არქეოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან არქეოლოგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არქეოლოგიური გათხრები ატაპუერკის მთებში, ესპანეთი

არქეოლოგია[1] – (არქეო – /ბერძნ. ἀρχαῖος - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქეოგრაფია, არქეოლოგია, არქეოპტერიქსი) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით.

არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.

ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.

არქეოლოგიის ისტორია[რედაქტირება]

არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს, უმთავრესად კი წარწერებს. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით პირველად გამოიყენა პლატონმა (ძვ. წ. IV ს.) სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომში. რომაელმა პოეტმა და მოაზროვნემ ლუკრეციუსმა პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა კაცობრიობის ისტორიაში ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მონაცვლეობის შესახებ (ეს ჰიპოთეზა 1836 წელს დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა კ. თომსენმა).

რენესანსისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით კი XVIII საუკუნეში, გაცხოველდა ინტერესი არქეოლოგიური სიძველეებისადმი. გაჩნდნენ ანტიკვარი–კოლექციონერები, რომლებიც აგროვებდნენ არქეოლოგიურ ძეგლებს. დაიწყეს ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეცნიერული თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. XVIII საუკუნეში შეიქმნა პირველი არქეოლოგიური საზოგადოებები, დაარსდა სამეცნიერო არქეოლოგიური ჟურნალები. მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თანდათანობით დაგროვდა დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიური კოლექციები.

არქეოლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა აღმავლობამ. არქეოლოგმა მორტილიემ დაამუშავა ( 1869 – 1883 წწ.) ქვის ხანის ძეგლების კლასიფიკაცია. მის მიერ გამოყოფილი ქვის ხანის ძირითადი ეტაპები – შელი, აშელი, მუსტიე და სხვ. ასახავენ ქვის იარაღების დამზადების ტექნიკის განვითარების თანამიმდევრულ ეტაპებს, რაც შეესატყვისება ადამიანის კულტურის განვითარების ცალკეულ საფეხურებს. გეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიის მონაცემების ანალიზით შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიის დაკავშირება დედამიწის ისტორიის პერიოდებთან. დროთა განმავლობაში იარაღებისა და ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლების შესწავლიდან არქეოლოგია გადავიდა პირველყოფილი საზოგადოების ისტორიულ შესწავლაზე. XIX საუკუნის ბოლოს დადგინდა კავშირი პალეოლითსა და ნეოლითს შორის, გამოიყო გარდამავალი ეპოქა – მეზოლითი.

განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას ეგვიპტეში, საბერძნეთში, თურქეთში, ირანში, ერაყში, წინა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში; შედეგად აღმოჩნდა ეგვიპტის, მესოპოტამიის, ეგეოსის უძველესი ცივილიზაციები. ასეთივე ძვ. ადრინდ. მონათმფლობელური ცივილიზაციები აღმოჩნდა XX საუკუნის 20–იან წლებში ინდოეთში და შემდეგ ჩინეთშიც.

არქეოლოგიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ო. მონტელიუსის მიერ დამუშავებულ ე. წ. ფორმალურ–ტიპოლოგიურ მეთოდს – ნივთების კლასიფიკაციის მეთოდს, რომელიც მათი შეფარდებითი ქრონოლოგიის დადგენის საშუალებას იძლევა. ევოლუციური სკოლა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიაში სხვადასხვა ხალხების კულტურების ურთიერშედარებით მივიდა დასკვნამდე, რომ მთელი საზოგადოების განვითარება ერთიანია. შემუშავდა არქეოლოგიური კულტურის ცნება. არქეოლოგიური კულტურების შესწავლის შედეგად გადაწყდა ხალხთა ნივთებისა და იდეების წარმოშობისა და მიგრაციების მრავალი პრობლემა.

