ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესიის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
მხედრული წარწერა შესასვლელის თავზე

ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის ცენტრში. სამხრეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესიის მშენებლობა დასრულებულა 1835 წლის 15 მაისს.

ეკლესია დარბაზულია (9 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას ოთხსვეტიანი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.