მერეთი
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
მერეთი — სოფელი გორის რაიონში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის ნაპირას. ზღვის დონიდან 850მ, ქალაქ გორიდან დაახლოებით 30 კმ-ის დაშორებით.
მერეთში ახალი, მოზრდილი და მაღალკედლიანი მერეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. ეკლესიის სამხრეთი კედლის კარს ზემოთ წარწერაა:
"მომიხსენე(,) უფალო (,) საფლავსა ამასა შინა მდებარე აღდგომელანთ რძალ(-)ი ელისაფეთი(.) მხილველნო(,) შენდობა(-)ს ვითხოვ. ჩყკთ"(=1829 წ.)
იმავე კედელში შემდეგ ქვაზე:
"გიორგი ნინიკ(ას ძე) გიორგი(-) იშვილის ჩ(ა)გ(ო)ნებით განაშ(-) უენიერა ტაძარი ესე 1898"(9?) წ.
იქვე ქვაზე ეპიტეფია: -
მომიხსენე(,) უფალო(,) ბაიაძე სოსიასშვ(-) ილი ქიტესა(,) მხილველნო(,) შენდ- ობას გთხოვ(!) ჩყკ?"(182?)
კიდევაა იქვე კედელში ჩაშენებული ერთი საფლავის ქვის ნატეხი, რომელზეც იკითხება:
"ქ. გორგიშ(ელი) ესაია..."
ეკლესიის ეზოში მოთავსებულ საფლავის ქვებს შორის არის ანტონ ფურცელაძის ქვა. ანტონ ფურცელაძე მეზობელ სოფელ არბოში იყო ჩასიძებული, მაგრამ არბოში მომაკვდავს დაებარებინა, მერეთში დამასაფლავეთო და ეს თხოვნა შეუსრულეს. იქ დგას ნაცრისფერი შუბლწითელი მარმარილოს ქვა-ბოძი, რომელსაც აწერია:
"მე წილათა მხვდა ხვედრი მწარე(,) ძნელად საამო(,) ჩვენს იარებსა და წყლულებში ხელების რევა(.) მით წყლულს ვამტკივნებ მე სნეულთა და ამის გამო შევიძინევი მოძმეთაგან ლანძღვა და წყევა(.)
(გაგრძელება ქვის კედელზე:)
ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე 1839-1913".
აღმართულ შავ გრანიტზე დასავლეთის მხრიდან ჯერ ჯვარი ხატია და შემდეგ წერია:
იმავე ქვას აღმოსავლეთ მხარეზე აწერია: "идеальному мужу и отцу от жены и детей."
მიხეილი განჯაში მსახურობდა, შორს დარდაიცვალა და მერეთი ჩამოასვენეს.
ალექსანდრე, მიხეილი, კოტე (მეტსახელად - შავბალახა) და ანტონი ძმები ყოფილან.
მერეთში დაიბადა ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VI, გვ. 586, თბ., 1983 წელი.
- მეგრელიძე, იოსებ. სიძველეები ლიახვის ხეობაში. წ. 2.თბილისი: "სამშობლო ფორტე", 1997.
სტატიის