ყელქცეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ყელქცეული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი შინდისი
კოორდინატები 42°08′03″ ჩ. გ. 43°56′36″ ა. გ. / 42.13417° ჩ. გ. 43.94333° ა. გ. / 42.13417; 43.94333
ცენტრის სიმაღლე 770
მოსახლეობა 633[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყელქცეული — საქართველო
ყელქცეული
ყელქცეული — შიდა ქართლი
ყელქცეული
ყელქცეული — გორის მუნიციპალიტეტი
ყელქცეული

ყელქცეულისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (შინდისის თემი), მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 770 მეტრი, გორიდან 26 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს ყელქცეულში, ყოფილი კანცელარიის ეზოში გაიმართა გლეხების კრება. ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამხედრო წესების გაუქმებას, რუსეთის ყველა გუბერნიის სოფლებიდან ჯარების გაყვანას და მშომელი გლეხებისათვის მიწების გადაცემას. 11 კაცისაგან შემდგარმა დელეგაციამ ეს მოთხოვნები გორის მაზრის უფროსს წარუდგინა. გლეხები მკაცრად დასაჯეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 633 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 826 413 413
2014[1] 633 318 315

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ყელქცეულში დაიბადა ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ოთარ ჩხეიძე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II