ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვირაცხოვლის ეკლესიის სამხრეთი ფასადი (2022 წ.)

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის განაპირას სამხრეთ-დასავლეთით. აშენებულია 1886 წელს.

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შენობას დაზიანებული აქვს ორსაფეხურიანი ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. თითო სარკმელია არაღრმა რკალური აფსიდის ღერძზე, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობის იატაკი მიწის ზედაპირზე დაბალია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.