XX ს–ის I ნახევარში არქეოლოგია განვითარდა ცალკეული არქეოლოგიური ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. არქეოლოგიის მონაცემები წარმატებით გამოიყენება ისტორიული დასკვნებისათვის. შეიქმნა კაპიტალური განმაზოგადებელი ნაშრომები (ჟ. დეშელეტის, ლ. ნიდერლეს, გ. ჩაილდის, გ. კლარკის და სხვ.). თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია – კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს. ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვა. ქიმიკოსები, მეტალურგები, კერამიკოსები და სხვა სპეციალისტები სისტემატურად მუშაობენ არქეოლოგებთან ერთად არქეოლოგიური მონაპოვრის კონსერვაციის, რესტავრაციისა და ტექნოლოგიის შესწავლის დარგში – როგორც საველე პირობებში, ისე მუზეუმებში. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ასტრონომიულ დენდროქრონოლოგიურ მეთოდებს, განსაკუთრებით კი ე. წ. რადიოკარბონულ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათარიღდეს ორგანული ნაშთები (ნახშირი, ძვალი). მასობრივი არქეოლოგიური მასალის შესწავლისას ხშირად გამოიყენება სტატისტიკურ – კომბინატორული მეთოდები. დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიურ კარტოგრაფიას.

არქეოლოგია საქართველოში[რედაქტირება]

სამთავროს სამაროვანი

არქეოლოგია საქართველოში XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის ცდები დაკავშირებულია 1852 წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) და 1873 წელს დ. ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასთან. მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბისა, XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვნისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის, ახალგორის განძის პოვნა და სხვა გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად კავკასიის მუზეუმი არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ–ერთ უდიდეს საცავად იქცა; დღესდღეობით მისი მემკვიდრეა სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო საქართველოს მუზეუმი, რომელსაც 1936–1941 წლებში გადაეცა თბილისში არსებული შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ფონდები. მდიდარი არქეოლოგიური ფონდებია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც (დაარსდა 1934 წ.), რომელსაც გადაეცა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის, საეკლესიო მუზეუმისა (დაარსდა 1889 წ.) და თსუ–ს ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან არსებული სიძველეთა მუზეუმის (1925–1930 წწ.) ფონდები. საქართველოს არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი თავმოყრილია თბილისის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმებში, აგრეთვე ახალციხის, მარტვილის, გურჯაანის, მესტიის, მცხეთის, რუსთავის, ფოთის, ცხინვალის, ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, პალეოლითიდან გვიანდელ შუასაუკუნეებამდე. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა იაშთხვაში აღმოჩენილი აშელის ეპოქის ძეგლი, წონის, კუდაროს, ჯრუჭალას და სხვა პალეოლითური ხანის მღვიმეები, ზედა პალეოლითური მღვიმე–ნამოსახლარები: დევის ხვრელი, საკაჟია და სხვა; აგრეთვე ქვემო ქართლში გამოვლენილი შულავრის ენეოლითური კულტურა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის.

საქართველოს არქეოლოგიურ განვითარებაში ახალი ეტაპი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა, რომელმაც შეისწავლა სამთავროს სამაროვანი, არმაზისხევის, ბაგინეთისა და საკუთრივ მცხეთის ძეგლები. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთან. აღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობა კოლხეთის დაბლობზე, თრიალეთში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, ალაზნის სარწყავი სისტემის ტრასაზე, რუსთავში, ახალქალაქში, ვარციხეში, ჟინვალსა და ბორჯომის ხეობაში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი). არქეოლოგიურმა კვლევა–ძიებამ სრულიად ახლებურად წარმოადგინა წინაქრისტიანული ხანის საქართველოს კულტურული და სოციალურ–ეკონომიკური სახე. მცხეთის, ვანის, უფლისციხის, სოხუმის, ფიჭვნარის, ბიჭვინთის, ურბნისისა და სხვა აღმოჩენებმა გვიჩვენა საქართველოში პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა – განვითარების თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი ხელოსნური ნაწარმი.

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება]

3800 წლოვანი სამარხის გათხრა ედჟუოტერის-პარკში

მიწის გათხრითი სამუშაოები არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფეროვანია. თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ; თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი (ბარი, წერაქვი, დანა, ლანცეტი, ფუნჯი). მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა, აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზეც აისახება კულტურული ფენების თანმიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს შედარებითი ქრონოლოგია. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება პალეობოტანიკური, დენდროქრონოლიგიური, პალეომაგნიტური, ქიმიური და სხვა ანალიზებისათვის. საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალისტ არქეოლოგებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვის მიღების შემდეგ.

