ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის ქვემო უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (13 X 7,6 მ), ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. კონქში რვა სარეზონატორო ქვევრია ჩატანებული. ხის კანკელზე შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი, ჩრდილოეთისაში - სამი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამსართულიანი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.