New Order

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
New Order
ჯგუფის გამოსვლა 2005 წელს
ჯგუფის გამოსვლა 2005 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სელფორდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პოსტ პანკი
ახალი ტალღა
ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა
ჰაუსი
სინთპოპი
ალტერნატიული როკი
ტექნო
აქტიური 1980-1993, 1998-2007[1]
ლეიბლ(ებ)ი Factory
London
Qwest (აშშ)
Warner Bros. (აშშ)
Reprise (აშშ)
საიტი www.neworderonline.com
წევრები
ბერნარდ სამნერი
სტივენ მორისი
ფილ კანინგემი
ყოფილი წევრები
გილიან ალბერტი (1981-2000)
პიტერ ჰუკი (1980-2007)

New Order (ქართ. ახალი წესრიგი) — ინგლისური ჯგუფი, რომელიც 1980 წელს ჩამოაყალიბეს: ბერნარდ სამნერმა (ვოკალი, გიტარა, სინთეზატორი), პიტერ ჰუკმა (ბას გიტარა, ვოკალი, ელექტრონული დასარტყმელი საკრავები) და სტივენ მორისმა (დასარტყმელი საკრავები, სინთეზატორი). ჯგუფი შეიქმნა წინამორბედი კოლექტივის, Joy Division-ის დაშლის შემდეგ. მათ აგრეთვე შეუერთდა გიტარისტი გილიან ალბერტი.

ჯგუფის მუსიკა ითავსებს პოსტ პანკსა და ელექტრონულ საცეკვაო რითმებსა და მელოდიებს. New Order იქცა 1980-იანი წლების ერთ-ერთ წარმატებულ კოლექტივად. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში მათ ჯერ ჰქონდათ შენარჩუნებული Joy Division-ის სტილი, ნიუ იორკის საცეკვაო სცენის გაცნობამ ხელი შეუწყო მათ მუსიკაში ელექტრონული მელოდიების ინტეგრირებას. მათი 1983 წლის ჰიტი „Blue Monday“ ამ გავლენის ნათელი მაგალითია. ჯგუფი არის ლეიბლის Factory Records ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ხოლო მათი სინგლებისა და ალბომების მინიმალისტურმა ყდებმა ხაზი გაუსვეს ამ ლეიბლის ესთეთიკას. როგორც ამტკიცებენ, New Order-მა დიდი გავლენა იქონია ალტერნატიული როკის განვითარებაზეც.

1993-1998 წლებში ჯგუფი დროებით დაშლილი იყო, დაბრუნდა 1998 წელს, ხოლო 2001 წელს გამოუშვა მორიგი სტუდიური ალბომი Get Ready. 2005 წელს ფილ კანინგემმა (გიტარა, სინთეზატორი) შეცვალა გილბერტი, რომელმაც ოჯახური მიზეზების გამო დატოვა New Order. 2007 წელს პიტერ ჰუკმა განაცხადა, რომ მას და სამნერს ერთად თანამშრომლობის გეგმები აღარ ჰქონდათ.[2] მიუხედავად ამისა, ჯგუფი 2011 წელს, ჰუკის გარეშე აღდგა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : New Order-ის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • New Order Online – ნახევრად ოფიციალური საიტი

სქოლიო[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=New_Order&oldid=2744747“-დან