გალისხევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გალისხევის ეკლესია — ეკლესია შიდა ქართლში, მდინარე სკრის ხეობის მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გალისხევის თავში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,15 მ), ნაგებია ფიქალი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის სწორკუთხა აფსიდის კუთხეებში მომრგვალებულია. შენობას კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.