ქართული ვიკიპედია
ქართული ვიკიპედია |
|
|---|---|
| მისამართი: | ka.wikipedia.org |
| კომერციული: | არა |
| საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
| რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
| ენა: | ქართული |
| მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
| მუშაობის დაწყება: | 2003 წლის ნოემბერი |
| სტატიების რაოდენობა: | 75,970 |
| გვერდების რაოდენობა: | 208,757 |
| რედაქტირებების რაოდენობა: | 2,579,299 |
| დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 52,108 |
| აქტიური მომხმარებელი: | 200 |
| ადმინისტრატორი: | 10 |
| სიღრმე: | 37.7 |
ქართული ვიკიპედია — ვიკიპედიის ქართულენოვანი ვერსია, რომელსაც ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედის. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობა 30 000–ს გადასცილდა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი — 70 000-ს. ქართული ვიკიპედიის სიღრმე 40–ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
შემადგენლობა [რედაქტირება]
სააპარატო უზრუნველყოფა: ქართული განყოფილება, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან. დამატებით იხილეთ meta:Hardware.
პროგრამული უზრუნველყოფა: გამოიყენება MediaWiki ძრავა. ვერსიისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
შემადგენლობა: სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა — 75,970.
ადმინისტრაცია [რედაქტირება]
ამჟამად ქართულ ვიკიპედიას 10 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 26 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია დაახლოებით 48 000 მომხმარებელი.
ცხრილში მოცემულია ყოფილი (ყვითლად და წითლად) და მოქმედი (მწვანედ) ადმინისტრატორები:

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||