|
ქალაქი
|
ახალი ხიდი მდინარე იამუნაზე |
|
ალაჰაბადი (ჰინ. इलाहाबाद; სპარს. ღმერთის მიერ დასახლებული) — ინდუიზმის წმინდა ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში. სახელი უწოდა მოგოლთა იმპერატორმა აქბარმა. თავდაპირველი სახელი პრაიაგა იყო (სანსკრ. მსხვერპლშეწირვის ადგილი). მიაჩნიათ, რომ სწორედ აქ მოახდინა ბრაჰმამ პირველი მსხვრეპლშეწირვა სამყაროს შექმნის შემდეგ. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, იგი ინდოეთის მეორე უძველესი ქალაქია. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 205 კმ-ით სამხრეთით. ალაჰაბადი ერთ-ერთია ინდუისტური მომლოცველობის ოთხი ადგილიდან. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინდუისტურ ლიტერატურაში, რადგან მდებარეობს სანგამთან, წმინდა მდინარეების — განგის, იამუნასა და სარასვატის შერწყმის ადგილას.[2]
ქალაქში მდებარეობს ცენტრალური თუ შტატის მრავალი სამთავრობო ოფისი, ასევე ინდოეთის მე-4 უძველესი უნივერსიტეტი. ალაჰაბადში დაიბადა ინდოეთის შვიდი პრემიერ-მინისტრი, მათ შორის ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და რაჯივ განდი.
ინდოეთის ხელისუფლებამ ალაჰაბადი ამოარჩია ერთ-ერთ იმ ქალაქად, სადაც ხორციელდება ჯავაჰარლალ ნერუს ეროვნული ურბანული განახლების მისია, რომლის მიზანიცაა ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება, ეფექტური მართვა და ქალაქის მაცხოვრებელთათვის ძირითადი მომსახურებების შეთავაზება.[3]