არქეოლოგიური განძი[რედაქტირება]

ადად-ნირარის სტელა, ერაყის ეროვნული მუზეუმი

არქეოლოგიური განძი ეწოდება რაიმე მიზეზით დამალულ, უპირატესად მიწაში დაფლულ ნივთებს, რომლებიც თავისი დროისათვის მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენდნენ, ჩვენთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული წყაროს მნიშვნელობა აქვთ. განძს უმეტესად მოსალოდნელი საშიშროების წინ მალავდნენ. ზოგჯერ ხერხდება ზოგიერთი არქეოლოგიური განძის დაკავშირება წერილობითი წყაროებით ცნობილ ისტორიულ მოვლენებთან. მაგ., დმანისის განძის დაფლვა უკავშირდება მონღოლთა მიერ ქ. დმანისის აღებას. უძველესი არქეოლოგიური განძი ახალი ქვის ხანას (ნეოლითს) განეკუთვნება.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური განძებიდან ჯერჯერობით უძველესია შუა ბრინჯაოს ხანის ურეკის განძი (ძვ. წ. XVIII-XVI სს.). არქეოლოგიურ განძთა სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილია კოლხური კულტურა (ძვ. წ. XIV-VII სს.). მელითონეთა სახელოსნოებთან ხშირად აღმოჩნდება და გამოსაყენებლად მეტწილად უვარგისი სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღ–სამკაული, რომელიც ხელმეორედ გადადნობისათვის იყო განკუთვნილი. ასეთ არქეოლოგიურ განძს მდნობელთა განძს უწოდებენ.

არქეოლოგიური გათხრების თავისებური და ფართოდ გავრცელებული სახეობაა მონეტათა განძები. განძებს, რომლებიც მონეტებთან ერთად ლითონის სხვა ნივთებსაც შეიცავს, ჩვეულებრივ შერეულ განძს უწოდებენ. ლითონის ფულის ყოველი განძი ძვირფასი ისტორიული წყაროა ამა თუ იმ ქვეყნის სამონეტო მიმოქცევისა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობათა შესასწავლად. საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის ფულის განძები ხშირად ჩნდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში დაიწყო სამონეტო მიმოქცევა და მოიჭრა პირველი მონეტა – კოლხური თეთრი. სპეციალურ ლიტერატურაში არქეოლოგიური განძის სახელით ზოგჯერ სრულიად სხვა სახის ძეგლები მოიხსენიება, მაგ., ე. წ. ახალგორის განძი სინამდვილეში მდიდრული სამარხის ინვენტარია და არა არქეოლოგიური განძი. თითოეული არქეოლოგიური განძი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების არქეოლოგიური ძეგლია. ამიტომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური განძი სახელმწიფო მუზეუმს ჩააბაროს, რისთვისაც იგი მიიღებს საგანგებო გასამრჯელოს ფულად ჯილდოს.

არქეოლოგიური დათარიღება[რედაქტირება]

არქეოლოგიური დათარიღება არის ისტორიულ მოვლენათა დათარიღება, მოვლენათა ქრონოლოგიის დადგენა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. არსებობს არქეოლოგიური დათარიღების ორი სისტემა: აბსოლუტური და შედარებითი. აბსოლუტური ქრონოლოგია განსაზღვრავს ამა თუ იმ მოვლენის თარიღს მოქმედი კალენდრის მიხედვით, შედარებითი ქრონოლოგია კი მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს. შედარებით თარიღებს ადგენენ სტრატიგრაფიული და ტიპოლოგიური მეთოდებით. არქეოლოგიურ ძეგლების კულტურულ ფენათა განლაგებაზე დაკვირვება შესაძლებელს ხდის, განისაზღვროს მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. ერთმანეთზე დაფენილ კულტურულ ფენათაგან უფრო ძველია ის, რომელიც ღრმადაა მოქცეული. ტიპოლოგიური მეთოდი ემყარება დროთა განმავლობაში ნივთების ტიპის, მათი დამზადების ტექნიკასა და ა.შ. ცვლას. შედარებითი ქრონოლოგიიდან აბსოლუტურზე გადასვლა შესაძლებელია თუ დაუთარიღებელ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად აღმოჩნდება ისეთი ნივთები, რომელთა დამზადების დრო ცნობილია სხვა წყაროებიდან, ან რომლებიც თვით შეიცავენ თარიღს (მონეტები, წარწერები და სხვ.).

