ზემო ქსოვრისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ქსოვრისის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქსოვრისის თავში, საქორეთის მთის კალთაზე. დაუთარიღებელია. ეკლესია დარბაზულია (6,25 X 4,2 მ), ნაგებია ქვის დიდი ზომის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთისაში - ორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.