ ივენთებზე ავსტრიაში, ლონდონის ჰაიდ პარკში, ორლანდოში ფესტივალზე „Orlando Calling“.

ბრენდონ ფლაუერსი 2012 წ.

2012 წლის 23 აპრილს ჯგუფის შემოქმედების აქტიური თანამონაწილე 33 წლის საქსოფონისტი ტომი მარტი (Tommy Marth) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ლას-ვეგასში საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. პოლიციის ოფიციალური ვერსიით საქმე ეხებოდა თვითმკვლელობას.

2012 წლის ივნისში The Killers ოფიციალურ VEVO გვერდზე აიტვირთა რიგით მეოთხე ალბომის „Battle Born“ ტრეილერი. ალბომის სახელწოდება მოდის შტატ ნევადას დროშის ოფიციალური სახელწოდებიდან.

„The Killers“ სტუდიაში ჩაწერილი მეოთხე ალბომი „Battle Born“ გამოვიდა 2012 წლის 18 სექტემბერს. ეს „The Killers“ ზედიზედ მეოთხე ალბომია, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ალბომების ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. ალბომი მალევე ხდება „პლატინა“ გაერთიანებულ სამეფოშში, და „ოქრო“ ირლანდია, მექსიკასა და ავსტრალიაში.

ჯგუფის ახალმა ტურნემ, „Battle Born World Tour“ დაადასტურა რომ ისინი ფართო პოპულარობით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში. „The Killers“ ასევე ქონდა გამოსვლები ჩინეთსა და რუსეთში. 2013 წლის 22 ივნისს ჯგუფმა მოაწყო თავისი ყველაზე დიდი შოუ, 90.000 მაყურებლით, ლონდონის სახელგანთქმულ უემბლის სტადიონზე. სადაც შეასრულა ამ გამოსვლისთვის სპეციალურად შექმნილი ნომერი. პრესა უემბლის კონცერს ძალიან დადებითად გამოეხმაურა.

„The Killers“ ახალი ალბომის ნომრებით კვლავ დიდი წარმატებით გამოვიდა სხვადასხვა ფესტივალებზე ევროპაში, ავსტრალიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. 2013 წლის ოქტომბერში, მშობლიურ ქალაქში ახალ ფესტივალზე, „Life Is Beautiful“ გამოსვლით ჯგუფმა ოფიციალურად დახურა „Battle Born World Tour“.

2013 წლიდან დღემდე, „Direct Hits“ და მეხუთე ალბომი[რედაქტირება]

2013 წლის 11 სექტემბერს ჯგუფმა დატვიტა ფოტო, რაზეც მორზეს ანბანის ხუთი სტროფია გამოსახული, და შემდეგნაირად ითარგმნება „The Killers Shot at the Night“. 2013 წლის 16 სექტემბერს, ლონდონში გამართული მათი პირველი შოუს ზუსტად ათი წლის შემდეგ „The Killers“ გამოუშვა ახალი სიმღერა, „Shot at the Night“. სიმღერა შევიდა ჯგუფის მეორე კომპილაციურ ალბომში „Direct Hits“, რომელიც გამოვიდა 2013 წლის 11 ნოემბერს. ალბომში შესულია ჯგუფის ყველა პოპულარული ნომერი. და კიდევ ერთი ახალი სიმღერა „Just Another Girl“.

ალბომის გამოსვლას მოჰყვა მცირე სარეკლამო ტური. 2014 წელს ჯგუფი ასევე გამოვიდა რამდენიმე ფესტივალზე. შემდეგ The Killers განაცხადეს, რომ შემდგომ, მეხუთე ალბომზე მუშაობის დაწყებამდე იღებენ ხანგრძლივ შესვენებას.

გრამჩამწერი სტუდია და სოლო კარიერა[რედაქტირება]

2008 წლიდან The Killers შტატ ნევადას განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქ უინჩესტერში ფლობს და მართავს გრამჩამწერ სტუდია „Battle Born Studios“ (ყოფილი „Studio Vegas“).

  • 2010 წელს ბრენდონ ფლაუერსი უშვებს ალბომ, Flamingo. უკვე დაგეგმილია 2015 წელს მისი მეორე სოლო ალბომის გამოშვება.
  • რონი ვანუჩის ახალი მუსიკალური პროექტი „Big Talk“ 2011 წელს უშვებს პირველ ალბომს იგივე სახელწოდებით „Big Talk“.
  • მარკ სტერმერი 2011 წელს უშვებს ალბომს „Another Life“. სტერმერი ასევე არის ავსტრალიური როკ-ბენდ „Howling Bells“ ალბომის „The Loudest Engine“ (2011) პროდიუსერი.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება]

ითვლება რომ The Killers ასრულებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ კომპოზიციებს, როგორიცაა: ალტერნატიული როკი, ინდი-როკი, პოსტ-პანკ რივაივლ, ნიუ-უეივ, ჰართლენდ-როკი.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება]

მოქმედი წევრები

  • ბრენდონ ფლაუერსი (Brandon Flowers) - ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები [3], აკუსტიკური ბასი (2001 წ.-დღემდე)
  • დეივ კენინგი (Dave Keuning) - გიტარა, ვოკალი (2001 წ.-დღემდე)
  • მარკ სტერმერი (Mark Stoermer) - ბას-გიტარა, ვოკალი (2002 წ.-დღემდე)
  • რონი ვანუჩი უმც. (Ronnie Vannucci, Jr.) - დასარტყამი ინსტრუმენტები [4] (2002 წ.-დღემდე)

ყოფილი წევრები

  • დელ ნილი (Dell Neal) - ბას-გიტარა, ვოკალი (2001-2002 წლები)
  • მეთ ნორქროსი (Matt Norcross) - დასარტყამი ინსტრუმენტები (2001-2002 წლები)
  • ბრაიან ჰევენსი (Brian Havens) - დასარტყამი ინსტრუმენტები (2002 წ.)

ტურნეს დროს

  • ბობი ლი პარკერი (Bobby Lee Parker) - გიტარა (2008 წ. -დღემდე)
  • ტედ საბლეი (Ted Sablay) - კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, ბექ-ვოკალი (2006-2007 წლები, 2011 წ.-დღემდე)
  • ჯეიკ ბლენტონი (Jake Blanton) - კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, ბექ-ვოკალი (2011 წ.- დღემდე)
  • რობ უაითიდი (Rob Whited) - დასარტყმელი საკრავები (2006 წ. - დღემდე)

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Killers-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Killers&oldid=2860340“-დან