საკუთრივ არქეოლოგიური დათარიღების მეთოდების გარდა, არქეოლოგიაში ფართოდ იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ემყარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებს. ასეთებია: რადიოკარბონული (არქეოლოგიური ძეგლების დათარიღება ორგანული წარმოშობის ნაშთებში რადიოაქტიური ნახშირბადის რაოდენობის მიხედვით), პალეომაგნიტური (დათარიღება გამომწვარი თიხის ნაწარმში ნარჩენი მაგნეტიზმის მიხედვით), დენდროქრონოლოგიური (დათარიღება განათხარი ხეების წლიური წრეების მიხედვით), ყვავილთა მტვრის ანალიზის, ქიმიური და სხვა მეთოდები.

არქეოლოგიური კულტურა[რედაქტირება]

არქეოლოგიური კულტურა არის ტერმინი, რომლითაც არქეოლოგიაში აღინიშნება გარკვეული ხანისა და განსაზღვრულ ტერიტორიაზე გავრცელებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე არქეოლოგიურ ძეგლთა ერთობლიობა. არქეოლოგიური კულტურის გამოყოფის დროს ითვალისწინებენ დამახასიათებელ ნიშანთა მთელ კომპლექსს – მეურნეობის ხასიათსა და განვითარების დონეს, დასახლების ტიპს, დაკრძალვის წესს, სამკაულის, იარაღისა და კერამიკის ფორმებსა და ორნამენტაციას. არქეოლოგიური კომპლექსის ცალკეულ ელემენტთა მსგავსება ან განსხვავება სხვა კულტურის შესაბამის ელემენტებთან საკმაო საფუძველი არ არის არქეოლოგიური კულტურის გამოსაყოფად. სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, არქეოლოგიური კულტურა გარკვეული ეთნიკური ერთობის კუთვნილება უნდა იყოს. ზოგჯერ ხერხდება არქეოლოგიური კულტურის დაკავშირება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან, უმეტეს შემთხვევაში კი ამგვარი დაკავშირება მეტ–ნაკლებად დასაბუთებული ვარაუდის ფარგლებს არ სცილდება. არქეოლოგიურ კულტურას, როცა მისი მატარებელი ეთნოგრაფიული ერთეული უცნობია, სახელწოდება ეძლევა გავრცელების ძირითადი ტერიტორიის (მაგ., მტკვარ–არაქსის კულტურა) ან იმ ძეგლის მიხედვით, სადაც პირველად განისაზღვრა იგი (მაგ., ტრიპოლიეს კულტურა), ანდა არქეოლოგიური კულტურის ამა თუ იმ დამახასიათებელი (განმსაზღვრელი) ელემენტის მიხედვით.

არქეოლოგიური ძეგლები[რედაქტირება]

არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება ადამიანის მიერ შექმნილ ნივთიერი კულტურის ძეგლებს, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვია, მაგალითად, ნასახლარები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, სამარხები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები, სამკაულები და სხვ. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიც.

ცნობილი არქეოლოგიური კულტურები[რედაქტირება]

პალეოლითის ხანა

აშელის კულტურაშელის კულტურამუსტიეს კულტურა

მეზოლითის ხანა

ნატუფის კულტურააზილის კულტურა

ნეოლითის და ენეოლითის ხანა

ჰასუნის კულტურაფაიუმის კულტურაელ-ობეიდის კულტურაიანშაოს კულტურამაიკოპის კულტურაანასეულის კულტურაწოფის კულტურაშულავერი-შომუთეფეს კულტურა

