კარალეთი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სოფელი
კარალეთი
|
კარალეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი). ზღვის დონიდან 650 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.
[რედაქტირება] ისტორია
კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ნაჭარმაგევი. ვახუშტის ცნობით
|
„„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“.“
|
XI-XII საუკუნეებში ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო. 1110 წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს გიორგი III-ის და თამარის ისტორიკოსიც. XVIII საუკუნეში სოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს კარალეთის ციხე, ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 392, თბ., 1980 წელი.
- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ., 1990 წ.
სტატიის