ნიუ მეტალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუ-მეტალი
ჟანრობრივი წარმომავლობა: ალტერნატიული მეტალი
გრუვ მეტალი
ფანკ მეტალი
მძიმე მეტალი
გრანჟი
რეპ მეტალი
ჰიპ-ჰოპი
კულტურული წარმომავლობა: შუა 1980-იანების აშშ
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: გიტარა - ბასი - დასარტყამები ვოკალი
მეინსტრიმული პოპულარობა: 1990-იან წლების შუაგული და მეოცე საუკუნის დასაწყისი

ნიუ-მეტალი (ინგლ. new metal — ახალი ლითონი. ხშირად წერენ როგორც nu metal ან nü metal) არის მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 90-იანი წლების შუაგულში გრანჟის ალტერნატიული მეტალის ფანკის ჰიპ-ჰოპისა და სხვადასხვა ჰევი მეტალის ჟანრების ზეგავლენით. (კერძოდ: თრეშ მეტალის, გრუვ მეტალისა და ინდუსტრიული მეტალის.) ამ ჟანრში შესრულებული სიმღერებში გამოკვეთილია რითმი და სტრუქტურა. ამ ჟანრში ხშირად გამოიყენება ელექტრო გიტარა, რომლის სიმები ოდნავ მოშვებულია რათა ხმა დაბურული იყოს.

ნიუ-მეტალმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და 2001 წელს პიკზე იყო, როდესაც ნელ-ნელა უკანსვლა იწყო. დღესდღეობით ნიუ მეტალ ჯგუფები თითქმის არ არსებობენ. უმრავლესობამ ალტერნატიული როკის ან ალტერნატიული მეტალის შესრულება დაიწყო, მაგ: slipknot, ლინკინ პარკი და Disturbed. ზოგი დაიშალა (ან შეწყვიტა ალბომების გამოცემა), მაგ: ლიმპ ბიზკიტი, KoЯn, system of a down და სხვები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ, მაგ: P.O.D, Adema.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-მეტალის დამფუძნებელი ჯგუფი koRn 2009 წლის ზაფხულში აპირებს ახალი ალბომის გამოშვებას. ჯგუფის წევრები გვპირდებიან (ანალოგიური თქვა ფრედ დარსტმა (ლიმპ ბიზკიტის ვოკალისტმა) ალბომი 2008 წელს უნდა გამოვიდეს), რომ ახალი ალბომი მძიმე იქნება და რომ ძველ სტილში აპირებენ ნოემბერში ალბომის ჩაწერას. (კორნმა სტილი ერთხელ უკვე შეიცვალა და მსუბუქი ჯგუფი გახდა, რისგამოც 2005 წელს გიტარისტმა ბრაიან უელჩმა ჯგუფი დატოვა.)

შექმნა[რედაქტირება]

ჟანრის ისტორია დაიწყო თრეშ (thrash metal) „გიგანტის“ Anthrax ისა და ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Public Enemyს თანამშრომლობით. თრეშ მეტალისა და რეპის ნაზავმა დიდი ზეგავლენა მოახდინა რამდენიმე ახალშექმნილ ჯგუფზე. ესენი იყვნენ: Snot, Manhole, Human Waste Project, და KoЯn. სწორედ სნოტი, მენჰოლი, ჰიუმენ ვეისთ ფროჯექთი და ქორნი არიან ნიუ მეტალის პირველი წარმომადგენლები. ყველა მათგანი 90 იანი წლების შუაგულში შეიქმნა სამხრეთ კალიფორნიაში. ნიუ მეტალის შექმნას ხელი შეუწყო ლეგენდარულმა ჯგუფმა nirvanaმაც რომლის დამსახურებაა ალტერნატიული როკის აღმასვლა.

პროდიუსერ როს რობინზონს ბევრმა უწოდა ნიუ მეტალის „ნათლია“ რადგან მან წარმატებით უპროდიუსერა რამდენიმე ნიუ მეტალ ალბომს მათ შორის გამოსარჩევია Korn ის Korn.

გავლენა[რედაქტირება]

ქორნის ტიპიური მუსიკა შეიქმნა Mr. Bungle-ის გიტარისტის Trey Spruance ის გავლენით რომლის მიბაძვასაც ცდილობდნენ ჯგუფის წევრები. მათზე დიდი ზეგავლენა აქვს ჯგუფ Faith No More-საც (სხვათაშორის Mr. Bungle ი და Trey Spruance ი Faith No More შიც უკრავდნენ) რომლის ერთ ერთმა წევრმა თქვა რომ ქორნი ცდილობდა მათ მიბაძვას რადგან Faith No More იყო განსხვავებული მეტალ ჯგუფი და განსხვავებულ მუსიკას ქმნიდა. ნიუ მეტალ ჯგუფებზე გავლენა აქვს ლეგენდარულ ჯგუფს Black Sabbath-საც (Black Sabbath ში ოზი ოზბორნი მღეროდა).

პოპულარობა[რედაქტირება]

ნიუ-მეტალის დებიუტი "მეინსტრიმში" შედგა 1998 წელს როდესაც koRnის ალბომმა Follow The Leader დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსგავსი სტილის ჯგუფები "გამოიყვანა მზის სინათლეზე" ბევრი ჯგუფი ცდილობდა ქორნის მიბაძვას მათ შორის იყო limp bizkit. 1999 წელს გამოვიდა Significant Other რომელიც პირველ კვირას 634, ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. სინგლებმა: Nookie და Break Stuff დიდი წარმატება მოუტანეს ჯგუფს. იმ წელსვე ალბომები გამოუშვეს სოადმა სტეინდმა და ქორნმა. ამ ალბომებმაც რა თქმა უნდა წარმატებას მიაღწიეს. კიდევ ერთი მიზეზი წარმატებისა არიან ფესტივალები: Family Values Tour, Lollapalooza, Ozzfest, და Woodstock 99. ამ წლებში მეინსტრიმში შეაღწია ძალიან ბევრმა ნიუ-მეტალ ჯგუფმა Papa Roach, P.O.D, slipknot, System Of A Down, Linkin Park. ალბომებით: Satellite slipknot Toxicity Hybrid Theory. ნაკლებად პოპულარულმა ჯგუფებმაც (მაგ:Adema და Saliva) მიაღწიეს წარმატებებს 2001 წელს ჟანრი პიკზე იყო ემტივი ზე და რადიოში ნიუ-მეტალს ეკავა მთავარი ადგილი და სულ უფრო მეტლი ჯგუფი იქმნებოდა ამ სტილში.

დაცემა[რედაქტირება]

2002 წელს ნიუ-მეტალის უკუსვლა აშკარა გახდა koRnის "დიდიხნის ნანატრი" მეხუთე ალბომი Untouchables და papa roach ის მეორე ალბომი Lovehatetragedy არ გაიყიდა ისე როგორც მათი "წინაპრები". რადიოში ძველებურად აღარ ისმოდა ნიუ-მეტალის "ჰანგები" (ემტივიმ კონცენტრაცია პოპ პანკ (New Found Glory, Yellowcard,Good Charlotte) და ჰიპ-ჰოპ ჯგუფებზე მოახდინა. 2002/2003 წლებში გაგრძელდა ნიუ-მეტალის კვდომა და 2005 წელს ჟანრი უკვე წარსულს ჩაბარდა.

ჯგუფები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]