ბრინჯაოს ხანა

კრეტა-მიკენის კულტურაყობანის კულტურამტკვარ-არაქსის კულტურა -თრიალეთის კულტურა

რკინის ხანა

სკვითების კულტურასარმატების კულტურა

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Aldenderfer, M. S. & Maschner, H. D. G., ed. (1996), Anthropology, Space, and Geographic Information Systems, New York: Oxford University Press 
  • Ascher, R. (1961), "Analogy in archaeological interpretation", Southwestern Journal of Anthropology 17 (4): 317–325 
  • Ascher, R. (1961), "Experimental Archeology", American Anthropologist 63 (4): 793–816, doi:10.1525/aa.1961.63.4.02a00070 
  • Billman, B. R. & Feinman, G. (1999), Settlement Pattern Studies in the Americas—Fifty Years Since Virú, Washington DC: Smithsonian Institution Press 
  • Binford, L. (1962), "Archaeology as Anthropology", American Antiquity 28 (4): 217–225, doi:10.2307/278380 
  • Denning, K. (2004), "The Storm of Progress' and Archaeology for an Online Public", Internet Archaeology 15 
  • Ebrey, Patricia Buckley (1999), The Cambridge Illustrated History of China, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0521435196, OCLC 223427870 33047244 59615754 
  • Flannery, K. V. (1967), "Culture History v. Culture Process: A Debate in American archaeology", Scientific American 217: 119–122 
  • Flannery, K. V. (1982), "The Golden Marshalltown: A Parable for the Archaeology of the 1980s", American Anthropologist 84 (2): 265–278, doi:10.1525/aa.1982.84.2.02a00010 
  • Fraser, Julius Thomas and Francis C. Haber. (1986), Time, Science, and Society in China and the West, Amherst: University of Massachusetts Press 
  • Frison, G. C. (1989), "Experimental Use of Clovis Weaponry and Tools on African Elephants", American Antiquity 54 (4): 766–784, doi:10.2307/280681 
  • Glascock, M. D., Neff, H., Stryker, K. S. & Johnson, T. N. (1994), "Sourcing Archaeological Obsidian by an Abbreviated NAA Procedure", Journal of Radioanalytical and Nuclear Chemistry 180: 29–35, doi:10.1007/BF02039899 
  • Gifford-Gonzalez, D. P., Damrosch, D. B., Damrosch, D. R., Pryor, J. & Thunen, R. L. (1985), "The Third Dimension in Site Structure: An Experiment in Trampling and Vertical Dispersal", American Antiquity 50 (4): 803–818, doi:10.2307/280169 
  • Gladfelter, B. G. (1977), "Geoarchaeology: The Geomorphologist and Archaeology", American Antiquity 42 (4): 519–538, doi:10.2307/278926 
  • Gould, R. (1971a), "The Archaeologist as Ethnographer: A Case from the Western Desert of Australia", World Archaeology 3 (2): 143–177, doi:10.1080/00438243.1969.9979499 
  • Gould, R., Koster, D. A. & Sontz, A. H. L. (1971b), "The Lithic Assemblage of the Western Desert Aborigines of Australia", American Antiquity 36 (2): 149–169, doi:10.2307/278668 
  • Gould, R. & Yellen, J. (1987), "Man the Hunted: Determinants of Household Spacing in Desert and Tropical Foraging Societies", Journal of Anthropological Archaeology 6: 77, doi:10.1016/0278-4165(87)90017-1 
  • Haviland, William A.; Prins, Harald E. L.; McBride, Bunny; Walrath, Dana (2010), Cultural Anthropology: The Human Challenge (13th რედ.), Cengage Learning, ISBN 0495810827 
  • Hodder, I. (1982), Symbols in Action, Cambridge: Cambridge University Press 
  • Hodder, I. (1985), "Post-Processual Archaeology", in SCHIFFER, M. B., Advances in Archaeological Method and Theory, New York: Academic Press 
  • Hodder, I., ed. (1987), The Archaeology of Contextual Meaning, New York: Cambridge University Press 
  • Hodder, I. (1990), "Style as Historical Quality", in HASTORF, M. C. A. C., The Uses of Style in Archaeology, Cambridge: Cambridge University Press 
  • Hodder, I. (1991), "Interpretive Archaeology and Its Role", American Antiquity 56 (1): 7–18, doi:10.2307/280968 
  • Hodder, I. (1992), Theory and Practice in Archaeology, London: Routeldge 
  • Kuznar, L, ed. (2001), Ethnoarchaeology of Andean South America, Ann Arbor: International Monographs in Prehistory 
