The Smiths
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| The Smiths | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | მანჩესტერი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ინდი პოპი | |
| აქტიური | 1982–1987 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Rough Trade, Sire/Warner Bros. | |
| ასოციაციები | Electronic, Modest Mouse, Freebass, The Cribs | |
| წევრები | ||
| მორისი ჯონი მარი ენდი რურკი მაიკ ჯოისი დეილ ჰიბერტი კრეიგ გენონი |
||
The Smiths — ინგლისური ჯგუფი, რომელიც ასრულებდა ალტერნატიულ როკს. იგი ჩამოყალიბდა მანჩესტერში, 1982 წელს. კოლექტივის ლიდერი და იდეოლოგი იყო მორისი. ჯგუფში ასევე შედიოდნენ: ჯონი მარი (გიტარა), ენდი რურკი (ბას გიტარა) და მაიკ ჯოისი (დასარტყამი ინსტრუმენტები). კრიტიკოსთა აზრით, The Smiths იყო 1980-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატიული ჯგუფი. [1][2]
ჯგუფს ჰქონდა კონტრაქტი ლეიბლთან Rough Trade Records. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა მათი ოთხი სტუდიური ალბომი და რამდენიმე კრებული, ასევე სინგლები, რომელთა დიდი ნაწილი ალბომში არ შესულა. მიუხედავად ბრიტანეთში მათი მწირი კომერციული წარმატებისა, კოლექტივი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. The Smiths დაიშალა 1987 წელს და არაერთხელ განაცხადა უარი აღდგენაზე.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- The Smiths (1984)
- Meat Is Murder (1985)
- The Queen Is Dead (1986)
- Strangeways, Here We Come (1987)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Reynolds, Simon. Rip It Up and Start Again: Postpunk 1978–1984. Penguin, 2005. p. 392
- ↑ Erlewine, Stephen Thomas. "The Smiths". Allmusic. Retrieved 9 August 2006.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Plundering Desire - ჯგუფის ისტორია
- Morrissey-solo - მორისი და The Smiths, ახალი ამბები
- Passions Just Like Mine - ფანების გვერდი, ვრცელი დისკოგრაფიით
- Vulgar Picture - ილუსტრირებული დისკოგრაფია