კომპილაციური ალბომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპილაციური ალბომი არის ისეთი ალბომი, რომელშიც შესულია პოპულარული სიმღერებიერთი ან მეტი შემსრულებლებისა. ხშირად აღებულია განსხვავებული ობიექტებიდან(სტუდიური ალბომიდან, ცოცხალი ალბომიდან, სინგლებიდან და სხვადან). სიმღერები უმეტესად აღებულია საერთო ნიშნის(ჟანრი, პოპულარობის ხარისხი, თემა და სხვ.) მიხედვით. როდესაც სიმღერები აღებულია ერთიდაიგივე პიროვნების რეპერტუარიდან, კომპილაციური ალბომს მოიხსენებენ როგორც რეტროსპექტულს. ასეთი ტიპის ალბომი შეიძლება ატარებდეს მარკეტინგული სტრატეგიის ხასიათს.