კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის დასავლეთით, ორი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6,2 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაც. სწორკუთხა აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის განივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით თითქმის ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიანი პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებს. სახურავი ორფერდაა, ფილაქვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.