ტიტანობოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტანობოა
ტიტანობოა მხატვრის ხედვით
ტიტანობოა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  მახრჩობელასებრნი
ქვეოჯახი:  მახრჩობელები
გვარი:  Titanoboa
ჰედი, 2009
ლათინური სახელი
Titanoboa cerrejonensis

ტიტანობოა (ნიშნავს „გიგანტურ ბოას“[1]) — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში[2]. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს[2]. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1,25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბია[1][2] აღმოჩენილი იქნა T. cerrejonensis-ის 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში[3].

გველი მეცნიერთა გუნდმა, ჯონათან ბლოჩისა და კარლოს ჯარამილოს ხელმძღვანელობით, ექსპედიციის დროს აღმოაჩინა. ბლოჩი ფლორიდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგია, კარლოს ჯარამილო კი სმიტსონიური ტროპიკულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პალეობოტანიკოსი[4].

ვინაიდან გველები ცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი-გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32 °C უნდა მიეღწია[5].

ზომის შედარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიაში აღმოჩენილ 28 გველიდან 8 განსაკუთრებით დიდი ზომით გამოირჩეოდა: მათი წონა - 1100 კილოგრამს აღწევდა, სიგრძე კი 12-15 მეტრს. დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი გველი ბადისებრი პითონია, სიგრძით 9 მეტრამდე, მწვანე ანაკონდა კი 7,5 მეტრს აღწევს.[6].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჰედი, ჯეისონ ჯ.; ჯონათან ი. ბლოჩი, ალექსანდრე კ. ჰასტინგსი, ჯეისონ რ. ბოურქიუ, ედუინ ა. კადენა, ფაბიანი ა. ჰარეირა, პ. დევიდ პოლი და კარლოს ა. ჯარამილო. „გიგანტური პალეოცენური მახრჩობელა გველის აღმოჩენამ ცხადყო იმ პერიოდის გაცილებით მაღალი ტროპიკული ტემპერატურა“. Nature. 457: 715–718.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) 2009-02-05
  2. 2.0 2.1 2.2 კუოკი, რობერტა. (4 თებერვალი 2009) მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსოფლიოს უდიდესი გველი. Nature. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
  3. მაუჟ II, ტომას ჰ.. (4 თებერვალი 2009) 43 ფუტი სიგრძის სუპერგრძელი გველი ტიტანობოა კოლუმბიიდან. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
  4. 2,500 პაუნდი და 43 ფუტი, პრეისტორიული გველის რეკორდული ზომები. Science Daily (4 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
  5. ჯოისი, კრისტოფერ. (5 თებერვალი 2009) ერთ დროს 1 ტონიანი გველი დასრიალებდა ტროპიკებში. NPR. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2009.
  6. CTV: უძველესი გარგანტუელი გველები საუზმეზე ნიანგებს მიირთმევდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-06. ციტირების თარიღი: 2009-02-06.