ჭიათის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიათის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, ნასოფლარ ჭიათის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება IX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე მიწაშია ჩამჯდარი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამონგრეულია შესასვლელი. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტი, მოხატულობის მცირე კვალი. შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმელია, სარკმლის ქვეშ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა. სარკმლის ორივე მხარეს ორი მცირე ნიშია. მცირე სარკმელი სამხრეთის კედელშიცაა. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.