ჯეი-ზი
| ჯეი-ზი | ||
|---|---|---|
ჯეი-ზი 2011 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | შონ კორი კარტერი | |
| დაიბადა | 4 დეკემბერი, 1969 ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ |
|
| ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი | |
| საქმიანობა | რეპერი, პროდიუსერი, New Jersey Nets-ის თანამფლობელი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი | |
| აქტიური | 1988–დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Roc Nation | |
| ასოციაციები | Memphis Bleek, The Notorious B.I.G., ბიონსე ნოულსი, რიანა, კანიე უესტი, ფარელი, Young Jeezy, რ. კელი, ლინკინ პარკი, ემინემი | |
| საიტი | ოფიციალური საიტი | |
შონ კორი კარტერი (დ. 4 დეკემბერი, 1969),[1] უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ჯეი-ზი (Jay-Z) — ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობი. იგი არის ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რომლის ქონება 450 მილიონ აშშ დოალრს შეადგენს. [2][3] მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 50 მილიონი ალბომი, მიღებული აქვს 13 გრემის ჯილდო და მრავალი სხვა ნომინიმაცია.[4][5]
ჯეი-ზი არის კლუბის 40/40 და NBA-ს New Jersey Nets თანამფლობელი და ასევე ჩაცმულობის ხაზის Rocawear შემქმნელი. იგი არის Def Jam Recordings-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლეიბლის Roc-A-Fella Records ერთ-ერთი დამფუძნებელი და Roc Nation-ის უშუალო დამფუძნებელი. როგორც სოლო-შემსრულებელს, მას აქვს დამყარებული რეკორდი ბილბორდ 200-ში ერთდროულად რამდენიმე ალბომის წარმატების მხრივ. ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე სხვადასხვა დროს მოხვდა მისი ოთხი სინგლი.
2008 წლის 4 აპრილს მან იქორწინა ბიონსე ნოულსთან. 2009 წლის 11 დეკემბერს ჯეი-ზი ბილბორდის მიერ დასახელებული იქნა 2000-2009 წლების #5 საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად და მეოთხე პოზიციაზე რეპერ შემსრულებელთა სიაში, ემინემის, ნელისა და 50 Cent-ის შემდეგ.[6]
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Reasonable Doubt (1996)
- In My Lifetime, Vol. 1 (1997)
- Vol. 2... Hard Knock Life (1998)
- Vol. 3... Life and Times of S. Carter (1999)
- The Dynasty: Roc La Familia (2000)
- The Blueprint (2001)
- The Blueprint2: The Gift & The Curse (2002)
- The Black Album (2003)
- Kingdom Come (2006)
- American Gangster (2007)
- The Blueprint 3 (2009)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ჯეი-ზი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Mikelbank, Peter. http://www.people.com/people/article/0,,20164322,00.html People Magazine article, December 5, 2007. Retrieved October 31, 2009.
- ↑ The Greatest MCs of All Time MTV. Retrieved on December 26, 2006
- ↑ O'Malley=, Zack. “Jay-Z’s $50 Million Music Box“, Forbes, September 22, 2010. წაკითხვის თარიღი: November 22, 2010.
- ↑ Sherwin, Adam. “Blingedup wellies for Glastonbury arrive at JayZs hotel“, The Times, June 26, 2008.
- ↑ RIAA – Gold & Platinum – August 8, 2008. Riaa.com. წაკითხვის თარიღი: September 4, 2010.
- ↑ http://www.billboard.com/#/charts-decade-end/artists-of-the-decade?year=2009
|
|||||||||||||||||||||||