ბნავისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბნავისის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის სამხრეთით, ადგილ ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9 X 4,3 მ), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვიშაქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლის ზემო ნაწილები; დაზიანებულია ფასადებიც. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი თითო შესასვლელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.