უკრაინული ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი უკრაინული ვიკიპედია
Українська Вікіпедія
მისამართი: uk.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: უკრაინული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2004 წლის 26 იანვარი
სტატიების რაოდენობა: 528,777
გვერდების რაოდენობა: 1,550,897
რედაქტირებების რაოდენობა: 15,096,236
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 231,243
აქტიური მომხმარებელი: 2,140
ადმინისტრატორი: 35
სიღრმე: 36.4

უკრაინული ვიკიპედია (უკრ. Українська Вікіпедія) — ვიკიპედიის განყოფილება უკრაინულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. სტატიების რაოდენობით იმყოფება მე-14 ადგილზე. მუშაობა დაიწყო 2004 წლის 26 იანვარს. პირველი სტატია დაიწერა 2004 წლის 30 იანვარს. ვიკიმედიის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით უკრაინულ ვიკიპედიაში 28,4 მლნ. არის ნანახი სხვადასხვა გვერდი. დარეგისტრირებულ მომხარებელთა რიცხვი აღწევს 134 499 ადამიანს.

2005 წლის 1 ოქტომბრის მიხედვით მასში არსებობდა 20 ათასი სტატია, ხოლო 2007 წლის იანვრისთვის სტატიების რაოდენობა გაიზარდა 50 ათასამდე. 2008 წლის 28 მარტს უკრაინული ვიკიპედია მოიცავდა 100 ათასს სტატიას. ამჟამად უკრაინულ ვიკიპედიაში არის 24 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი აღწევს 2000 ათასს. დღეისათვის ვიკიპედიის უკრაინულენოვან განყოფილებაში არსებობს დაახლოებით 384 ათასი სტატია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
უკრაინულ ენაზე
Українська Вікіпедія