ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია

ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის სამხრეთით, მთის შევაკებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,25 × 3,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ღრმა აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სამი პატარა ნიშია (ორი ნიში შეწყვილებულია). აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შირიმის იმპოსტებია. ეკლესიის ეზოს შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი სამხრეთ კედლის სიმაღლე 2,5–3 მეტრამდეა. ამ კედელში დატანებულია ოთხკუთხა ნიშები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.