  • Miller, D. & Tilley, C. (1984), "Ideology, Power and Prehistory: An Introduction", in Miller, D. & Tilley, C., Ideology, Power, and Prehistory, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0521255260, OCLC 241599209 9827625 
  • Miller, D., Rowlands, M., Tilley, C., ed. (1989), Dominion and Resistance, New York: Routledge 
  • Munson, C. A., Jones, M. M. & Fry, R. E. (1995), "The GE Mound: An ARPA Case Study", American Antiquity 60 (1): 131–159, doi:10.2307/282080 
  • Ogundele, S. O. (2005), "Ethnoarchaeology of Domestic Space and Spatial Behaviour Among the Tiv and Ungwai of Central Nigeria", African Archaeological Review 22: 25–54, doi:10.1007/s10437-005-3158-2 
  • Pauketat, T. R. (2001), "Practice and History in Archaeology: An Emerging Paradigm", Anthropological Theory 1: 73–98, doi:10.1177/14634990122228638 
  • Redman, C. L. (1974), Archaeological Sampling Strategies, Binghamton: State University of New York at Binghamton 
  • Renfrew, C. & Bahn, P. G. (1991), Archaeology: Theories, Methods, and Practice, London: Thames and Hudson Ltd, ISBN 0500278679, OCLC 185808200 34521234 
  • Saraydar, S. & Shimada, I. (1971), "A Quantitative Comparison of Efficiency Between A Stone Axe and A Steel Axe", American Antiquity 36 (2): 216–217, doi:10.2307/278680 
  • Saraydar, S. C. & Shimada, I. (1973), "Experimental Archaeology: A New Outlook", American Antiquity 38 (3): 344–350, doi:10.2307/279722 
  • Sellet, F., Greaves, R. & Yu, P.-L. (2006), Archaeology and Ethnoarchaeology of Mobility, Gainesville: University Press of Florida 
  • Shanks, M. & Tilley, C. (1987), Reconstructing Archaeology, New York: Cambridge university Press 
  • Shanks, M. & Tilley, C. (1988), Social Theory and Archaeology, Albuquerque: University of New Mexico Press, ISBN 0745601847, OCLC 16465065 185783860 
  • Shanks, M. (1991), "Some recent approaches to style and social reconstruction in classical archaeology", Archaeological Review from Cambridge 10: 164–174 
  • Shanks, M. (1993), "Style and the design of a perfume jar from an Archaic Greek city state", Journal of European Archaeology 1: 77–106 
  • Sheets, P. D. (1973), "The Pillage of Prehistory", American Antiquity 38 (3): 317–320, doi:10.2307/279718 
  • Shott, M. J. & Sillitoe, P. (2005), "Use life and curation in New Guinea experimental used flakes", Journal of Archaeological Science 32 (5): 653–663, doi:10.1016/j.jas.2004.11.012 
  • Tassie, G. J., Owens, L.S. (2010), Standards of Archaeological Excavations: A Fieldguide to the Methology, Recording Techniques and Conventions, London: GHP, ISBN 978-1906137175 
  • Taylor, W. W. (1948), A Study of Archaeology, Menasha: American Anthropological Association, ISBN 0906367123, OCLC 9714935 
  • Tilley, Christopher, ed. (1993), Interpretive Archaeology, Oxford: Berg, ISBN 0854968423, OCLC 185494001 26263158 
  • Trigger, B. G. (1989), A History of Archaeological Thought, Cambridge: Cambridge University Press 
  • Watters, M.R. (1992), Principles of Geoarchaeology: A North American Perspective, Tucson: The University of Arizona Press 
  • Watters, M.R. (2000), "Alluvial stratigraphy and geoarchaeology in the American Southwest", Geoarchaeology 15 (6): 537–557, doi:10.1002/1520-6548(200008)15:6<537::AID-GEA5>3.0.CO;2-E 
  • Willey, G. R. (1953), Prehistoric Settlement Patterns in the Virú Valley, Perú, Washington DC 
  • Willey, G. (1968), Settlement Archaeology, Palo Alto: National Press 
  • Wylie, A. (1985), "The Reaction Against Analogy", in Schiffer, Michael B., Advances in Archaeological Method and Theory, Orlando, FL: Academic Press, pp. 63–111 
  • Yellen, J. & Harpending, H. (1972), "Hunter-Gatherer Populations and Archaeological Inference", World Archaeology 4 (2): 244–253, doi:10.1080/00438243.1972.9979535 
  • Yellen, J. (1977), Archaeological Approaches to the Present, New York: Academic Press, ISBN 0127703500, OCLC 2911020 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]