არაშენდის ფერისცვალების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაშენდის ფერისცვალების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]