იენ კერტისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იენ კერტისი
Ian Curtis (Joy Division).jpg
იენ კერტისი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იენ კევინ კერტისი
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1956
წარმოშობა ინგლისელი
გარდ. თარიღი 18 მაისი, 1980
ჟანრ(ებ)ი პოსტ-პანკი
აქტიური 1976–1980
ლეიბლ(ებ)ი Factory Records
ასოციაციები Joy Division
სამარხი კერტისის ფერფლით

იენ კევინ კერტისი (ინგლ. Ian Kevin Curtis; დ. 15 ივლისი 1956 - გ. 18 მაისი 1980) — ინგლისელი მუსიკოსი, პოსტ-პანკ ჯგუფ Joy Division-ის წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი. Joy Division-ის სადებიუტო ალბომი იყო Unknown Pleasures,იენ კერტისი დაავადებილი იყო ეპილეფსიითა და დეპრესიით,მან 1980 წელს Joy Division-ის პირველი ამერიკული ტურნეს წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადრეული ცხოვრება და ქორწინება[რედაქტირება]

იენ კერტისი დაიბადა Memorial Hospital-ში სელფორდში, მანჩესტერში. ბავშვობაშივე გამოამჟღავნა პოეზიისადმი მიდრეკილება. 11 წლის ასაკში დაჯილდოვდა The King's School-ის სტიპენდიით. სწავლა მიატოვა და ყურადღება მიაპყრო ხელოვნებას. ის აღიზარდა The Who-ს, The Velvet Underground-ის, The Stooges-ის შემოქმედებაზე. აღფრთოვანებული იყო ჯიმ მორისონის, ჯენის ჯოპლინის და ჯეიმზ დინის ტალანტით.

იენი მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში, მათ შორის მოხელედ მანჩესტერში.

1975 წლის 23 აგვისტოს ის დაქორწინდა თავის სკოლის მეგობარზე - დებორა ვუდრაფზე. იენი იყო 19-ის, ხოლო დებორა - 18-ის. 1979 წლის 16 აპრილში დაიბადა მათი ქალიშვილი ნატალი.

Joy Division[რედაქტირება]

Joy Division

1976 წელს იენი შეხვდა ბერნარდ სამნერს და პიტერ ჰუკს. ისინი ცდილობდნენ ჯგუფის შექმნას და იენმა მაშინვე საკუთარი ტექსტები და ვოკალი შესთავაზა. ტრიოს ბოლოს შეუერთდა სტივენ მორისი (დასარტყმელი საკრავები).

ჯგუფმა დაირქვა Warsaw, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე არსებდა სხვა ჯგუფი - Warsaw Pakt, მათ სახელი შეიცვალეს და დაირქვეს Joy Division. ჯგუფი პანკ როკის ჟანრის მუსიკას უკრავდა, რომელიც გადაიზარდა პოსტ-პანკის ჟანრში. Joy Division-ის სადებიუტო ალბომი იყო 1979 წლის „Unknown Pleasures“.

იენი ცნობილი გახდა თავისი უნიკალური ხმითა და ცეკვის მანერით. 1979 წლის ნოემბერში მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ Northern Lights-ს თავისი ცეკვის სტილისა და შესრულების მანერის შესახებ. მისი განმარტებით, ცეკვით გამოხატავდა სიმღერის ემოციურ და ლირიკულ კონტექსტს. ის მღეროდა ბარიტონით , განსხვავებით მისი სასაუბრო ტენორი ხმისგან. იენი ვოკალისტობის გარდა ასევე უკრავდა გიტარაზე.

თვითმკვლელობა[რედაქტირება]

იენ კერტისის ბოლო შესრულება იყო 1980 წლის 2 მაისს, High Hall-ში, ბირმინგემის უნივერსიტეტში. იქ იენთან ერთად შესრულებული იყო პირველად და უკანასკნელად „Ceremony“,რომელიც შემდგომში შევიდა New Order-ის რეპერტუარშ.

იენი ეპილეფსიით იტანჯებოდა, ამას დაემატა უიღბლო ქორწინება და დეპრესიაც. 1980 წლის 17 მაისს იენმა მშობლების სახლი დატოვა და დებორასთან შესახვედრად წავიდა,თუმცა შეხვედრა უშედეგო გამოდგა. 18 მაისს მან თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში, სარეცხის საშრობი თოკით. დებორამ მომდევნო დილით მისი სხეული სამზარეულოში იპოვა.

კერტისის სხეულის კრემაცია მოხდა 23 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Curtis, Deborah (1995) Touching from a Distance — Ian Curtis and Joy Division, Faber and Faber Limited; ISBN 0-571-17445-0
  • Middles, Mick and Reade, Lindsay (2006) Torn Apart: The Life of Ian Curtis, Omnibus Press; ISBN 1-84449-826-3
  • Heylin, Clinton and Wood, Craig (1988) Joy Division: Form (and Substance), Sound Pub; ISBN 1-871407-00-1
  • Middles, Mick (1996) From Joy Division to New Order, Virgin Books; ISBN 0-7535-0638-6
  • Edge, Brian (1984) Pleasures and Wayward Distractions, Omnibus Press; ISBN 0-7119-1439-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]