პატარა მეჯვრისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა მეჯვრისხევის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის ჩრდილო-დასავლეთით სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. სარკმლის ქვემოთ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ კედლის სარკმელი ამოშენებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის ორივე მხარეს, აგურით გამოყვანილია დეკორატიული რომბები. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა, კრამიტის. ეკლესიას სახურავზე, დასავლეთით ადგას აგურის სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.