პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის ცენტრში, ხომასურიძიანთ უბანში. აშენებულია 1819 წელს ხომასურიძეების მიერ.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. აფსიდზე მიშენებულია აგურის სატრაპეზო. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი, ხოლო სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე - რელიეფური ჯვარი. კარის მარცხნივ, ზევით ჩასმულია ქვის ფილა, მხედრული წარწერით (აშენების თარიღი). კრამიტის ორფერდა სახურავი დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.