ჟორჟ სადული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ სადული
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1904
დაბ. ადგილი ნანსი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 13 ოქტომბერი 1967
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ხელოვნებათმცოდნეობა

ჟორჟ სადული (ფრანგ. Georges Sadoul; დ. 1904, ნანსი, საფრანგეთი — გ. 1967, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი ისტორიკოსი, თეორეტიკოსი და კინოკრიტიკოსი. დაიწყო როგორც სიურრეალისტმა. 1932 წელს გაწევრიანდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში. მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. თანამშრომლობდა იატაკქვეშა გაზეთ „ლეტრ ფრანზესში“ (იქ მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც). სტატიებს აქვეყნებდა „იუმანიტეში“ და სხვ. ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ფილმოთეკას. უმაღლესი კინოგანათლებისა და ფილმოლოგიის ინსტიტუტების პროფესორი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

ჟორჟ სადულმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი კინემატოგრაფიის საკითხზე, მათ შორის აღსანიშნავია: „მსოფლიო კინოს ისტორია“, „კინოხელოვნების ისტორია“ და სხვ.

თხზულებები[რედაქტირება]

  • George Mélies, P., 1961;
  • Louis Lumiére, P., 1964;
  • Dictionnaire des films, P., 1965;
  • Dictionnaire des cinèastes, P., 1965;
  • Жизнь Чарли, пер. с франц., 2 изд., М., 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]