ბოიბენდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოიბენდი (იგივე ბიჭების მუსიკალური ჯგუფი) პოპ ან ჰიპ ჰოპ ჯგუფია, რომელშიც სამი ან მეტი ახალგაზრდა მომღერალი მამაკაცი ერთიანდება. მიდის მსჯელობა იმ საკითხზეც, ეწოდოს თუ არა ბოიბენდი ისეთ ჯგუფს, რომელშიც 5-ზე მეტი წევრია. ბოიბენდის წევრები, ხშირ შემთხვევაში, სიმღერასთან ერთად, ცეკვავენ კიდეც და თავიანთი მუსიკის ფონზე, დახვეწილ ქორეოგრაფიულ ილეთებსაც ასრულებენ. ბოიბენდების განსაზღვრის რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისება არ არსებობს, მაგრამ ასეთი ტიპის ჯგუფები ხშირად მეინსტრიმულ მუსიკალურ ტენდენციებს მიყვებიან, ახალი მოდური მიმართულებების შესაბამისად იცვლიან იერს, მისი წევრები პროფესიონალი მოცეკვავეები არიან და სრულყოფილ, დახვეწილ შოუებს ამზადებენ. ისინი, ძირითადად, საეკლესიო გუნდებიდან ან გოსპელის მუსიკალური ჯგუფებიდან აღმოცენდებიან, მაგრამ უფრო ხშირად, ბოიბენდების შექმნა მაინც მენეჯერებს და პროდიუსერებს უკავშირდება, რომლებიც ჯგუფებს გარეგნობის, პლასტიკურობის, გარეპვის უნარის და ვოკალური მონაცემების მიხედვით აკომპლექტებენ. ასეთი ტიპის ჯგუფებს ხშირად ხელოვნურია. როგორც წესი, ბოიბენდებში სამიდან ექვს წევრამდეა, რომელთა რეპერტუარშიც საცეკვაო და სასიმღერო ნომრებია.

[რედაქტირება] გაყიდვების მიხედვით, ყველაზე წარმატებული ბოიბენდები

ბიჭების ჯგუფი გაყიდვები ჟანრი სტუდიური ალბომი წევრები მოღვაწეობის წლები
1. აშშ-ის დროშა ბექსტრიტ ბოიზი 100 მილიონი < [1][2] პოპი 6 4 - 5 1993 - დღემდე (14 წელი)
2. აშშ-ის დროშა ნიუ კიდს ონ ზი ბლოკი 70 მილიონი < [3] პოპი 4 5 1986 – 1994 (8 წელი)
3. აშშ-ის დროშა ბოიზ თუ მენი 60 მილიონი < [4] რ&ბ 7 3 - 5 1990 - დღემდე (17 წელი)
4. აშშ-ის დროშა *ენსინკი 50 მილიონი < პოპი 5 5 1995 - 2002 (7 წელი)
5. ირლანდიის დროშა უესტლაიფი 45 მილიონი < [5] პოპი 8 4 - 5 1998 - დღემდე (9 წელი)
6. აშშ-ის დროშა ნიუ ედიშენი 20 მილიონი < რ&ბ 7 4 - 6 1983 - დღემდე (24 წელი)
7. გაერთიანებული სამეფოს დროშა თეიქ ზეთი 19 მილიონი < პოპი 4 4 - 5 1990 - 1996, 2005-დღემდე (8 წელი)

[რედაქტირება] სქოლიო


პოპ მუსიკა
სტილის მიხედვით: ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი
ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი

რეგიონის მიხედვით: ამერიკული პოპი - ჩინური პოპი (კანტოპოპი, მანდოპოპი) - ტაივანური პოპი - ჰონგ კონგური ინგლისური პოპი
ევროპოპი (ავსტროპოპი, ნიდერპოპი) - ინდური პოპი (ბჰანგრა, ფილმი)
იაპონური პოპი - კორეული პოპი - იუგოსლავიური პოპი

სხვა თემები
ბოიბენდი - გოგონების ჯგუფი - პოპ კერპი - პოპულარული მუსიკა - პოპ კულტურა - ზაფხულის ჰიტი



პირადი ხელსაწყოები