მოჰამედ მურსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მოჰამედ მურსი | ||
| ეგვიპტის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 30 ივნისი, 2012 | |
| წინამორბედი | მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი | |
|
|
||
| დაბადებული | 20 აგვისტო, 1951 შარკია, ეგვიპტე |
|
| პოლიტიკური პარტია | თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია | |
| რელიგია | ისლამი-სუნიზმი | |
მოჰამედ მურსი (არაბ. محمد مرسى عيسى العياط; დ. 20 აგვისტო, 1951, შარკია, ეგვიპტე) — ეგვიპტელი პოლიტიკოსი. თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის წევრი. მონაწილეოდა 2012 წლის ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში.[1] 2000-2005 წლებში იყო ეგვიპტის პარლამენტის წევრი.
2012 წლის 24 ივნისს ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ მუჰამედ მორსი გამოაცხადა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. კომისიის თანახმად, მორსიმ მცირე უპირატესობით აჯობა კენჭისყრაზე თავის მეტოქეს, აჰმედ შაფიკს - რომელიც ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში. კომისიის ცნობით, მორსიმ ხმათა 51.7 % მოიპოვა, შაფიკს კი 48.3 % ერგო[2].